კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მოხერხებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ერთმანეთისთვის გამრტყმელები

  ისე მოხდა, რომ გლობალურმა სამხედრო კონფლიქტებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ჯერჯერობით არავის აინტერესებს, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ან, ზოგადად, გეოპოლიტიკაში. ან კი როგორ დააინტერესებთ, როდესაც კაცობრიობა იმის მოლოდინში იყო, ესროდნენ თუ არა თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს და, ბოლოს და ბოლოს, ვისი იქნებოდა იდლიბი და აღმოჩნდა, რომ შინაპატიმრობა გამოეწერა ლამის ყველას, დასავლეთის ზოგიერთი პირველი პირის თამადობით.
  მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, თუ ერთ მდგომარეობაში დიდხანს დარჩა?! მოგეხსენებათ, ამ სამყაროში ერთადერთი არსებები ვართ, რომლებიც ყველაფერს ვეგუებით.
  ჰოდა, რაკი ვეგუებით, ამჯერად კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შიშსაც შევეგუეთ (არადა, უტყუარი ფაქტია, რომ სიკვდილს ვერსად დაემალები და ისე ციმციმ წაგაცუნცულებს, არც ერთი წამით არ დაიგვიანებს, სხვათა შორის, არც ადრე მოვა, სულაც რომ ფრთები გაშალო!). სავარაუდოდ, ამ მოტივით, გასულ კვირას ერთმა ირანულმა სამხედრო გემმა მეორე ირანულ სამხედრო გემს ესროლა (შეეშალათ), რის შედეგადაც დაიკარგა და დაიღუპა 40-მდე სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, გემის კაპიტანიც.
  მართალია, ჯერჯერობით ირანისთვის არავის სცალია და არც მისი ბირთვული პროგრამისთვის (პანდემიამდე დაიმუქრა, განვაგრძობ ჩემს ატომურ პროგრამასო), მაგრამ ზემოთქმულიდან გამომდინარე (და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირანელ სამხედროებს სამიზნე ერევათ), ჩნდება ეჭვი, რომ იმ ბირთვული იარაღის გამოცდასაც ერთმანეთზე აპირებენ.


скачать dle 11.3