კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ექიმის რჩევები

კითხვა: კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს გამოიწვევს თუ არა ბრინჯი მის მატებას?
პასუხი: მაღალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის დროს შეგიძლიათ მიიღოთ მოხარშული ბრინჯი.
კითხვა: ვარ 26 წლის. ბოლო 2 თვეა, მაწუხებს ბუასილი და შეკრულობა. დილაობით, კვირაში 3-4-ჯერ ვჭამ „ჰერკულესს“ თაფლით. დღის განმავლობაში კი – იოგურტსაც. მაინტერესებს, ეს პროდუქტები თუ იწვევს შეკრულობას?
პასუხი: არა, ეს პროდუქტები ყაბზობას არ იწვევს, პირიქით, თუ პროდუქტები ხარისხიანია, ასტიმულირებს კიდეც ნაწლავების მოქმედებას.
კითხვა: მაწუხებს მკერდი, კონკრეტულად ძუძუს თავები, უფრო – საღამოს. თითქოს, უეცრად მტკივდება ან მეწვის და მაქვს ქავილი, მარცხენა უფრო მაწუხებს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: შესაძლოა, ჩივილი უკავშირდებოდეს თეთრეულს. ჩაიცვით ბუნებრივი ქსოვილის ბიუსტჰალტერი და გამოიყენეთ არაალერგიული სარეცხი საშუალება. თუ კანის სიმშრალეს შეატყობთ, სარძევე ჯირკვალზე შეგიძლიათ წაისვათ ამ მიდამოსთვის განკუთვნილი ჰიპოალერგიული, დამატენიანებელი კრემი. თუ რჩევები საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ მამოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: მაინტერესებს გულის რითმი უცებ რომ აჩქარდება და მერე უცებ მშვიდდება რისი ბრალია?
პასუხი: ეს არითმიის გარბენს ჰგავს, უნდა მოხდეს არითმიის ტიპის დადგენა. ამისთვის შესაძლოა, ჰოლტერის მონიტორინგი დაგჭირდეთ. თუმცა, ვერც მოხდეს არითმიის დაჭერა. მიმართეთ კარდიოლოგს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გამორიცხვის მიზნით, არ არის გამორიცხული, ენდოკრინოლოგის დახმარებაც დაგჭირდეთ.
კითხვა: ერთი კვირის წინ ბავშვი შემეძინა, მყავს ძუძუზე. მაინტერესებს, რა მეჭმევა ამ დროს, რომ ბავშვს არ აწყინოს და კუჭი არ აუშალოს?
პასუხი: მეძუძური ქალის რაციონი ზომიერი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ცილოვან ნივთიერებებს. ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ნადუღი, რძე, მაწონი), აუცილებელია მცენარეულიც (ლობიო, ბარდა, კარტოფილი), მაგრამ ზომიერი ოდენობით. მეძუძურმა ქალმა დღეში 4-5-ჯერ უნდა ჭამოს. დღის პირველ ნახევარში (საუზმე, სადილი) კალორიული საკვები უნდა მიირთვას, მეორე ნახევარში კი – შედარებით მსუბუქი. ნავახშმევს სასურველია მაწვნის მიღება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3