კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ არ მიიღო თამრი ბზიავამ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება და უშლის თუ არა მას ხელს ქეთი დოლიძის შვილობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი თამრი ბზიავა, ისევე როგორც ყველა, ცდილობს სახლში გატარებული დრო პრაქტიკულად გამოიყენოს და საკუთარ თავსა თუ ოჯახის წევრებს მოწყენის საშუალება არ მისცეს.
  თამრი ბზიავა: ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, იზოლაციას ვერ ვუძლებ-მეთქი. სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ტვინი იმდენად გადარია, ვფიქრობ, რაც ხდება, ეს შემთხვევითი არ არის. მჯერა, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და სავარაუდოდ, სამყაროში ბევრი რამ შეიცვლება. ამაზე, ალბათ, თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, ძალიან ვწუხვარ ამდენი ადამიანის დაღუპვის გამო. თითქოს ბუნებამ ბუმერანგივით მოგვიბრუნა ჩვენივე ქმედებები და გაგვაფრთხილა, რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება. დღეს სოციალური ქსელის წყალობით, დღეები იმდენად სწრაფად გადის უკან მოხედვასაც კი ვერ ვასწრებთ. ვცდილობ, ენერგია დავხარჯო, ვკითხულობ, ბევრს ვცეკვავ და გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავდივარ. ქეთის გამო უფრო ვნერვიულობ, მისი ასაკიდან გამომდინარე, თორემ „ვაიმე დედა, ეს რა დაგვემართა“ განწყობით ოჯახში არ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სულ სახლში ვარ, ბევრი დრო არ მრჩება უსაქმოდ. საჭმელების კეთებაც კი დავიწყე (იცინის).
– ბევრი აღნიშნავს, რომ ჩაკეტილი სივრცე, მუდმივად სახლში ყოფნა და დაძაბული გარემო, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტებსა და ცოტა აგრესიულ მდგომარეობას იწევს...
– გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისედაც „გიჟების“ ოჯახი ვართ, მსგავსი პრობლემა არ შეგვქმნია (იცინის). გუშინ ჩემმა ძმამ აღნიშნა, საკმაოდ კარგად ვუმკლავდებით ამ ვითარებას, არანორმალურების ოჯახი ვართ და ამ გაგანია კარანტინში, პირიქით, დავმშვიდდითო. რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ქეთი ძალიან მშვიდადაა. ეს ბოლო პერიოდი, რაც თეატრიდან წამოვიდა, საქართველოს სხვადასხვა თეატრი დგამს სპექტაკლებს. ასევე, მიწვეულია დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ამ ბოლო დროს სახლში უფრო მეტ დროს ატარებს. ასე რომ, მისთვის დიდად არ შეცვლილა მდგომარეობა. ჩემი ძმა უმეტეს დროს წერას უთმობს – სცენარზე მუშაობს. რა თქმა უნდა, ვითარების გამო ყველა ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საინტერესო გეგმები მქონდა და ახლაც მაქვს. სამწუხაროდ, დედამიწა დროებით შეჩერებულია. ვნახოთ, რა იქნება. ამ პერიოდში ძალიან ბევრ მონატრებულ კინოკლასიკას გადავავლე თვალი. კიდევ ერთხელ ისეთი საინტერესო ფილმები ვნახე, რომელთა დავიწყებაც ნამდვილად არ შეიძლება.
– ქალბატონი ქეთის ემოციური მდგომარეობა მაინტერესებს, რადგან ასაკობრივად რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება და შესაძლოა, ცოტა მეტს ნერვიულობს.
– ქალბატონი ქეთი საკმაოდ მშვიდად უყურებს ამ საკითხს. უფრო მეტად მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნერვიულობს, ვიდრე საკუთარ თავზე. მით უმეტეს, ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებში. მოსახდენი მაინც მოხდება – ასეთი მიდგომა გვაქვს ოჯახში და რაც მთავარია, გვჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს. საზოგადოება ქეთის კარგად არ იცნობს. ყველას ჰგონია, რომ ძალიან ბობოქარი, ბრაზიანი და ნერვიულია (იცინის). რეალურად კი, საოცრად მხიარულია და ჩემი აზრით, ზედმეტად პირდაპირიც კი. ხანდახან ვეუბნები, დედა, დიპლომატია გაკლია-მეთქი, ამის გამო ხშირად ვკამათობთ. ყველაზე მეტად ვერ იტანს უსამართლობას. ექვსი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და მამა ზრდიდა, ამიტომ საკმაოდ მამაცი ქალია. საოცარი იუმორი აქვს და გიჟდება სიცილზე. საერთო ჯამში, ქეთი ძალიან თანამედროვე დედაა, არასდროს არაფერს გვიკრძალავს და გვენდობა. როგორც ბებიას, ჩემი ძმისშვილი, ლუკა საკმაოდ გათამამებული ჰყავს, ხშირად ვჩხუბობთ ამ საკითხზე. ერთი სიტყვით, მამაჩემიც და დედაჩემიც საკმაოდ თავისუფლად გვზრდიდნენ. თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავდა, რომ ყველაფრის უფლება გვქონდა. მამა 30 წელი პოლონეთში ცხოვრობდა. იმ პერიოდში პოლონეთი სოციალისტური სახელმწიფოებიდან ყველაზე თავისუფალ ქვეყნად ითვლებოდა. ეს, რა თქმა უნდა, აისახა მის პიროვნულ თვისებებზე. არცერთი მშობელი არ ერეოდა ჩვენს პირად ცხოვრებაში, თექვსმეტი წლიდან აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არანაირი აკრძალვა არ მქონდა, თავზეხელაღებულად არასდროს მიცხოვრია.
– ქალბატონ ქეთის აქვს ნათქვამი, ჩემი შვილი დაიჩაგრა, როგორც მსახიობიო. რამდენად ეთანხმებით და რა იგულისხმება ამაში?
– ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ ჩემი საქმით, მაგრამ ბოლო დროს, მსახიობობის გარდა, კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს. არასდროს მდომებია პოპულარობა საქართველოს ფარგლებში. ძალიან მარტივად შემეძლო ამის მიღწევა, მაგრამ რაღაც მხრივ, არც ახლა მაკლია პოპულარობა. საქართველოში პოპულარობა ჩემთვის დიდად არაფერს ნიშნავს. აქ შეიძლება, პოპულარული ისედაც გახდე. მით უმეტეს, სოციალური ქსელების ეპოქაში ვცხოვრობთ. დღეს, ის, ვინც მართლა ხარისხიან და გემოვნებიან პროდუქტს ქმნის, უმეტესად ჩრდილშია, ხოლო ვინც ნაკლებ ხარისხიანს – ყველაზე მეტად ხმაურობს. სამწუხაროდ, პროვინციალიზმმა წალეკა საქართველო. აქ, რასაკვირელია, არ ვგულისხობ გეოგრაფიულ მდებარეობას, ადამიანის შინაგან თუ გონებრივ პროვინციალიზმზე მაქვს საუბარი. დღეს რაც უფრო უგემოვნოდ აკეთებ შენს საქმეს, რატომღაც, მით მეტი პოპულარობით სარგებლობ.
– ზოგადად პოპულარობა არ გინდათ თუ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით? საქართველოს ფარგლებს გარეთაც სწავლობდით და გინდოდათ, თქვენი წარმატება იქაურობასთან დაგეკავშირებინათ?
– კი. მე ვთვლი, რომ პროფესიაში ძალიან გამიმართლა. გენიალურ რეჟისორებთან მომიწია მუშაობა. სულ რაღაც სამი თვის წინ ვიმუშავე მსოფლიოში ცნობილ თეატრის რეჟისორთან ანდრი ჟოლდაკთან. მის სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა. თუმცა, ჩემი პროფესია საკმაოდ სასტიკია და მიმაჩნია, რომ 95 პროცენტი მხოლოდ გამართლებაა. დიახ, ბავშვობიდან ჩემი მიზანი ამ ქვეყნიდან წასვლა და საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა იყო. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მიზანს მივაღწიე. ზენიტში ვარ-მეთქი არ ვამბობ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. 2006 წელს, ანდრი ჟოლდაკის გარდა, მქონდა ბედნიერება, მემუშავა ევროპის ერთ-ერთ გამოჩენილ რეჟისორ მიხაილ მარმარინოსთან, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების უმეტეს ნაწილზე. იმავე წელს დაიდგა მონოსპექტაკლი „კაბის დღიური“, რომელიც ინგლისურ ენაზე შევასრულე ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში. პიესის ავტორია თამარ ბართაია, რეჟისორი – ბრიტანელი ჰილარი ვუდი, „ვებერ დაგლასის“ აკადემიის ყოფილი პროფესორი (ის ასწავლიდა ისეთ ცნობილ „ჰოლივუდის“ მსახიობებს, როგორებიც არიან: ევა გრინი, ჯულია ორმონდი, რუპერტ ფრენდი, ტომ მაისონი და მინი დრაივერი. 2008 წელს სპექტაკლი დაიდგა ლონდონის რივერსაიდ სტუდიოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელოვნებო სივრცეა. 2009 წელს კი იგივე სპექტაკლი წავიღეთ ედინბურგის ფესტივალზე, სადაც ოთხი ვარსკვლავით დავჯილდოვდი ცნობილი შოტლანდიელი თეატრალური კრიტიკოსის, ჯოის მაკ მილანის მიერ. არასდროს მისარგებლია იმით, რომ საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილი ვიყავი. ყველაფერი ყოველთვის ბუნებრივად ხდებოდა.
– ზოგადად, ქეთი დოლიძის შვილობა ხელისშემშლელი ფაქტორია თუ პირიქით?
– რა თქმა უნდა, ასეთ დროს მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, თუმცა, მე და ჩემი ოჯახი ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას ლაპარაკობს ხალხი ჩვენზე, უბრალოდ, ამის დრო აღარ გვრჩება (იცინის). ვცდილობთ, ჩვენი საყვარელი საქმით ვიყოთ დაკავებული. ვფიქრობ, როგორც არტისტმა, საინტერესო გამოცდილება დავაგროვე, მაგრამ ვთვლი, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ჩემი თავით კმაყოფილი თითქმის არასდროს ვარ. მსახიობის ნამუშევარი ხომ თვითონ წარმოაჩენს ყველაფერს. როდესაც ცნობილი ადამიანის შვილი ხარ, ისედაც ხელის გულზე დევს შენი ცხოვრება.
– რა ხდება ამ დროს პირად ცხოვრებაში და ასეთი ოჯახის შვილობას თუ მოუხდენია მასზე გავლენა?
– რაც შეეხება პირად ურთიერთობაზე გავლენას, მხოლოდ რამდენიმე ხუმრობა მახსენდება. ერთი ჩემი მეგობარი ბიჭი სულ ამბობდა, ეს რა „სელებრითი“ მყავს გვერდითო ან ჩემთან სტუმრად სანამ მოვიდოდა, „სიკოს ოთახზე ნაკლებში არ შევალო“ (იცინის). ამაზე ბევრს ვიცინოდით. ჩემი აზრით, ნებისმიერი წყვილის ცხოვრება გაცილებით ჰარმონიული და საინტერესოა მაშინ თუ ისინი საკუთარი საქმით კმაყოფილნი და წარმატებულნი არიან. ასეთი მეორე ნახევრის პოვნა კი ცალკე სირთულეა, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს. თუმცა, რა თქმა უნდა, სერიოზული ურთიერთობებიც მქონია.
– ქორწინებამდე არასდროს მისულა ურთიერთობა?
– შეიძლება, მისულა კიდეც, მაგრამ ჩემი არჩევანი მაშინ სხვანაირი იყო, რადგან 16 წლის ვიყავი. ჩემთვის ეს ნაბიჯი თვითმიზანი არასდროს ყოფილა
– ახლა რას ფიქრობთ?
– ახლა უკვე დიდი გოგო ვარ (იცინის). ვერ ვიტან საქართველოში გავრცელებულ საყვარელ შეკითხვას: „რას შვები, აღარ თხოვდები?“ ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე ღრმა პროვინციალიზმი. არასოდეს უთქვამთ ჩემთვის ჩემს მშობლებს ან ძმას, შენი გათხოვების დროაო. ეს ჩვენს სახლში წარმოუდგენელი აბსურდია. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ზოგადად, საქართველოში ძალიან ბევრი კლიშე არსებობს. გათხოვება ვალდებულებას არ უნდა ჰგავდეს. ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. თუ ძალიან შემიყვარდება ვინმე და მივხდები, რომ ის ჩემი ცხოვრების მეგზურია, რასაკვირველია, ამ ნაბიჯს გადავდგამ. ასეთ რამეს წინასწარ ვერ დაგეგმავ.

скачать dle 11.3