კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ ჩაშალა ბერიამ შეთქმულება ჰიტლერის წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ლავრენტი ბერიას მტრებთან –  უცხოურ დაზვერვასთან სასტიკი ბრძოლა ევალებოდა და ამ საქმეს დიდი წარმატებით უძღვებოდა, იყო მომენტები, როდესაც „რკინის ნარკომს“ თავისი მტრებისთვის დახმარება უნდა გაეწია, რომ უფრო დიდი მტერი დაემარცხებინა... ისტორიის დოქტორი, პროფესორი ანატოლი გუტმანი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინის ყველაზე ჭკვიანი მრჩეველი და იმავდროულად, ყველაზე ნაყოფიერი შემსრულებელი იყო. რაც არ უნდა იყეფონ, იყმუვლონ და ლაფში ამოსვრა სცადონ მავანთ, საბჭოთა ქვეყნის ეს ქართული ტანდემი საბჭოთა ისტორიის 70 წლის განმავლობაში მმართველობის ყველაზე ეფექტური  რგოლი იყო და სწორედ, მათი ექსკლუზიური დამსახურებაა ის დიადი პროექტი, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდება... ვიაჩესლავ მოლოტოვი კი ამბობდა: „ვნანობ, რომ ხრუშჩოვს ბერიას მოშორებაში დავეხმარე. ნიკიტამ გაანადგურა ის, რაც 1917 წელს მოვიპოვეთ, რაც სტალინმა ეს ყველაფერი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა, რაშიც ბერიამ დიდი წვლილი შეიტანა და რომ არა ჩვენ – შეთქმულები, ბერია სტალინის მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებდა...“ ამ სიტყვების ავტორია 96 წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელიც 1917 წელს ლენინთან ერთად საბჭოთა კავშირს ქმნიდა, სტალინთან ერთად გაამყარა საბჭოთა იმპერია და მოესწრო ამ ქვეყნის თითქმის დასასრულს (მოლოტოვი 1986 წელს გარდაიცვალა, ხოლო საბჭოთა კვაშირი 1991 წელს დაიშალა).
  ნიშანდობლივია ის, რომ ლავრენტი ბერიას არა მხოლოდ ვიაჩესლავ მოლოტოვი მისტიროდა, რომელიც სტალინისა და ბერიას შემდეგ საბჭოთა პოლიტბიუროში ყველაზე ინტელექტუალური პიროვნება იყო, არამედ ყველა დანარჩენი შეთქმულიც თავად ხრუშჩოვის  გარდა. საქმე ისაა, რომ სტალინის სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ, ანუ 1957 წელს, მიხვდნენ, თუ რამდენად დააშავეს, როდესაც ბერია მოკლეს და სტალინის მიერ შექმნილი უდიდესი საბჭოთა ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენეს. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ 88 წლის ვარ (სუდოპლატოვი 1996 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა) გარწმუნებთ, რომ სრულ ჭკუაზე  ვიმყოფები და ჩემ მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. სტალინი, რა თქმა უნდა, ლენინთან ერთად საბჭოთა კავშირის შემოქმედი იყო, მაგრამ ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო ის ადამიანი, ვინც სტალინის გრანდიოზულ ჩანაფიქრს ფრიადზე ასრულებდა. სწორედ, მისი დიდი დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გახდა...“
   გენერალი პავლე სუდოპლატოვი ლავრენტი ბერიას მარჯვენა ხელი იყო და ყველაზე უკეთ იცოდა, თუ რით „სუნთქავდა“ შეფი და რა გეგმები ჰქონდა მას. ბერია სუდოპლატოვს თითქმის 100 პროცენტით ენდობოდა და ყველა სახელმწიფო საიდუმლოებას ანდობდა... სწორედ პავლე სუდოპლატოვი ამბობდა: „1944 წლის 20 ივლისს კლაუს შტაუფენბერგმა ჰიტლერს ბომბი დაუდო, ააფეთქა და „გენერალთა შეთქმულებას“ თითქოს წერტილი დაუსვა... თუმცა ფიურერი მაინც ვერ მოკლა. ამგვარად, ჰიტლერი უკვე მეორედ გადაურჩა ტერორისტულ აქტს. მოსკოვი, ისევე, როგორც ლონდონი და ბერლინი, აღშფოთებას ვერ მალავდა... თუკი ჩვენ იმისთვის ვღელავდით, რომ ინფორმაცია გვქონდა ჰიტლერზე მომზადებული ტერაქტის შესახებ, ინგლისელები ცოფებს ყრიდნენ, რომ მათ მიერ დაგეგმილმა ტერაქტმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ასეთივე მდგომარეობაში იყვნენ თავად გერმანელი შეთქმულებიც. 1944 წლის 21 ივლისს სტალინმა ბერია თავის კაბინეტში იხმო და უთხრა:
– ლავრენტი, რადგან ჰიტლერი გადარჩა, შენც ცოცხალი რჩები. თუმცა, გაფრთხილებ, რომ თუკი ფიურერს თავიდან ერთი ღერი თმაც ჩამოუვარდება, არც შენ შეგრჩება თავიო.
ერთი სიტყვით, სტალინმა ერთი მხრივ, ბერიას ჰიტლერის დაცვა დაავალა, მეორე მხრივ კი – 20 ივლისის შეთქმულების ყველა მონაწილის გამოვლენა და მათი გამჟღავნება...“
სტალინის მიერ ბერიას მიმართ ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. კონკრეტულად კი იმას ნიშნავდა, რომ 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ეს კარგად იცოდნენ როგორც ჰიტლერის გენერლებმა, ასევე სტალინმაც. ამიტომ, გენერლების მოვალეობა იყო დასავლეთთან (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი) მოლაპარაკება, რომელთა მოთხოვნა იყო, რომ ომის დამთავრების შემდეგ სტალინს ევროპა არ „გაეწითლებინა“, ხოლო სტალინის სურვილი კი იყო, რომ გერმანული ფაშიზმი გაენადგურებინა, ევროპა გაეთავისუფლებინა და საბჭოეთი კიდევ უფრო გაეძლიერებინა. ამისთვის კი საბჭოთა ბელადს ცოცხალი ჰიტლერი სჭირდებოდა, რომელიც ბოლომდე იბრძოლებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ...“
  საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „1944 წლის 22 ივლისს, ანუ ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმიდან 48 საათის შემდეგ, ბერიამ ყველა განყოფილების უფროსები შეგვკრიბა და მკაცრად მოგვთხოვა, რომ 20 ივლისის შეთქმულებაზე ნამდვილი ინფორმაციები მოგვეპოვებინა. 25 ივლისს ბერიას უკვე მთელი ინფორმაცია მაგიდაზე ედო და მოქმედება შეეძლო...“
ბერიას აცნობეს, რომ 20 ივლისის შეთქმულებას გენერალ აუგუსტ ბენკოსთან ერთად თავად „აბვერის“ (გერმანიის სამხედრო დაზვერვის შეფი)  ადმირალი ვილჰელმ კანარისი მეთაურობდა. ყველაფერი ნათელი იყო და ანალიზმა ცხადყო, რომ 1944 წლის 29 ივლისს შეთქმულების უკან დიდი ბრიტანეთის დაზვერვა „მი-6“ იდგა. ბერიამ იმის ნათელი დასტურიც მიიღო, რომ ვილჰელმ კანარისი ბრიტანეთის დაზვერვაზე მუშაობდა. ამიტომ მთელი ეს დოკუმენტაცია ბერიამ ბერლინში ეშმაკურად გადააგზავნა და „გესტაპომ“, რომელიც შეთქმულების გახსნაზე მუშაობდა, ამ ინფორმაციის რეალიზება მოახდინა...
  პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „კანარისის ჩაბარებით ორი კურდღელი დავიჭირეთ – გავანეიტრალეთ ბრიტანეთის ყველაზე ფასეული აგენტი, თანაც ჰიტლერს მოვასპობინეთ ოპოზიცია. ამან კი ანგლო-ამერიკელების გეგმები ჩაშალა. გერმანიამ ომი გააგრძელა. ჩვენ ბერლინში შევედით და სრულ გამარჯვებას მივაღწიეთ. ამაში კი ბერიას ლომის წილი მიუძღვოდა...“
ლავრენტი ბერიას წვლილი, რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად, საბჭოეთის (რუსეთის) აღორძინებაში კოლოსალურია, თუმცა მის დამსახურებას რუსეთის მმართველნი  სათანადოდ ვერ აფასებენ...“

скачать dle 11.3