კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა გართულებებს იწვევს გლანდები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქრონიკული ტონზილიტის დროს ღიზიანდება არა მარტო ხახის ლორწოვანი გარსი, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას შეიძლება, შეიქმნას მეტად მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო მდგომარეობა. თირკმლები, გული, სახსრები – ეს „სამიზნე ორგანოების“ არასრული ჩამონათვალია. თავად დაავადების გამწვავება კი იწვევს – ანგინას, ნუშურების მიმდებარე ქსოვილის აბსცესს, თანმხლები 40 გრადუსამდე ტემპერატურით და ჭამა-სმის შეუძლებლობას.
20 წლის შემდეგ ნუშურა ჯირკვლები თავდაცვით ფუნქციას ვეღარ ასრულებენ, ამიტომ მათზე „უარის თქმა“ გაცილებით ადვილია. თუ შესაძლებლობა გაქვთ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ხშირად იაროთ კლინიკაში და გამოირეცხოთ ნუშურა ჯირკვლები, მოიცილოთ დეტრიტის ნალექი (საკვების ნაწილაკები, მიკრობული მასები და სხვა). თუმცა, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ქრონიკულ ინფექციასთან საბრძოლველად არ არსებობს ოპერაციაზე უკეთესი მეთოდი.
როგორ ამოვიცნოთ მწვავე ტონზილიტი. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
* ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. ზოგჯერ ეს ტკივილი ძალიან ძლიერია და შეიძლება, 48 საათზე მეტხანს გაგრძელდეს;
* გადაცემითი ტკივილი შეიძლება, აღინიშნოს ყურის არეში;
* ცხელება – საკმაოდ მაღალი ტემპერატურით;
* ყლაპვის გაძნელება;
* თავის ტკივილი;
* სუნთქვის გაძნელება;
* გაძლიერებული ნერწყვდენა;
* ხვრინვა;
* ხმის შეცვლა;
* პატარა ბავშვებში აღინიშნება მუცლის ტკივილი;
* გამონადენი ცხვირიდან ან ცხვირის „გაჭედვა“;
* ხველა;
* ცემინება;
* გადიდებულია ლიმფური ჯირკვლები და პაციენტს აღენიშნება სასის ტონზილების შეშუპება, ასევე, ჩირქოვანი ნადები ტონზილების ზედაპირზე.
ტონზილექტომიის შესაძლო გართულებების გარდა, რომლებსაც მიეკუთვნება: სისხლდენა, ინფექცია, ქსოვილების დაზიანება, შესაძლოა სხვა შორეული შედეგების განვითარება, კერძოდ:
* ადგილობრივი უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება;
* ჰუმორული იმუნური პასუხის შესუსტება;
* სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი;
* ალერგიული ბრონქოსპაზმები (ბრონქული ასთმა), მათ შორის, ინფექციურ-ალერგიული ბუნების.
ტონზილიტი მიეკუთვნება ისეთ დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც ადამიანის ორგანოებსა და სისტემებზე სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. გარდა იმისა, რომ დაავადებამ შესაძლოა, ქრონიკული ფორმა მიიღოს, არ არის გამორიცხული, გახდეს ისეთი პათოლოგიების მიზეზი, როგორიცაა:
* გულის მუშაობის დარღვევა;
* ტკივილი გულის არეში;
* გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები;
* თირკმელების დაზიანება;
* რევმატიზმი;
* სახსრების ფუნქციის მოშლა და ასე შემდეგ.
თუ კონსერვატიული მკურნალობა საშუალებას იძლევა, სასურველია, ბავშვებს 5-6 წლამდე მაინც დავუტოვოთ ნუშურები, მაგრამ როცა გართულება აშკარაა, ოპერაცია რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს.
მათი ამოჭრის შემდეგ აუცილებელია გარკვეული რეჟიმის დაცვა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სახლში ყოფნა და ყელის მიდამოში ანტისეპტიკური ხსნარების გამოვლება. უმრავლეს შემთხვევაში, შეუძლოდ ყოფნის, სწრაფად დაღლის შეგრძნებები, ანგინები და ჯირკვლების მიმდებარე ადგილების დაავადებები ქრება.
скачать dle 11.3