კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა თვისებებით იქნებიან გამორჩეულები ბოლო ჟამის ადამიანები და რატომ იქცევიან ქრისტიანები სხვების დასანახად არასწორად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  რა არის ეგოიზმი, როგორ ვებრძოლოთ მას – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე არსებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სახარებაში ორ ადგილას წერია ეგოიზმის შესახებ. მაცხოვარი თავად ამბობს: ვინც შეიყვაროს სული თვისი, მან წარიწყმიდოს იგი. პავლე მოციქული კი ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში ბრძანებს: უკანასკნელი ჟამის დროს ადამიანები იქნებიან თავისმოყვარე, ვერცხლისმოყვარე, ლაღი, თავმოთნე, ამპარტავანი, მამა-დედის ურჩი, უღირსი და უსიყვარულო. პირველ საუკუნეშივე მოციქულები აფრთხილებდნენ ადამიანებს; გაფრთხილდით, ბოლო ჟამიო, ასე იყო ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან და მეორედ მოსვლამდე სულ ბოლო ჟამი იქნება. მაგრამ კონკრეტული ბოლო ჟამი შეიძლება, უკვე დაიწყო, ისეთი მოვლენები ხდება მთელ მსოფლიოში. პავლე მოციქული როგორც ამბობს, სწორედ ასეთები გახდნენ ადამიანები. წმიდა მამები, მაქსიმე აღმსარებელი და ნიკიტა სიფატი, ბრძანებენ: ეგოიზი არის მოყვარება საკუთარი სხეულის, ვნება სხეულის მიმართ, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე კომფორტით ფიქრობს, არ მარხულობს, სულ საკუთარ თავზე აქვს გადატანილი ყურადღება და არავისზე არ ფიქრობს, საკუთარი თავის გარდა. ეს არის დედა ყველა ვნების, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ სხვაზე უკეთესია და ყველა მას უნდა ეფერებოდეს, აქებდეს, ადიდებდეს, ვერ იტანს უყრადღებობას, მხილებას, სხვა ადამიანებს უყურებს ზემოდან და შეაგონებს. სხვებზე ამბობს: რა ცუდი ადამიანები არიან, როგორ აცვიათ, როგორ დადიან, როგორ იქცევიან... ასეთი ადამიანი სიყვარულს არასწორად ხედავს, მას სიყვარული ჰგონია, როცა ის უყვართ. გსმენიათ: არავის აღარ ვუყვარვარ, არავინ მკითხულობს, არ მომწერა, არ მომაქცია ყურადღებაო. თუ ასეთ რამეს ფიქრობ, შენ თვითონ მოიკითხე, შენ თვითონ მისწერე. სხვა ადამიანებს აჩვენე; რა არის სიყვარული, სხვა ადამიანების მსახურება. ძე კაცისა იმისთვის მოვიდა, რომ სხვას ემსახუროს და არა მას ემსახურონ. ეგოისტი ადამიანი არ ემსახურება არავის, არ ებრალება არავინ და ფიქრობს, რომ ვინ რა მდგომარეობაშიც არის, იმის ღირსია. თვითონ თუ კარგად ცხოვრობს, კარგ მდგომარეობაშია, ფიქრობს, რომ ეს დაიმსახურა, იშრომა, მისი ღვაწლის დამსახურებაა. თუ ეგოისტი ხარ, აუცილებლად შეგშურდება სხივისი წარმატება და თუ არ ხარ, მაშინ გაგიხარდება მისი კარგი ამბები.
– როგორ შევებრძოლოთ საკუთარ თავში ეგოიზმს?
– ისე არ მოექცე სხვას, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ – ეს არის სახარებიდან ოქროს კანონი. ადამიანს თუ უნდა, რომ ეგოიზმისგან გათავისუფლდეს, დილა უნდა დაიწყოს იმით, რომ ასიამოვნოს მეუღლეს, შვილებს, მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს და საღამოს ძალიან ბედნიერი იქნება. სჯულში ორი მცნებაა მთავარი: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული. ეგოისტს მოყვასი არ უყვარს ისე, როგორც საკუთარი თავი. ეგოიზმი ყოველთვის იყო, მაგრამ როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკანასკნელ ჟამს, ანუ როგორც კი დადგება მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამი, ეს ცოდვა განსაკუთრებულად იჩენს თავს. როცა ადამიანს საკუთარი თავი ძლიერ უყვარს, მას აღარ რჩება დრო იმისთვის, რომ სხვაც უყვარდეს ისე, როგორც საკუთარი თავი. როგორც უნდა ითამაშოს ადამიანმა, გამოხატოს სითბო, სიყვარული სხვა ადამიანების მიმართ, ბოლოს ეს მაინც შეემჩნევა, ვერ დამალავს თავს. საკმარისია მას რამე სთხოვო: მომისმინე, გამომყევი, მაშინვე ჩამოიხსნის ფარისევლის ნიღაბს და სახეს გამოავლენს. ფარისევლებიც ასე ამბობდნენ: დაპურდი, კარგად იყავი, გათბი... მაგრამ საქმის გარეშე ხომ რწმენა მკვდარია, ასეა ამ შემთხვევაშიც. მშობლებიც შვილებს განსაკუთრებულად რომ აქებენ, ესეც ეგოიზმია: ამით საკუთარ თავს აქებს. ანუ შვილის გადამეტებული შექება სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული ეგოიზმი. ვინმეს ხმამაღლა უთქვამს, უარგისი შვილი მყავსო?! როცა შვილი რამეს დააშავებს, კი არ ამბობენ, რომ მან დააშავა, სხვას აბრალებენ: მეზობლის ბიჭმა გააფუჭა, მეგობრების ბრალია და იმას კი არ ამბობს, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი ეგოიზმით იყო დაკავებული. ეგონა, რომ თავადაც კარგი იყო და შვილებიც. რეალობამ კი დაანახა, რომ თავადაც ცუდია და მისი შვილიც. ბედნიერება ის არის, როცა ხვდები; რა გჭირს და დაიწყო მკურნალობა. მაგრამ შეიძლება, უბედური იყო და საკუთარი თავი ბედნიერი გეგონოს. ბედნიერ ადამიანს არასდროს ეგონება თავი უბედური, რადგან მან იცის, რა არის ბედნიერება – რომ ეს არის ღმერთთან ყოფნა, მოყვასის სიყვარული. უბედურებაა ეგოიზმი, როცა საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი და შენი თავი, ოჯახი ყველაზე კარგი გგონია.
– რამდენად გამოხატავს სოციალური ქსელი ფარისევლურ, ეგოისტურ დამოკიდებულებებს?
– ადამიანის გაცნობა თუ გინდათ, მისი სოციალური ქსელი ნახეთ, გვერდი და მიხვდებით რა ფსიქიკა აქვს. არ შეიძლება, ყველაფერი გამოამზეურო, არის რაღაც, რაც დაფარული უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერი გამოვამზეურეთ, თუნდაც, სასულიერო პირებმა – ბერად რომ აღიკვეცება და ხუთი კამერა იღებს. საკურთხეველში კამერის შეტანა არ შეიძლება. კანკელი რატომ გაკეთდა? რაღაც ხომ უნდა იყოს დაფარული. ურწმუნო ადამიანები რომ უყურებენ, ბევრ რამეს ვერ იგებენ და შემდეგ განკითხვაში ვარდებიან.
– ბევრი ადამიანი საზოგადოების მხრიდან აპლოდისმენტების გამო აკეთებს, წერენ იმას, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობენ. ესეც ეგოიზმის გამოვლინებაა?
– რა თქმა უნდა. ეს რომ არ გავაკეთო, არ ვთქვა, ჩამორჩენილად მიმიღებენო, რადგან დღეს ტენდენციაა, რომ ადამიანები არ ეთანხმებიან სხვებს, მაგრამ მოდის გამო წერენ, იქცევიან და იცვამენ, რომ ჩამორჩენილად არ ჩათვალონ. საზოგადოებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანები, თუ ისე მოვიქცევით, როგორც წარმართები, არაქრისტიანები, მაშინ რისი განვსხვავდებით მათგან. მეოთხე საუკუნეში ანტონი დიდი ამბობს: ბევრი ადამიანი გაგიჟდება, გადაგვარდება და ვინც ნორმალურები დარჩებით, გეტყვიან, რომ არანორმალური ხართო. ქალი რომ ქალიშვილია – ჩამორჩენილია, მარიხუანას რომ არ ეწევი – ჩამორჩენილი ხარ და ასე შემდეგ. სულს თუ მოვიწესრიგებთ, იქნება ლამაზი, არ იქნება ეგოისტი და ჩვენც ყველანი ძალიან ლამაზები ვიქნებით, სხვაზე მზრუნველები და მოსიყვარულეები.

скачать dle 11.3