კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ბედის კორექციით შეგვიძლია, საკუთარ ბედ-იღბალში ცვლილებები შევიტანოთ

  ყველა ადამიანს აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში. ცნობისმოყვარეობა ადამიანის თვისებაა და ისიც საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას პრიმიტიული გზით ცდილობს, მაგალითად, მკითხავთან ვიზიტით, ყავაში ჩახედვით, კარტის გაშლითა და უამრავი სხვა მეთოდით.
  ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ადამიანის ბედი წინასწარ სადღაც იწერება და, რაც უნდა მოინდომოს, საკუთარ ბედისწერას ვერავინ შეცვლის, მოსახდენი აუცილებლად მოხდება და შუბლზე დაწერილ ბედისწერას კაცი ვერ ასცდება. ბუნებაში, მით უმეტეს, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას. ბევრი მაგალითი არსებობს, როცა პიროვნების ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ წარიმართა. ის, ვისაც არაფერი აკლდა და თავი უბედნიერესი ეგონა, მიუსაფარი და უბედური შეიქნა, ხოლო ღატაკი არნახული სიმდიდრის პატრონი გახდა. ამიტომაც ამბობენ, არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებსო. ზოგადად, მომავლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობს და არიან ადამიანები, რომელთაც ამ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლიათ.
  რაც შეეხება ბედს, მისი შეცვლა არა, მაგრამ კორექცია ხდება. ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები და ეს ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება. თუმცა, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით. ასტროლოგიაში, არსებობს ტერმინი – ინგრამა. ეს არის სიტყვა, გარკვეული ემოციითა და გამიზნულად წარმოთქმული. მას ადამიანის, ეგრეთ წოდებული, ძველი პროგრამის, კოდის, შესაბამისად, ბედისწერის შეცვლა შეუძლია.
  ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი შესაძლოა, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას წინ ვერავინ აღუდგება. იმ რელიგიებში, სულის რამდენჯერმე მოსვლას რომ ქადაგებენ, ნათქვამია: შეიძლება, შენი ახლანდელი საქმიანობისა და ქცევის შედეგი სხვა ცხოვრებაში მიიღოო. ამიტომ, გირჩევთ, თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ადამიანს არ უმართლებდა, უიღბლოს იმიჯი ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, ძალები სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ. თუ არ გიმართლებთ კონკრეტულ საქმიანობაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. რომ ჩააცივდე ერთ საქმეს, არ გიმართლებდეს და იძახო, ბედი არ მწყალობსო, ამით არაფერი გამოვა. უნდა დაფიქრდე, შეიცვალო სფერო და გაგიმართლებს. პროფესია თქვენი კარმის მიხედვით უნდა აირჩიოთ. ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, იღბალიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედის შეცვლა-კორექტირებას ვერ ახერხებენ და მოწიფულ ასაკშიც განვითარების იმავე დონეზე რჩებიან, რომელზეც გარდატეხის ასაკში იყვნენ.
скачать dle 11.3