კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ მოვიქცეთ თავის ტკივილის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა. თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს.
  დაძაბულობის თავის ტკივილი – პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა დაძაბულობის თავის ტკივილია. მას მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. დაჭიმულობა, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ანდა მძიმე ტვირთის აწევით. ტკივილი, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ. ამ ტიპის თავის ტკივილი ხშირად წარმოიშობა ემოციური დაძაბულობის (შფოთვის, სტრესის, დეპრესიის) დროს. ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის ძილის უკმარისობა, კვების გამოტოვება, თამბაქო, ალკოჰოლი, ვირუსული ინფექცია. დაძაბულობის თავის ტკივილი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. გვხვდება ბავშვებთანაც. ის უმეტესად ორმხრივია და ხშირად თავიდან კისერზე ვრცელდება ან, პირიქით, კისრიდან მთელ თავზე. წესისამებრ, ყრუ ან საშუალო ინტენსივობისაა და ზოგჯერ სულ 30 წუთი გრძელდება, ზოგჯერ კი – მთელი კვირა. ზოგჯერ შესაძლოა, დაერთოს სინათლის ან ხმაურის აუტანლობა, უმადობა. გაძლიერდეს სტრესის, დაღლილობის, ხმაურის ან მკვეთრი სინათლის ფონზე, გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ღებინება და გულისრევა დაძაბულობის თავის ტკივილს არ ახასიათებს. დაძაბულობის თავის ტკივილისგან თავის დასაღწევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა ერიდოთ მის გამომწვევებს. ტკივილის დროს მოეშვით, დაისვენეთ, მსუბუქად დაიზილეთ თავი და კისერი, მიიღეთ თბილი აბაზანა, გაისეირნეთ, ივარჯიშეთ...  საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ გამაყუჩებელი. ხშირად დაძაბულობის თავის ტკივილი თავისთავად, მკურნალობის გარეშეც გაივლის.
  შაკიკი – მსოფლიოს მოსახლეობის მეათედზე მეტს შაკიკი აწუხებს. ის ქალებში სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. შაკიკი მემკვიდრეობითია და უმეტესად ბავშვობის ან მოზარდ ასაკში იჩენს თავს. შაკიკს შეტევითი, ძლიერი, მოპულსირე ან მფეთქავი თავის ტკივილი ახასიათებს, რომელიც რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ 1-2-ჯერ გამეორდეს, შესაძლოა, თვეში რამდენმეჯერმეც. ხშირად თან ახლავს გულისრევა ან ღებინება (რომელიც ტკივილს ამსუბუქებს), სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. შეტევის მიზეზად ადამიანის გენტიკური თავისებურებები მიიჩნევა. გამშვები მექანიზმის როლი შესაძლოა, შეასრულოს: კვებამ – ზოგიერთმა საკვებმა, ალკოჰოლმა, შიმშილმა (საკვების დაგვიანებით ან არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ), კოფეინის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ, გაუწყლოებამ, ძილმა (მავნებელია როგორც გამოუძინებლობა, ისე ზედმეტი ძილი); სხვა ცხოვრებისეულმა სიტუაციებმა – ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ, შორ მანძილზე მგზავრობამ, განსაკუთრებით – დროის სარტყლის შეცვლამ; გარეგანმა ფაქტორებმა – ძლიერმა ან მოციმციმე სინათლემ, მძაფრმა არომატებმა და ამინდის მკვეთრმა ცვლილებამ; ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა – ემოციურმა სტრესმა ან სტრესის შემდგომი რელაქსაციის პერიოდმა; ჰორმონულმა ფაქტორებმა – მენსტრუაციამ, ჰორმონული კონტრაცეპციის შეწყვეტამ ან ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ. შაკიკის მკურნალობის ორი გზა არსებობს: შეტევის პრევენცია და მისი შემსუბუქება. პრევენცია გულისხმობს როგორც წამლების გამოყენებას, ისე ცხოვრების წესის შეცვლას: ფიზიკურ აქტიურობას, რელაქსაციას, ნორმალური წონის მიღწევასა და შენარჩუნებას... შეტევის დროს სასურველია ბნელ და წყნარ ოთახში განმარტოება. შეტევის სამკურნალოდ რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტებს იყენებენ.
  მედიკამენტური ტკივილი – ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ – ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, კოდეინი თუ სხვა – ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა, თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად. იგივე ეფექტი აქვს კოფეინის (ყავა, ჩაი, კოფეინის შემცველი ტაბლეტები) ჭარბ მიღებასაც. ამ ტიპის თავის ტკივილის ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა მიჩვევის როლი აშკარაა. საყურადღებოა, რომ მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ტაბლეტების რაოდენობა, არამედ მიღების სიხშირე – გამაყუჩებლის კვირაში მხოლოდ 1-2 დღე მიღებისას წამლისმიერი თავის ტკივილის განვითარების ალბათობა ნაკლებია, ხოლო სამ დღეზე მეტხანს, თუნდაც მცირე დოზებით – დიდი. ერთადერთი გამოსავალია თავის ტკივილის საწინააღმდეგო წამლებზე მთლიანად უარის თქმა. უკეთესობას მალევე იგრძნობთ, თუმცა მდგომარეობის საბოლოო გამოსწორებას ზოგჯერ სამი თვეც კი სჭირდება. წამლის მიღებას ან ერთბაშად წყვეტენ, ან 2-3 კვირის განმავლობაში თანდათან ამცირებენ დოზას. ავადმყოფს ურჩევენ სითხეების (ოღონდ არა კოფეინის შემცველის) უხვად მიღებას. წამლის ერთბაშად შეწყვეტისას ვითარდება მოხსნის სინდრომი – თავის უფრო ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შფოთვა და ძილის დარღვევა, თუმცა ეს უსიამოვნებები 48 საათში, უარეს შემთხვევაში, ორიოდე კვირაში გაივლის.
скачать dle 11.3