კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 სტალინის ნაშრომი არაერთმა მოწინავე მსოფლიო პარტიამ აიღო საფუძვლად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  საყოველთაოდაა ცნობილი, რომ იოსებ სტალინი საკმაოდ კარგი პოეტი იყო. ხოლო მისი რევოლუციურ-პროპაგანდისტული პუბლიკაციებით სავსე იყო რუსეთის იმპერიის მეცრამეტე-მეოცე საუკუნეების არალეგალური გამოცემები. გარდა ამისა, საბჭოთა ბელადს უამრავი თეორიული ნაშრომი აქვს პოლიტოლოგიაში, ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. თუმცა, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ სტალინს იატაკქვეშელი რევოლუციონრის ქცევის, მოღვაწეობისა და პიროვნული თვისებების შესახებ ნაშრომი აქვს დაწერილი, რომელიც ისე მოეწონა ლენინს, რომ სწორედ მასზე ააგო ბოლშევიკური პარტიის განახლებული წესდება... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პეტრე ვასილევსკი წერს: „1906 წელს ბაქოში მოღვაწე სტალინმა, რომელიც მაშინ კობას სახელით იყო ცნობილი, შეიმუშავა, ჩამოაყალიბა და დაწერა იატაკქვეშა რევოლუციონერის ქცევის წესები. მასში დაწვრილებით იყო განხილული ყველაფერი, რაც არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობასთან იყო დაკავშირებული. ძალიან გამოცდილი კობა რეკომენდაციებს იძლეოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო რევოლუციონერი არალეგალი კონკრეტულ სიტუაციაში. ამ ნაშრომში განსაკუთრებით საინტერესოა ის, თუ როგორი უნდა იყოს ბოლშევიკ-იატაკქვეშელი („ბოლშევიკი“ სტალინმა მოგვიანებით ჩაამატა). ნიშანდობლივია, რომ სტალინის ამ ნაშრომს საერთო არ ჰქონდა სერგეი ნეჩაევის „რევოლუციონრის კატეხიზმოსთან“, რომელიც 1869 წელს იყო დაწერილი და სტალინი ამ ნაშრომს კარგად იცნობდა. კობას არ მოსწონდა ნეჩაევის ანარქისტული მიდრეკილებები და ის, რომ ნეჩაევი მიზნის მისაღწევ ერთადერთ საშუალებად ტერორს მიიჩნევდა. ერთადერთი, რაც სტალინს „რევოლუციონრის კატეხიზმოდან“ მოსწონდა, იყო ის, რომ რევოლუციონერი, ფაქტობრივად, ასკეტი უნდა იყოსო. თუმცა, სტალინის იატაკქვეშელი რევოლუციონერი ნეჩაევის რევოლუციონერზე ბევრად უფრო ასკეტი და მკაცრი იყო... სტალინის თანამებრძოლი და მომავალი სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი თავის დღიურებში წერდა: „კობას მოსწონდა ნეჩაევის თავდადება რევოლუციური იდეებისადმი. კერძოდ კი თვითმპყრობელობის დამხობისადმი სწრაფვა. თუმცა, კობა კატეგორიულად უარყოფდა ნეჩაევის, ასევე, ანარქისტების ცალმხრივობას, ანუ იმას, რომ ტერორი იყო მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება. ერთხელ, კამოს მიერ ბაქოში განხორციელებული მორიგი ექსპროპრიაციის შემდეგ სტალინმა სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო) შერისხა ზედმეტი სიმკაცრის გამო (კამომ ბაქოელ ნავთობმწარმოებელ იუსუფ ალესკეროვს 30 ათასი ოქროს მანეთი გამოართვა და ის ფეხებით დაჰკიდა კაუჭზე). სტალინმა (მაშინ კობამ) კამოს უთხრა:
– სიმონ, საჭირო არ იყო ასეთი სადიზმი. საკმარისი იყო გაჯიუტებული ალესკეროვისთვის გეთქვა, რომ მარქსისტი ხარ ან, თუნდაც, ჩემი სახელი გეხსენებინა, რომ ის თანხას დაუყოვნებლივ ჩამოვიდოდა. შენ კი ის აწამე, შეურაცხყავი და ამით ჩვენი ორგანიზაცია დააზიანე. ეს „ნეჩაევშჩინაა“, რაც არ გამოგვადგება. ამიტომ, ახლავე უკან დაუბრუნე ალესკეროვს ფული და ჩემგან ბოდიში მოუხადე.
  კამომ არც ნეჩაევის შესახებ იცოდა და არც მაინცდამაინც მეთოდების შერჩევაზე დარდობდა, თუმცა სტალინის სიტყვა მისთვის კანონი იყო და 30 ათასი ოქროს მანეთი პირადად მიუტანა იუსუფ ალესკეროვს და კობას სიტყვებიც გადასცა. მოხდა სრულიად გაუგონარი რამ: ალესკეროვმა კობას 50 ათასი მანეთი საკუთარი ხელით მიუტანა და უსაყვედურა, რომ მისი ხელქვეითები უხეში მეთოდებით მოქმედებენ და ჩრდილს აყენებენ პატიოსან, თავდადებულ ადამიანებს. ამის შემდეგ კობამ კამოს ექსპროპრიაციებში მონაწილეობა 3 თვით აუკრძალა. ეს კი კამოსთვის, ფაქტობრივად, ხელ-ფეხის შებორკვასა და რევოლუციური მოღვაწეობის აკრძალვას ნიშნავდა. თუმცა, სამი თვის მერე სტალინმა კამო „შეიწყალა“ და საქმეში დააბრუნა, მაგრამ მანამდე თავიდან ბოლომდე წააკითხა ჯერ ნეჩაევის „რევოლუციონრის კატეხიზმო“, შემდგომ კი თავისი – „იატაკქვეშა რევოლუციონრის ქცევის წესები“ და უთხრა: კამო, ჩვენ არც ანარქისტი-ტერორისტები ვართ და არც ყაჩაღები. ჩვენ ხალხის კეთილდღეობისთვის ვიბრძვით და სანამ ძალის გამოყენებას დააპირებ, ჯერ ჭკუასა და სინდისს მოუხმე...“
  სიმართლე რომ ვთქვათ, კამო არც დიდი განათლებით გამოირჩეოდა, არც განსაკუთრებული ჰუმანურობით. მისი თვისება და შეიძლება ითქვას, პროფესია იყო შემსრულებლობა. თუმცა, ის სტალინის სრული მორჩილიც იყო და სწორედ ამიტომ გახდა გამორჩეული ადამიანი. ხოლო ალესკეროვთან დაკავშირებული ამბისა და სტალინის ნაშრომის გაცნობის შემდეგ, კამო უფრო სრულყოფილი რევოლუციონერი გახდა და მეტი სარგებლობა მოუტანა ბოლშევიკებს.
1907 წელს ლონდონში გამართულ ყრილობაზე სტალინი ლენინმა კიდევ უფრო ახლო გაიცნო და დაიახლოვა. ამის საბაბი კი ის იყო, რომ ოქტომბრის რევოლუციის მომავალი ბელადი  აღაფრთოვანა კობას ნაშრომმა რევოლუციონერი იატაკქვეშელის შესახებ. ილიჩმა კობას დიდი მოაზროვნე თეორეტიკოს-პრაქტიკოსი უწოდა, მეტიც, სწორედ ამ ყრილობაზე მოხდა კომუნისტების დაყოფა ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ლენინმა, სტალინთან ერთად, ახალი ბოლშევიკური წესდება შეიმუშავა და მთლიანად სტალინის ნაშრომზე დააფუძნა. ახალი ბოლშევიკური ფრთის წევრებს კობას ნაშრომი თვით ლენინმა წაუკითხა და ისინი ერთხმად ითხოვდნენ, რომ ეს ნამუშევარი არალეგალურ გამოცემებში დაბეჭდილიყო. თუმცა, ლენინმა თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი კობას ნაშრომს ბოლშევიკები შიდა სარგებლობისთვის შეინახავდნენ და მას ახალი რევოლუციური კადრების აღზრდას მოახმარდნენ. ასეც მოხდა, როდესაც ბოლშევიკები ახალ წევრს იღებდნენ და პრაქტიკულად წვრთნიდნენ, ამ დროს სტალინის ნაშრომით ხელმძღვანელობდნენ. სხვათა შორის, სტალინის ეს ნაშრომი მსოფლიოს მოწინავე პარტიებმა შეისისხლხორცეს და მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია...“

скачать dle 11.3