კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მართლაც ხვდება თუ არა უფალი ჩვენს ყოველგვარ ჩანაფიქრს და რით დასტურდება ეს?
პასუხი: უფალმა, რა თქმა უნდა, იცის ჩვენი ყოველი იდუმალი განზრახვა და ეს ჩვენი სინდისით დასტურდება. როდესაც ადამიანი სიკეთეს აკეთებს, სიხარული და სიმშვიდე ეუფლება, ხოლო ცუდი და უკეთური საქმის ჩადენის შემდეგ, სინდისის ქენჯნას გრძნობს და ნაღველი იპყრობს.
კითხვა: რატომ არ არის მიღებული მართლმადიდებელ ტაძრებში წირვა-ლოცვის დროს მუსიკალური თანხლება, ისე, როგორც კათოლიკურშია?
პასუხი: დიახ, მართლმადიდებლურ ტაძრებში ლოცვისას მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლება, ეს იქნება ორღანი თუ სხვა, აკრძალულია, რადგანაც ეს ხელს უშლის მორწმუნეთა ლოცვით განწყობილებას და ღვთისმსახურებაში ჩართულ ამგვარი საკონცერტო და საერო ხასიათის მელოდიებს მლოცველი მიჰყავს მეოცნებეობისკენ, რასაც ლოცვის დროს უნდა მოერიდოს. მორწმუნე მთელი გულისყურით უნდა უსმენდეს ღვთისმსახურებას.
კითხვა: მორწმუნეებისგან გამიგონია, ამა თუ იმ ადამიანზე უთქვამთ, ხიბლშიაო. რას ნიშნავს ხიბლში ყოფნა და არის თუ არა ეს ცოდვა?
პასუხი: ხიბლში მეტ-ნაკლებად ყოველი ადამიანი ვარდება თავისი უძლური ბუნებით. ხიბლში ყოფნა ცოდვაა და ქრისტიანი ამ მდგომარეობას უნდა ერიდოს. მაგალითად, საკმარისია გაიფიქრო, რა კარგად ვთქვი, რა კარგი საქმე გავაკეთე, რომ უკვე ხიბლში იმყოფები. ასევე, ხიბლში ხარ, თუ შეიფერებ შექებას. ზოგადად, წმიდა მამები ხიბლის ორ სახეს არჩევენ: პირველი არის, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ხედავს უფალს, ღვთისმშობელს, წმიდანებს, მას თავი ასეთი ხილვების ღირსად მიაჩნია. მეორე კი, როდესაც ადამიანს საკუთარი თავი განსაკუთრებული სულიერების მქონე ჰგონია. ის ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი მორწმუნეა, გამორჩეული პიროვნებაა და ასე შემდეგ. ხიბლის ნებისმიერი მდგომარეობა დამღუპველია ადამიანისთვის. ის ეყრდნობა იმავე ცოდვას, რამაც დაღუპა უპირველესი ანგელოზი. ამიტომ ადამიანი უნდა მოერიდოს ასეთ განცდებს და გამოფხიზლდეს.
კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება, თუკი ჩვენს ოჯახში არსებულ ძვირფას ხატს გავყიდით?
პასუხი: ამის თაობაზე აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ როდესაც ადამიანს უჭირს, მას ამ დროს უფრო სჭირდება უფლის დახმარება და რწმენაში გაძლიერება, რაშიც ხატები გვეხმარებიან. ყოველი განსაცდელისგან დახსნა ისევ უფლის ნებით ხდება, ამიტომ უმჯობესია, იმ ხატის წინ ილოცოთ და ღმერთს შესთხოვოთ შემწეობა.
კითხვა: ამბობენ, რომ სახლში გველის მოკვლა ცუდის მანიშნებელია ოჯახისთვის. ეს ქრისტიანული შეხედულებაა?
პასუხი: ეს შეხედულება ცრურწმენაა და არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს ოჯახის კეთილდღეობასთან.
скачать dle 11.3