კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ დაამარცხა კორონავირუსი ორი წლის ანდრიამ და რა რეაქცია ჰქონდათ ექთნებს მის გამოჯანმრთელებაზე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ინტერნეტში ორი წლის ანდრიას ფოტო გავრცელდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. საზოგადოებისთვის ეს ფაქტი იმდენად პოზიტიური აღმოჩნდა, რომ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. სურათი ანდრიას დედამ, ნანა პაპავამ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ატვირთა წარწერით: „ფოტო გადაღებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ჩემმა პატარა ბიჭმა ძალიან გულისხმიერი, გამბედავი და შრომისმოყვარე მედპერსონალის დახმარებით დაამარცხა კოვიდ-19. მინდა საჯარო მადლობა ვუთხრა მათ თავდაუზოგავი შრომისა და სითბოსთვის, რასაც ჩვენ მიმართ იჩენდნენ. თითოეული თქვენგანი ხართ გმირები…. წავიდა ჩემი პოზიტივი სახლში.“ ანდრიას ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ასევე, ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი გამოჯანმრთელდა.
  ნანა პაპავა: ვირუსი გადამედო ძმისგან, რომლის პირველი წყარო ჯერჯერობით, დაუდგენელია და ეპიდსამსახური მუშაობს ამ საკითხზე. პირველი კონტაქტიდან მეექვსე დღეს დამეწყო შემცივნება და ტემპერატურის მატება 37,4 გრადუსამდე. ძალიან ავღელდი და ნერვიულობის ფონზე, თითქოს ყველა სიმპტომმა ერთად იჩინა თავი: გამიჭირდა სუნთქვა, ამტკივდა გულმკერდი. გადავიღე კატე კვლევა და ორმხრივი პნევმონია აღმომაჩნდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, არა იმიტომ, რომ კოვიდ-ინფიცირებული აღმოვჩნდი, არამედ ოთხი დღე უსიმპტომოდ ვიარე სამსახურში, სადაც ექთნად ვმუშაობ. უამრავ ადამიანთან შეხება მქონდა. იმ დღესვე გადავედი ცხელების ცენტრში, სანამ ექიმი მეკითხებოდა ანამნეზს, სახლიდან დამირეკა მეუღლემ და მითხრა, რომ ბავშს ცრუ კრუპი დაემართა. ბავშვს პირველადი დახმარება სახლშივე აღმოუჩინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საეჭვო პაციენტი ვიყავი, გადავწყვიტე, ისიც ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში გადაეყვანათ, სადაც აუღეს PSR ტესტი, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა, ანუ ბავშვსაც კოვიდ-19 ჰქონდა.
– ემოციურად, ალბათ, რთული იქნებოდა ამ ამბის გაგება...
– ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ უარესი ის იყო, რომ პარალელურად, დაინფიცირდა ბებია, რომელიც 68 წლისაა და ანდრიას უვლიდა. თუმცა, ეს ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, სამწუხაროდ, ჩემგან დაინფიცირდა ჩემი ექვსი თანამშრომელი. უცებ საოცარ კოშმარში აღმოვჩნდი, რომელიც მეგონა, არასოდეს დასრულდებოდა. ძალიან ვნერვიულობდი და მამხნევებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ვირუსი ჩემგან გადაედოთ – ეს უდიდეს ენერგიას მმატებდა. მადლობა ღმერთს და ჩვენს ექიმებს, საბედნიეროდ, დღეს ისინი კარგად არიან.
– ბავშვს რა ფორმით ჰქონდა ვირუსი? გქონდათ კლინიკაში მასთან ყოფნის შესაძლებლობა?
– რაც შეეხება პატარა ანდრიას, ჩვენ მეორე დღესვე მოგვეცა ერთად ყოფნის უფლება და ერთად დავიწყეთ ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ. ანდრია იმხელა პოზიტივს ასხივებს, ისეთი ნიჭიერი და ყოჩაღი ბავშვია, მას კორონავირუსმა ვერაფერი დააკლო. მასთან მსუბუქად მიმდინარეობდა, პნევმონიის გარეშე, თუმცა პროტოკოლის მიხედვით, სამ დღეში ერთხელ ანალიზების კონტროლი გვიწევდა, ანუ სისხლს უღებდნენ ვენიდან. ამ ყველაფრის გამო, რა თქმა უნდა, ბავშვმა მიიღო სტრესი, მაგრამ ეს რთული პერიოდი ერთად ყოფნით გადავლახეთ. რომ არ დასტრესილიყო, ვცდილობდი, მაქსიმალურად გამერთო. პერიოდულად სამედიცინო ხელთათმანს ვაძლევდი, ნიღაბს იკეთებდა, შპრიცი ეჭირა ნემსის გარეშე და ვთამაშობდით: ის იყო ექიმი, მე – მისი პაციენტი. არ მოუწყენია, ძალიან აქტიური იყო და თავისი სიცელქით ამხიარულებდა პერსონალს.
– რა დროში დაამარცხა ანდრიამ ვირუსი?
– პროტოკოლის მიხედვით, ორ კვირაში აუღეს PSR ტესტი და უარყოფითი პასუხი მოვიდა. შემდეგ, 24 საათში კვლავ გაუმეორეს და ისიც უარყოფითი აღმოჩნდა. ისეთი ბედნიერები ვიყავით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, სამედიცინო ხელთათმანები გავბერეთ და ასე, აღვნიშნეთ მისი გამოჯანმრთელება. მინდოდა, ფანჯარა გამომეღო და ბოლო ხმაზე მეყვირა: ჩემმა შვილმა ეს შეძლო, დაამარცხა ახალი ვირუსი-მეთქი. ცეკვა რომ დავამთავრეთ, გავვარდი ექთნებთან და მათ ვეუბნებოდი: ანდრია უარყოფითია, ანდრია გამოჯანმრთელდა-მეთქი. მათი პირველი რეაქცია ის იყო, რომ ბავშვი გაიყვანეს დერეფანში და ჩაეხუტნენ, ეს საოცარი მომენტი და განცდა იყო – შრომა დაუფასდათ, ისინი ხომ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.
– ანდრია მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს?
– ასაკთან შედარებით, ანდრია ძალიან გონიერი ბავშვია, მან კარგად გააცნობიერა, რომ გარეთ უნდა გასულიყო. ავუხსენი, რომ მამიკოს ნახავდა. მე ჯერ კიდევ ინფიცირებული ვიყავი და კლინიკას მასთან ერთად ვერ დავტოვებდი. უარყოფითი პასუხის მოსვლიდან მეორე დღეს დადგა ჩემი და ანდრიას ცალ-ცალკე ყოფნის დრო, დამემშვიდობა, ლოყაზე მაკოცა, მითხრა: დედა, მიყვარხარო. როცა მიხვდა, პალატიდან მარტო გაიყვანეს, ცოტა იტირა, მეც მალე გამოვბრუნდი, რომ ეს საშინელი ემოცია დიდხანს არ გაგრძლებულიყო. ახლა ანდრია ძალიან კარგად გრძნობს თავს, ისევ ისეთი აქტიური და ბედნიერია სახლში ყოფნით. პატარა ანდრიას გასაჯაროების მიზანი, პირველ რიგში, ჩემი მადლიერების გამოხტვაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაგვეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში, ასევე, მინდა იმ ადამიანების გამხნევება, ვინც ამ ვირუსთან ბრძოლაშია: თქვენ ამას შეძლებთ, იმიტომ რომ ჩემმა ორი წლის ბიჭმა შეძლო, აუცილებლად თქვენც გამოგივათ იმიტომ, რომ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი, ჰუმანური და მშრომელი მედ-პერსონალი. სამწუხაროდ, ვირუსი არ არის მითი, ის ნამდვილად არსებობს, ჩვენს შორისაა, თან რომ ვერ წარმოვიდგენთ, ისე ახლოს.
– თქვენ რა დრო დაგჭირდათ გამოჯანმრთელებისთვის და როგორ გრძნობენ თავს თქვენი ოჯახის წევრები?
– 25 დღე ვიმყოფებოდი კლინიკაში. პროტოკოლის მიხედვით, მეთოთხმეტე დღეს გადამოწმდა ჩემი PSR ტესტი, რომელიც დადებითი მოვიდა. 25 დღის განმავლობაში ორჯერ მოვიდა ვირუსზე დადებითი პასუხი. ზუსტად 25-ე დღეს მომივიდა პირველი უარყოფითი პასუხი. ამ ხნის განმავლობაში პირველი ხუთი დღე მქონდა კრიტიკულად ემოციური ფონი, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ადვილად დაღლა, სისუსტე. მკურნალობის დაწყებიდან მეექვსე დღეს კლინიკურად კარგად გავხდი. 23-მე დღეს ანდრიას ბებოც გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის ამ ეტაპზე კვლავ განაგრძობს მკურნალობას.

скачать dle 11.3