კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ანტიეპიდემიოლოგიური სამსახური საქართველოში ბერიას ძალისხმევით დაარსდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია თითქმის არასდროს მოქმედებდა სპონტანურად და ყოველ თავის საქციელს ღრმად იაზრებდა, მის კარიერაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მან შეცდომა დაუშვა, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა... ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვილენ სილანტიევი წერს: „ლავრენტი ბერია, ძირითადად, გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი იყო და თითქმის არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მას ნერვებმაც უმტყუნა, ობიექტურობამაც და ეს ადამიანებს სიცოცხლის ფასი დაუჯდათ... ასეთი მომენტები იყო ევგენი მიქელაძესთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, სანდრო ახმეტელთან და გიორგი ელიავასთან დაკავშირებით. თუკი ცნობილი დირიჟორის, მწერლისა და რეჟისორის ტრაგიკული ისტორიები ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილია, ქართველი მეცნიერის ამბავი არ გახმაურებულა. სწორედ მიკრობიოლოგი გიორგი ელიავა იყო ის ადამიანი, რომელიც 45 წლის ასაკში ემსხვერპლა ინტრიგებს და მიუხედავად ბერიასთან ახლო ნაცნობობისა, მაინც ვერ გადაურჩა სიკვდილს... ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე იხსენებდა: „გიორგი ელიავა, ისევე როგორც მამაჩემი დავით ჩხეიძე (მწერალი დია ჩიანელი), 1937 წელს უმიზეზოდ დახვრიტეს. მამაც და ბატონი გიორგიც მედროვე კარიერისტების ინტრიგებს შეეწირნენ. ბერიამ კი ამ ყველაფერს ხელი არ თუ ვერ შეუშალა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. თუმცა ბერია კარგად იცნობდა გიორგი ელიავას. ბატონ გიორგისთან მეგობრობდა მამაც და მახსოვს, პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც მამა აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ბატონ გიორგი ელიავაზე. ადამიანზე, რომელმაც რამდენიმე ეპიდემია ერთდროულად დაამარცხა საქართველოში და ბერიამ ეს შესანიშნავად უწყოდა...“
  ლავრენტი ბერიამ არა მარტო შესანიშნავად უწყოდა გიორგი ელიავას შესახებ, არამედ მას ძალიან კარგად იცნობდა და სწორედ მას დააარსებინა 1934 წელს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. ხოლო 1936 წელს კი ბერიას დიდი მხარდაჭერით დაარსდა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისში და დირექტორად გიორგი ელიავა დაინიშნა. ბერიას ყოფილი თანაშემწე ბუდუ ელიავა ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ მე და ბატონი გიორგი ელიავა ერთი გვარის ვიყავით, არც ნათესაური და არც გეოგრაფიული კავშირი არ გვქონია. ბატონი გიორგი საჩხერეში იყო დაბადებული, მე კი – სენაკში. ლავრენტი ბერიამ გიორგი ელიავა ჯერ კიდევ 1927 წელს გაიცნო. ბატონი გიორგი მაშინ თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას განაგებდა, ბერია კი საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. მე მაშინაც ბერიას თანაშემწე ვიყავი. ლავრენტი პავლოვიჩის ბრძანებით, ელიავასთან მივედი და ვთხოვე, რომ ჩვენთან მოსულიყო და თანამშრომლებისთვის ლექცია წაეკითხა ჰიგიენაზე, რაც მან სიამოვნებით გააკეთა. ლექციას ლავრენტი ბერიაც დაესწრო და სწორედ მაშინ გაიცნეს მათ ერთმანეთი. მოგვიანებით კი, როდესაც საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის საშიშროება დადგა, ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ გიორგი ელიავას უხმო და ელიავამ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას. შავ ჭირთან ბრძოლის კამპანიას თავად ჩაუდგა სათავეში და 1933 წელს ეპიდემია საწყისშივე მოსპო. შემდეგ წელს კი ბერიამ მას შავ ჭირთან მებრძოლი სადგური გაახსნევინა და კარგადაც დაფინანსა...“
  მეოცე საუკუნის 30-იანი წლები საქართველოში სხვადასხვა ინფექციის წარმოშობის პერიოდი იყო, მაგრამ მათ განვითარება ვერ ჰპოვეს. ბერიასა და გიორგი ელიავას ძალისხმევით, ისინი საწყისშივე ჩაკლეს და ეპიდემიებად ვერ გადაიქცნენ... მარტო 1936 წელს საქართველოში მალარიის, შავი ჭირისა და წითელას რამდენიმე შემთხვევა ერთდროულად რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. ბერიას დაუყოვნებლივ მიუვიდა ინფორმაცია და მანაც შინაგან საქმეთა კომისარიატს სასწრაფო რეაგირება დაავალა. ანუ „ჩეკისტებს“ უნდა გაერკვიათ ამ ფაქტების (დაავადებების) წარმოშობისა და გავრცელების საკითხები. ელიავას კი ბერიამ ამ დაავადებებთან საბრძოლველი სასწრაფო ზომების მიღება სთხოვა... „ჩეკისტებმა“ სამ დღეში დააპატიმრეს თურქული წარმოშობის ფრანგი აგენტი, რომელმაც აღიარა, რომ ეპიდემიის გავრცელება სურდა და ეს ვირუსები სწორედ მან შემოიტანა. თუმცა მან იქვე ისიც თქვა, რომ ინდივიდუალურად მოქმედებდა და არა ვინმეს (იგულისხმება სახელმწიფო) დავალებით. აგენტი დაკითხვის დროს დაიღუპა და დანაშაულის ჯაჭვიც ამაზე გაწყდა. გიორგი ელიავამ და მისმა ჯგუფმა კი 16 დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად აღკვეთეს ეპიდემიების საშიშროება, რითაც ლავრენტი ბერიას მადლობა და ჯილდოები დაიმსახურეს. ამის მერე გიორგი ელიავას კარიერამ სწრაფი აღმავლობა დაიწყო. მეცნიერს ბერია სწყალობდა და მფარველობდა, აფინანსებდა მას და იმ პერიოდში საქართველო ეპიდემიის კუთხით ყოვლად უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული. მაშინ, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ქოლერა და შავი ჭირი მძვინვარებდა, საქართველოში, ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში იყო. ბერიამ ელიავას შესახებ სტალინს მოახესენა და ლენინის ორდენზეც კი წარადგინა, თუმცა 1937 წლის იანვარში, ელიავა ჯერ დააპატიმრეს, შემდგომ კი საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში დასდეს ბრალი. 10 ივლისს კი ცოლთან ერთად დახვრიტეს. მოგვიანებით, ბერიას თანაშემწე ყვებოდა, რომ ლავრენტი ბერია ნანობდა გიორგი ელიავას დახვრეტას და უთქვამს: მედროვეებმა შემაცდინეს, მაგრამ ისინიც მას მიჰყვნენო.“

скачать dle 11.3