კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ უნდოდა გიორგი მესამეს სომეხთა ძველი დედაქალაქის, დვინის აღება და რის გამო სურდა მას შურისძიება

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დიდი საქართველოს მესვეურებმა დავით აღმაშენებლის დროიდან დაიწყეს არმენთა ისტორიული მიწების შემოერთება. სომხების სახელმწიფო აღარ არსებობდა, მაჰმადიანთაგან იყვნენ დაპყრობილები. ჩვენი წინაპრები სომხურ მიწებს პირდაპირ უერთებდნენ ჩვენს სახელმწიფოს, ყოველგვარი ავტონომიური უფლებების გარეშე. თუ სხვა ხალხების ტერიტორიების დამორჩილების შემდეგ მათ მფლობელებს ყმობის, ვასალობის პირობას ართმევდნენ, საქართველოსადმი ლოიალურობაზე აფიცებდნენ და ხარკს სჯერდებოდნენ, სომხურ ტერიტორიებზე ამას არ აკეთებდნენ. სომხურ მიწას იკავებდნენ, სომეხთა მაჰმადიან, ქურთს თუ თურქ მმართველებს აძევებდნენ და ადგილობრივ სომხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად აქცევდნენ. ეს არმენებს ძალიან აწყობდათ, მათ აღარავინ დაჩაგრავდა, განსახვავებით სხვა ქვეყნებისგან.
  ეს სომხებზე ზრუნვაც იყო და საკუთრი სამხედრო რესურსების გაზრდის სურვილიც. საქართველოსთვის შემოერთებულ სომხურ ტერიტორიებზე იქმნებოდა რაზმები, რომლებიც ქართულ ლაშქართან ერთად იბრძოდნენ მაჰმადიანი დამპყრობლების წინააღმდეგ. არაერთი სომეხი აზნაური დაწინაურდა საქართველოს სამეფო კარზე და საკმაო პატივით ეპყრობოდნენ მათ. არ სთხოვდნენ აღმსარებლობის შეცვლას, თუმცა, ზოგიერთი მართლმადიდებელი ხდებოდა კიდეც.
  შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი მეზობელი სომხების გადარჩენაში ჩვენს წინაპრებს საკმაო წვლილი აქვთ.
  დავით აღმაშენებელმა ანისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები შემოუერთა საქართველოს. დავითის ძეს, მეფე დიმიტრის მუდმივი ბრძოლები უწევდა უცხოელებთან. დიდი პრობლემები ჰქონდა სამეფო კარზეც. ამ ვითარებების გამო, იძულებული გახდა, ანისი ყმადნაფიცობის პირობით დაებრუნებინა ძველი მმართველების დინასტიისთვის.
  გამეფებიდან მალე მეფე დიმიტრის წინააღმდეგ შეთქმულება მომზადდა. სომეხი მემატიანის, ვარდანის ცნობით, 1130 წელს მეფის შეპყრობას აპირებდნენ. მეფემ ეს შეიტყო და დაატყვევა მოთავენი. მაგრამ, შემდეგ ერთ-ერთი შეთქმულისთვის, ივანე აბულეთის ძისთვის, მიუცია შანსი, გაელაშქრა სომხეთში და ბრძოლებით გამოესწორებინა თავისი დანაშაული.
  თვითონ დემეტრე მეფე იმ ლაშქრობაში არ მონაწილეობდა. მეფეები ყველა ლაშქრობაში არ მონაწილეობდნენ. არც აღნიშნული ლაშქრობა ყოფილა განსაკუთრებული მნიშვნელობის, უფრო მაჰმადიანთაგან დაპყრობილი ტერიტორიის რბევას ჰგავს. არც მთელი ჩვენი ჯარი ახლდა ივანე აბულეთის ძეს. მხოლოდ მონაპირე ლაშქარი იყო გადასული მოსაზღვრე სომხეთში, იქ გაბატონებული მაჰმადიანების დასარბევად. ივანე აბულეთის ძემ მოარბია გარნისის მიდამოები ერევანთან და სომხეთის ძველ დედაქალაქთან, დვინთან ახლოს. თუმცა, ვარდანის სიტყვით, ბოლოს ივანე აბულეთის ძე დამარცხებულა მაჰმადიანი ამირ კურდის მიერ. ვარდანის ცნობას ადასტურებს არაბი ალ-ფარიკიც. მისი ცნობით, ივანე აბულეთის ძის დამმარცხებელი ყოფილა აჰდაბიანების ოჯახიდან, რომელიც ძველ სომხურ ქალაქებს, ბითლისს, არზანს და დვინს ფლობდა მაშინ. მათი სახლეული ქრისტიანების დიდი სიძულვილით გამოირჩეოდა.
  ვარდანის თქმით, ივანე აბულეთის ძის დამარცხების მერე სომეხთა დამპყრობლებმა ისეთი რამ გააკეთეს, რაც იმ დროს, შეიძლება, მათი მხრიდან გამონაკლისი არ იყო, მაგრამ, უკეთური ქმედება გახლდათ. ამირას ბრძანებით, თავები დააჭრეს ბრძოლის ველზე დაღუპულ ქართველ მეომრებს, მოხარშეს, თავის ქალები გამოაცალკევეს, გადაიტანეს ქალაქ დვინში და უმთავრესი მეჩეთის მინარეთზე გამოფინეს.
ასეთი რამე ჩვენი წინაპრებისთვის, ქრისტიანი ქართველებისთვის წარმოუდგენელი დანაშაული გახლდათ. ქართველები არც გაიფიქრებდნენ, ეკლესიის სამრეკლოზე, ბრძოლაში დახოცილი მტრის თავის ქალები გამოეფინათ. მიცვალებულის შეურაცხყოფა, თუნდაც მტრისა, დიდი ცოდვაა.
რა თქმა უნდა, ამ ბარბაროსობის შესახებ ინფორმაციამ საქართველოს სამეფო კარამდე მოაღწია. ჩვენები შურისძიებისთვის ემზადებოდნენ და შესაბამის ვითარებას ელოდნენ.
  1161 წელს გიორგი მესამემ, სომხების თხოვნით, კვლავ აიღო ანისი. ამას არ შეეგუა შაჰ-არმენი, სომეხთა მიწების მაჰმადიანი მფლობელი. მოიმხრო მეზობელი მაჰმადიანური სამთავროების მმართველები – სირიის, დიარბექირის, ალჯაზირას და ჰიჯაზელი მბრძანებლები და დიდი კოალიციით გამოემართა ქართველების წინააღმდეგ. ალ-ფარიკის ცნობით, კოალიციაში შევიდნენ მარდინის მფლობელი, ილ-ღაზის შვილიშვილი ნაჯმ ად-დინ ალბი, არზრუმელი იზზ ად-დინ სალთუკი, არზან-ბითლისელი ფახრ-ად-დინ დავლათ შაჰი და აგრეთვე, ყარსისა და სურმარის ამირა. თუმცა, შემდეგ, არზრუმის ამირა განუდგა მათ.
  ჩვენმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა მომხვდურები და გააქცია. ბევრი ტყვედ აიყვანეს.
მეფე გიორგის გზა გაეხსნა დანარჩენი სომხური მიწების შემოსაერთებლად. დადგა დრო, შური ეძიათ ქართველი მეომრების შეურაცხყოფის გამო. დაძრა ჩვენმა ხელმწიფემ ქართველთა ჯარი დვინისკენ.
  ქალაქ დვინთან ქართულ ჯარს შეებრძოლა მაჰმადიანთა ლაშქარი. ჩვენმა წინაპრებმა სასტიკად დაამარცხეს სომეხთა დამპყრობლები. სომეხი ისტორიკოსი, მათე ურჰაელი მოგვითხრობს: „(1162-1163) წელს სახელოვანი ქალაქი დვინი აღებულ იქმნა ქართველთა მეფის გიორგის მიერ. იგი უცხო თესლთა უკუქცეულს ლაშქარს, რომელიც ქალაქითგან მის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსული იყო, კვალ-და-კვალ მიჰყვა, ლტოლვილნი დახოცა და ხოლო გადარჩენილთ, რომელთაც პირი ქალაქისაკენ იბრუნეს, მისდია და ჯარითურთ ქალაქის კარითგან ძალით შიგ ქალაქში შეიჭრა. (ქართველებმა) ყველანი უწყალოდ ამოხოცეს, დაატყვევეს და მათი მოსახლეობა აიკლეს და დიდის იავარითა და ნატყვენავით თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ“.
  სხვა სომეხი ისტორიკოსი, ვარდანი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ქართულ ჯარს დვინელი სომხებისთვის არაფერი დაუშავებია.
არაბი მემატიანე იბნ ალასირი წერს: „557 (ჰიჯრით, ანუ 1162 ) წელს თვეს შაბანს (ივლის-აგვისტო) დიდძალი ქართველობა შეიყარა და მუსულმანთა ქვეყანაში შეიჭრა და ადარბაგანში ქალაქ დვინისკენ გაემგზავრა. ქართველთა მხედრობამ გაცარცვა იგი და 10 000-მდე მოქალაქე და ამ სანახების მცხოვრები მოჰკლა, მრავალი ტყვე ქალი და კაცი წაასხა“.
  ჩვენმა წინაპრებმა შური იძიეს და დაიხსნენ ქართველი მეომრების თავის ქალები. ალ-ფარიკი წერს: „(1162) წლის შაბანში ქართველთა ლაშქარმა, რომლის რაოდენობა 30 000-ს აღწევდა, ხელთ იგდო დვინი. ქართველებმა რევანში აიღეს აჰდაბიანებზე გარნისთან (1131 წ.) მარცხის გამო, დაწვეს დვინის მეჩეთები, დაანგრიეს ის მინარეთი, რომელზედაც ელაგა ქართველ მეომართა თავის ქალები და ისინი პატივით გადმოასვენეს ტიფლისში“.
იმდენი ტყვე წამოიყვანეს, რომ ტფილისში ტყვეთა ფასი ძალიან დაცემულა.
  დაღუპვიდან 30 წლის მერე დიდი პატივით დაკრძალეს სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი გმირების წმინდა თავის ქალები საქართველოში.

скачать dle 11.3