კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ჩემი ძმის ცოლის მოთხოვნები და საქციელი ყელში ამომივიდა


  სულ ვოცნებობდი, როდის მოიყვანდა ჩემი ძმა ცოლს, რომ დასავით მყოლოდა, მამიდა გავმხდარიყავი და ჩვენს ოჯახში სიახლე და სიხარული შემოსულიყო. თუმცა, ახლა ისეთი დაძაბული სიტუაციაა, ნეტავ სულ არ დაოჯახებულიყო. ჩემი დაქალები სულ მეუბნებოდნენ, გათხოვდი, სანამ შენი ძმა ცოლს მოიყვანს, თორემ მერე იტყვი, რაც ოჯახში რძალი შემოგვივიდა, მას მერე აღარ მინდა სახლში შესვლაო, მაგრამ შენს წუწუნს აღარ მოვუსმენთო. სულ ვეწინააღმდეგებოდი, ვეუბნებოდი: ნეტავ დროზე მოიყვანოს ცოლი, დებივით ვიქნებით, ყველგან ერთად ვივლით, რის გამო არ უნდა მომინდეს სახლში მისვლა-მეთქი. თუმცა, ახლა ვხვდები, როგორი მართლები ყოფილან. მოკლედ, ჩემმა ძმამ ერთი წლის წინ მოიყვანა ცოლი და ისეთი უჟმური და თავაწეული გოგოა, გადაგვრია. სახლში არაფერს აკეთებს, არც ჩვენი აზრი აინტერესებს და სულ იმაზე ფიქრობს, ქმართან ერთად სად გაერთოს, რა ჩაიცვას და დაიხუროს. არადა, ჩემმა ძმამ სამსახური დაკარგა, დროებით უმუშევარია, არც მე ვმუშაობ და დედ-მამას უწევთ ჩვენი რჩენა. საჭმელ-სასმელს რომ თავი დავანებოთ, ათასი ხარჯია ოჯახში, ჩემი რძალი კი, თუ რამე ახალს ნახავს, ეგრევე ყიდვა უნდა. არც ოჯახის ბიუჯეტი ანაღვლებს და არც შემოსავალ-გასავალი. ჩემი ძმაც მიადგება ხოლმე უტიფრად მშობლებს და ეუბნება: ნატა მინდა გავახარო, რაღაც ვუყიდო და ფული მჭირდებაო. თავიდან დედა და მამა ხმას არ იღებდნენ. მე ხომ, საერთოდ, უენო და უთქმელი ვარ, მაგრამ ისე ამოგვიყვანა ყელში, უკვე დაუფარავად გამოვხატავთ აგრესიას. ხომ შეიძლება, ცოტა ხანს გადადო რამის ყიდვა, სადმე წასვლა ან გართობა? სულ იმას ამბობს: ახალ გათხოვილს მინდა აქეთ-იქით სიარული და ჩაცმა, თორემ შვილი რომ მეყოლება, ისედაც სახლში ჩავჯდებიო. მეტი არ არის ჩემი მტერი, ეს სახლში დაჯდეს. იმ ბავშვსაც ჩვენ მოგვიგდებს გასაზრდელად და ისევ ისე იტრაშუნებს. ამას წინათ, ფეხსაცმლის ყიდვა მინდოდა, ვთხოვე გამყევი-მეთქი და ცხვირი დაუშვა: მე რომ წამოვიდე, რა? ტყუილად უნდა დავიღალო, შენს ძმას ფული არ აქვს, რომ გამოვართვა და რამე ვიყიდოო. რაღა უნდა მეთქვა? მივხვდი, შურით გასკდა, მე რომ უნდა მეყიდა და მას არა. მოკლედ, არც არსად მომყვება და ვხვდები, ოჯახის წევრებს თავს გვარიდებს. ოჯახმა გადავწყვიტეთ, ზაფხულში ერთად დაგვესვენა მთაში. მოიმიზეზა: მე ვერ წამოვალ, მთა არ მიყვარს, პასიური დასვენება და მარტო ჰაერის ყლაპვა, რაღაცნაირად, დეპრესიაში მაგდებს, ზღვა მირჩევნიაო. რახან ახალი რძალი იყო, არ აწყენინეს, მისცეს ფული, გაუშვეს ის და ჩემი ძმა ზღვაზე და ჩვენ კი დავრჩით თბილისში. ესეც ვერ დაინახა. ამას წინათ, ჩემი ყურით გავიგონე, ჩემს ძმას ეუბნებოდა: ან ეს სახლი გავყიდოთ, ან ბანკიდან სესხი გამოვიტანოთ და ჩვენ ცალკე ვიყიდოთ ბინა და გადავიდეთო. იმას არ ფიქრობს, ვინ გადაიხდის იმ სესხს, ან ეს ბინა რა სიმწრით აქვს მამას ნაყიდი და გარემონტებული. მოკლედ, მისთვის უკვე ყველაფერი მენანება. მისი ქარაფშუტა ხასიათი რომ ვიცი, რაც ამდენი ხანი დედამ და მამამ აგროვა, ყველაფერს დაყიდის, დაანიავებს და ჩემს ძმას ქუჩაში დატოვებს. რომ ჰკითხოთ, უმაღლესი წითელ დიპლომზე დაამთავრა და მისნაირი ნიჭიერი და ნაკითხი დედამიწაზე არავინ დადის. არადა, სადაც მივიდა გასაუბრებაზე, ყველაგან უარით გამოისტუმრეს. ჩემი ძმა კი დაიწყებს სამსახურს და არც დედ-მამა მოგვაკლებს არაფერს, მაგრამ ასეთი რძლის ხელში მართლა არ ვიცი, რა გვეშველება. ასეთი უყაირათო და ქარაფშუტა გოგოს მნახველი არ ვარ. მეც მინდა გართობა და გავლა-გამოვლა, მეც ავყვებოდი ჩემს რძალს, გადავიდოდი ჩაცმა-დახურვა-გართობაზე და არ გავიხედავდი წინ, მაგრამ ვხვდები, რა სიტუაციაა ირგვლივ, როგორ წვალობენ ჩემები, რომ შეგვინახონ და არაფერი მოგვაკლონ და ამიტომ, ვფიქრობ და ვიქცევი ასე. არ მესმის, ჩემს ძმას რა მოეწონა ამ გოგოში, რით მოიხიბლა და რა დაინახა. არც სილამაზით არის გამორჩეული, არც განათლებით და არც მეოჯახეობით. თუმცა, ფაქტია, ასეთებს უმართლებთ.
ანი, 24 წლის.
скачать dle 11.3