კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№20 გვმართებს, ბრძოლა წარვმართოთ დაუცხრომლად და მხნედ

  თუკი გსურს, რაც შეიძლება, სწრაფად და ადვილად სძლიო მტრებს, გმართებს, ძმაო ჩემო, დაუცხრომლად და მხნედ წარმართო ბრძოლა თითოეულ ვნებასთან. განსაკუთრებით და უპირატესად უნდა შეებრძოლო თავისმოყვარებას, ანუ უგუნურ სიყვარულს საკუთარი თავისა, რაც თვითმაამებლობითა და საკუთარი თავის დაზოგვით გამოიხატება: – იმიტომ, რომ ის არის საფუძველი და სათავე ყველა ვნებისა და მისი დაცხრომა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ნებაყოფლობითი თავის მოძულებით. სიხარულით უნდა შეხვდეთ ყველა მწუხარებას, დანაკარგს, ცილისწამებას, შევიწროებას ამ სოფლისა და საეროთაგან. საკუთარი თავისადმი ასეთი შეუბრალებელი დამოკიდებულების მხედველობიდან გაშვება იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩვენი სულიერი წარუმატებლობის, გამარჯვების, გაძნელების, მოკლების, არასრულყოფილებისა და მერყეობის მიზეზი.
  უსარგებლო არ იქნება, იცოდე, თუ რისთვის სჭირდება უფალს ჩვენი ასეთი საბრძოლო მდგომარეობაში დატოვება.
  აი, რისთვის ხდება ეს: როგორც ძველად, ღმერთს, ისრაელი ერის აღთქმულ მიწაზე შეყვანისას, იქ მცხოვრები ყველა ხალხის ერთბაშად მოსრვა არ უბრძანებია, არამედ დატოვა ადგილზე ისრაელისადმი მტრულად განწყობილი ხუთი უცხო ტომი – ჯერ ერთი იმისთვის, რომ გამოეცადა, მტკიცედ სწამს, თუ არა ღმერთი მის რჩეულ ხალხს და ერთგულად იცავს თუ არა მის მცნებებს და მეორე, იმიტომ, რომ ესწავლებინა თავისი ხალხისთვის ბრძოლის წარმართვის ხელოვნება (მსაჯ. 2.21,-23; 3,,1-2).
  ასევე, აღმოუფხვრელად ტოვებს ვნებებს ჩვენში, რომ გვებრძოლონ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იმავე მიზნით, რათა გამოსცადოს ჩვენი მისდამი სიყვარული და მისი ნებისადმი მორჩილება, გვასწავლოს სულიერი ბრძოლა. ამის შესახებ გადმოგვცემს ნეტარი თეოდორიტე: „ღმერთი, – ამბობს იგი,– ამას იქმს იმიტომ:
ა) რომ არ მივეცეთ უზრუნველობასა და დაუდევრობას, არამედ მღვიძარენი, მოსწრაფენი და ყურადღებიანნი ვიყოთ;
ბ) რომ არ დავივიწყოთ ჩვენზე მუდამ განმზადებული თავდასხმა, მოულოდნელად არ ვიქნეთ გარშემორტყმულნი მტრებითა და ძლეულნი ვნებებით;
გ) რომ შეწევნისთვის ყოველთვის ღმერთს მივმართავდეთ და მასთან ვეძიებდეთ ხსნასა და სასოებას;
დ) რომ არ ვამპარტავნებდეთ და მდაბლად ვიზრახოთ საკუთარ თავზე;
ე) რომ ვისწავლოთ, გულით მოვიძულოთ მტრები და ვნებები, რომლებიც დაუღალავად გვესხმიან თავს;
ვ) რომ გამოვიცდებოდეთ, ერთგულად ვიმარხავთ თუ არა ღმერთის გადმოცემას, სიყვარულსა და რწმენას;
ზ) რომ ზედმიწევნით ავასრულოთ მისი მცნებები და არ გარდავხდეთ უმნიშვნელო მცნებასაც კი;
თ) რომ საქმით შევიცნოთ, თუ რაოდენ დიდად ფასობს სათნოება, არ დაუტეოთ ის და ცოდვით არ დავეცეთ;
ი) რომ უწყვეტი ბრძოლა შეგვაძლებინებს, მოვიპოვოთ სულ უფრო დიდი გვირგვინი;
კ) რომ ვადიდოთ ღმერთი, ხოლო ცოდვა და ეშმაკი ვარცხვინოთ მოთმინებით;
ლ) რომ შევიძინოთ ბრძოლის ჩვევები მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, რათა არ შეგვეშინდეს მისი სიკვდილის ჟამს, რადგანაც ის ყველაზე სასტიკი ბრძოლაა ჩვენ წინააღმდეგ.
  ამგვარად, რადგანაც მუდმივად ვართ გარემოცულნი ურიცხვი მტრით, რომელთაც უკიდურესად ვძულვართ, მათგან არ უნდა ველოდეთ არც მშვიდობას, არც ზავს, არც შეწყვეტას ან გადადებას ბრძოლისას, არამედ ნიადაგ გვმართებს მზადყოფნა ბრძოლისთვის და მყისვე მხნედ ჩავებათ მასში, როგორც კი გამოგვიწვევენ მტრები, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დასაბამიდან არ გაგვეღო შინაგანი კარი და არ შეგვეშვა მტრები და ვნებები შიგნით – სულსა და გულში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე გაიკვალეს გზა, არ უნდა მივცეთ უზრუნველობას, არამედ უნდა შევიარაღდეთ მათ წინააღმდეგ, რომ განვაგდოთ ჩვენგან. ისინი ურცხვნი და ჯიუტნი არიან და არ გავლენ, თუ არ განვაგდებთ ბრძოლით.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
скачать dle 11.3