კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ იძია შური თავის კურატორზე მილიციის აგენტმა ქალმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დორა
  დორა ბერიძე, 33 წლის ულამაზესი თბილისელი მეძავი მილიციასთან იყო შეკრული. მას ბინძურ საქმეებს აკეთებინებდნენ. ბერიძე ნარკომანიც გახადეს – ის მორფინზე იყო დამოკიდებული. დორა მილიციის სამძებროს მაიორის, 40 წლის ვასო ჯინჭარაძის ბინძურ დავალებებს ასრულებდა. ბერიძე წარსულში ტანმოვარჯიშე იყო და საქართველოს ნაკრებშიც გამოდიოდა. თუმცა 15 წლის ასაკში დაობლდა. მას დედ-მამა საავტომობილო კატასტროფაში დაეღუპა. შემდეგ ის ცნობილმა ბანდიტმა დიტო ჯახუამ, მეტსახელად „მეხმა“ მოიყვანა ცოლად. მაგრამ ჯახუა სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ინკასატორზე თავდასხმის დროს ლენინგრადში მოკლეს და გოგონა დაქვრივდა. 16 წლის დორას მილიცია ხშირად აკითხავდა და სწორედ ამ დროს გაიცნო ის ვასო ჯინჭარაძემ. ის სექსუალურად ძალადობდა გოგონაზე, ნარკოტიკსაც შეაჩვია და ისე დააშინა, რომ ათას ბინძურ საქმეს აკეთებინებდა. მილიციელი გოგონას აიძულებდა, სქესობრივი კავშირი დაემყარებინა ფულიან ხალხთან, შემდეგ კი მათთვის ბინასა და მანქანაში ნარკოტიკი ან იარაღი ჩაედო. ჯინჭარაძე კი ამ ადამიანებს იჭერდა და გათავისუფლების სანაცვლოდ ფულს სძალავდა. ორწლიანი ასეთი „თანამშრომლობის“ შემდეგ ჯინჭარაძე ექვსი თვით მოსკოვში, „მურში“ გაგზავნეს სტაჟირებაზე, ხოლო თბილისში რომ დაბრუნდა, დორას უკვე პატარა ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც სულ რაღაც, 2 კვირის იყო და ლენა დაარქვა.
  ერთი წლის განმავლობაში დორას არც წამალი გაუკეთებია და არც ბინძურ საქმეებში გარეულა, რადგან ჩვილის მოვლით იყო დაკავებული. ერთი წლის შემდეგ კი ჯინჭარაძემ აიძულა, კვლავ მასზე ემუშავა და დორაც ძველ საქმიანობას შეუდგა...
ბობოლას საქმე
  მას მერე, რაც ჯინჭარაძემ დორა ბერიძე აიძულა, ბინძური საქმიანობა განეახლებინა, 16 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში დორას სილამაზით მოხიბლულ არაერთ ფულიან მამაკაცს გამოსძალა საკმაოდ მსხვილი თანხა ვასო ჯინჭარაძემ და იმდენი ფული იშოვა, რომ თბილისის ცენტრში სამი ბინა იყიდა და ორი პრესტიჟული ავტომობილი. თუმცა, მილიონერი მარტოხელა იყო, ცოლ-შვილი არ ჰყავდა და არც აპირებდა დაოჯახებას. ჯინჭარაძეს მაიორობა ახალი მიღებული ჰქონდა, როდესაც დორა დაიბარა და უთხრა:
– 17 წლის ნოდარ ჩხეიძე ცნობილი „ცეხავიკის“ ერთადერთი ვაჟიშვილია. მამამისს იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე შენს თავზე თმაა. შენი ამოცანაა ამ ბიჭის დათრევა, ლოგინში ჩაწვენა და რაც მთავარია, წამალზე შესმა. შემდეგ კი საქმეში მე ჩავერთვები და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვიცითო...
  დორა მაიორს დაეთანხმა და მისი დავალების შესრულება დაიწყო. ნოდარ ჩხეიძის მოხიბვლა და ლოგინში ჩაწვენა არ გასჭირვებია. თუმცა, ორი კვირის მერე მაიორთან მივიდა და უთხრა:
– არ შემიძლია ამ ბავშვის გაფუჭება. ის ასეთი ნორჩი და მიამიტია, თანაც დედისერთა, რომ მისი ცოდვა არ მომასვენებს. მეც ხომ იმის ტოლი შვილი მყავს და ღმერთი არ მაპატიებს. მოდი, სხვა საქმე მომეცი.
მაგრამ ჯინჭარაძე ამ საქმიდან დიდ „მაყუთს“ ელოდებოდა და სულ ფეხებზე ეკიდა ბიჭის დედისერთობა და სინორჩე. ამიტომ დორას უთხრა:
– ახლა გაგახსენდა ღმერთი, შე ჩათლახო? იცოდე, ისე მოიქეცი, როგორც მე გეუბნები, თორემ განანებ.
– არა! – მტკიცედ თქვა ქალმა და დააყოლა, – თუ გინდა, მომკალი, მაგრამ ამას ვერ ვიზამ.
სახლში დაბრუნებულ დორას ლენა შინ არ დახვდა. გამწარებულს მილიციაში უნდოდა წასვლა, როდესაც მას ჯინჭარაძემ დაურეკა და უთხრა:
– შენი ნაბიჭვარი ჩემთანაა და თუ გინდა, საღსალამათი დაგიბრუნო, ჩემი ბრძანება შეასრულე. არ გაბედო ჩემი ჩაშვება, თორემ შენს ნაბიჭვარს ვეღარასდროს იხილავო.
დორამ უხმოდ დაკიდა ყურმილი და ჩაფიქრდა.
შურისძიება
შემდგომ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. დორა ნოდარ ჩხეიძის მამას – კოტე ჩხეიძეს შეხვდა, ყველაფერი მოუყვა და დახმარება სთხოვა. რადგან ქალმა შვილი ნარკომანობას გადაურჩინა, იატაკქვეშა მილიონერი შეჰპირდა, რომ მილიციის ბინძურ მაიორს ჭკუას ასწავლიდა. ჩხეიძემ „გალავარეზ“ კრიმინალებს ფული გადაუხადა და მაიორი მოატაცებინა. შემდგომ ის ფეხებით დაკიდეს და ათქმევინეს, თუ სად მალავდა გატაცებულ ლენას. აღმოჩნდა, რომ დორას არასრულწლოვანი ქალიშვილი ვაკეში, მაიორის ერთ-ერთ ბინაში იყო დამწყვდეული და ჩხეიძის ხალხმა ლენა დედას მიუყვანეს. გოგონას თქმით, მაიორმა ის რამდენიმეჯერ გააუპატიურა, თან მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ამ ფაქტს გაამჟღავნებდა. ნაწამები მაიორი ისევ პირქვე ეკიდა. გამწარებული დორა მას მიუბრუნდა და უთხრა:
– ნაძირალავ! ღმერთმა დაგვსაჯა ორივე. ლენა შენი შვილია და გიმალავდი. არ მინდოდა, რომ მასთან შეხება გქონოდა.
ჯინჭარაძეს რაღაც ყმუილის მსგავსი აღმოხდა, მაგრამ დორამ ბასრი ხანჯალი მოიმარჯვა, რომლითაც მაიორს აწამებდნენ და მთელი ძალით დაარტყა.
  დორამ მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო და სიცოცხლე 34 წლის ასაკში დაასრულა. ამ სცენების შემწრე ლენას ფსიქიკა შეერყა. კოტე ჩხეიძემ გოგონას მდგომარეობიდან გამოსაყვანად და გამოსაჯანმრთელებლად დიდი ფული და დრო დახარჯა.

скачать dle 11.3