კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა საბოლოო მიზანს ემსახურება კორონავირუსი, რას ნიშნავს უკანასკნელი თაობა და რა დანიშნულება აქვს მას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი გასტონ ბეკერი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ადამიანისთვის ბუნების მიერ გამოგზავნილი წამალია. პროფესორი ბეკერი ამბობს: „პანდემია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მთელ ხალხს“. სამედიცინო ასპექტში კი პანდემია ძლიერი ეპიდემიაა, რომელიც ვრცელდება ქვეყნების, კონტინენტების ტერიტორიებზე, ანუ მოიცავს მთელ მსოფლიოს. ესაა ეპიდემიის გავრცელების უმაღლესი ხარისხი, რომლის სამკურნალო წამალიც არ არსებობს. ჩემი აზრით, კორონავირუსის პანდემია თავადაა წამალი, სამკურნალო საშუალება, რათა ადამიანები განიკურნონ, გათავისუფლდნენ საკუთარი ეგოიზმისგან. რა არის ეგოიზმი? ეგოიზმი რაც შეიძლება, მეტი სიამოვნების მიღებაა სხვის ხარჯზე, იქნება ეს ადამიანთან თუ ბუნებასთან მიმართებაში, ანუ საკუთარი ეგოისტური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ადამიანი ვნებს როგორც სხვა ადამიანს („ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ“ – –ადამიანი ადამიანისთვის მგელია“), ასევე ბუნებას. აბინძურებს, აჩანაგებს, ლახავს, არღვევს ბუნების ჰარმონიას. რა არის ბუნება? ბუნება არის გონიერი მატერია, ცოცხალი, ინტეგრალური სისტემა. მასში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ადამიანს ამ სისტემაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია და როგორც კი ადამიანი, ეგოისტური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ამ ჰარმონიის დარღვევას იწყებს, ბუნება, ანუ სამყაროს ეს უმაღლესი გონი მყისვე რეაგირებს ამ დისბალანსზე და დამრღვევს მიუთითებს სტაბილურობისა და გონიერებისკენ. მითითების ფორმებია ბუნებრივი კატაკლიზმები – წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემიები. ამჟამად კი ეს კორონავირუსის პანდემიაა და მითითება და წამალი ერთბაშად... როგორც ვთქვით, ყველა ადამიანური უბედურება ეგოიზმის გამოვლინებაა და ბუნების ჰარმონიის დარღვევა კი – კოლექტიური ეგოიზმის გამოვლინება... რა ხდება ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად? რა ხდება და ეგოისტების (ადამიანების) ერთმანეთისგან დაშორიშორება. როდესაც ეგოისტებს (ადამიანებს) ერთად შეკრების საშუალება აკრძალული აქვთ, ისინი ვერც კოლექტიურ ეგოიზმს ჩაიდენენ და ბუნების ჰარმონიასაც ვერ დაარღვევენ. ფაქტი სახეზეა – შეწყდა ომები და ნგრევა, ჰაერი გაიწმინდა, ეკოლოგია სრულ ჰარმონიას იბრუნებს და სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. იზოლაციაში დარჩენილი ადამიანი კი მკურნალობის მეორე ეტაპზე (პირველი ეტაპი, როგორც აღვნიშნე, ერთმანეთისგან იზორლაციაა) გადადის. ამ მეორე ეტაპს ეკრანი ეწოდება, ანუ – იზოლირებულ ადამიანს, რომელსაც ეგოიზმის გამოვლინების საშუალება მკვეთრად შეზღუდული აქვს, შესაძლებლობა ეძლევა, მშვიდად გაიაზროს თავისი ქმედებები და როგორც ეკრანზე, ისე დაინახოს ყველაფერი. მიხვდეს, რომ ბუნების ჰარმონიის დარღვევა კატასტროფასთან მიიყვანს და ერთი მხრივ, შეწყვიტოს ეს მავნებლობა, მეორე მხრივ კი, უკვე სწორად გადაწყვიტოს, თუ ვის დაუახლოვდეს. მესამე ეტაპს კი – დაახლოების ეტაპი ეწოდება, ანუ, ის პერიოდი, როდესაც სწორად გააზრების შემდეგ ყალიბდება ახალი ურთიერთობები და ხორციელდება ადამიანების იმგვარი დაახლოება, რომელიც ბუნების ჰარმონიას არ დაარღვევს. ადამიანისთვის ბუნებაში ჰარმონიული შერწყმა ეგოიზმისგან გათავისუფლებაა, იდეალური სიყვარული, რაც სხვებისთვის ცხოვრებასა და ღვაწლს ნიშნავს. ამჟამად, მსოფლიო პანდემიის პირობებში აქტუალურია ფორმულა: თუ გიყვარს, მისგან განცალკევდი, დაშორდი... პრაქტიკულ ასპექტში კი ეს ნიშნავს – საყვარელი ადამიანი რომ არ დააინფიცირო, მისგან დისტანცია დაიცავი... ბუნებამ, მსოფლიო გონმა გამოგვიგზავნა ეს ფორმულაც ვირუსთან ერთად და კაცობრიობას უწევს ამ მწარე აბის მიღება, რომ განიკურნოს...
  ბუნებას, უმაღლეს გონს აქვს პირდაპირი, საბოლოო ჩანაფიქრი, რაც საწყისშივეა ჩადებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნება ინტეგრალური, მთლიანი, უსასრულოდ მცირე ნაწილაკების ერთობლიობა უნდა გახდეს. ჩვენ ამჟამინდელი მსოფლიო საზოგადოება, „უკანასკნელი თაობა“ ვართ, ანუ იმ ერაში მცხოვრები, ვისაც ბუნება აუცილებლად მოიყვანს თავისთან ჰარმონიაში და ეს მოხდება ნებისმიერი საშუალებით. იმავე ბუნება, უმაღლესი გონი, გაძლევს საშუალებას, შანსს, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ, უფრო სწორად კი, რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგებით განახორციელო. ჩემი სიტყვების მოსაზრების პრაქტიკული დასტური ისაა, რომ ადამიანებს გლობალურობის განცდა გაუჩნდათ და მსოფლიო მეტად გლობალური გახდა. ანუ – კოლექციურ ეგოიზმს ცვლის კოლექტიური მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებასთან ჰარმონიაში მიგვიყვანს და იმ პირველსაწყისთან, იმ მთლიანობასთან, რისთვისაც შეიქმნა ბუნება, რისკენაც მიისწრაფვის და რაცაა ბუნება... გაიგებს? გაიაზრებს? შეისისხლხორცებს ამას ადამიანი, ხომ კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ახალი პანდემიები, მიწისძვრები და სხვა კატაკლიზმები, რათა ადამიანისა და ბუნების ჰარმონია შედგეს...“

скачать dle 11.3