კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ იქცნენ მომთაბარე ოსები მთიელებად და როგორ წაართვეს მათ ინგუშებს ვლადიკავკაზი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ისე მოხდა, რომ შიდა ქართლის ჩრდილოეთი რუსეთმა ოსი სეპარატისტების ხელით წაგვართვა და, თუ ისტორიას გადავხედავთ, ოსური პრეტენზია ქართულ მიწაზე მხოლოდ მეოცე საუკუნის სენი არ არის. მეორე მხრივ, წესით, კავკასიაში ოსებს ქართველებზე უკეთესი მოკავშირე არ უნდა ჰყავდეთ, რადგან დანარჩენ ჩრდილო კავკასიელებთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თუმცა რუსეთის საყრდენობა არჩიეს, რაც შესაბამისად დაუფასდათ: სხვა ეთნოსების კუთვნილ მიწაზე დასახლებით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსი არ არის კავკასიელი, ადრე თუ გვიან, გავა კავკასიიდან, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მტრულ ჩრდილო კავკასიურ გარემოცვაში აღმოჩენილი ოსები? – მოვლენების განვითარების ამ სავარაუდო ვარიანტს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, როლანდ თოფჩიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ისტორიულად როგორი იყო ჩრდილო კავკასიაში ოსებისადმი დამოკიდებულება, თან – ერთადერთი ქრისტიანი ეთნოსია იმ რეგიონში?
– ოსები კავკასიის ავტოქტონურ მოსახლეობას არ წარმოადგენენ. ისინი არიან ირანულენოვანი მოსახლეობა, რომელთა თავდაპირველი განსახლების არეალი იყო შუა აზია. იყვნენ მომთაბარეები. ვოლგასა და დონს შორის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან, ვიდრე მეოთხე საუკუნის 70-ან წლებამდე. მეოთხე საუკუნის 70-ან წლებში თურქულენოვანი მომთაბარეების ახალმა ტალღამ, ჰუნების სახით, გაანადგურა ისინი. გადარჩენილთა ნაწილი ევროპაში წაიყვანეს, ნაწილმა ჩამოიწია კავკასიაში და ასე გახდნენ ოსები კავკასიელები. მაგრამ არა კავკასიის მთებში, არამედ კავკასიის დაბლობში, სტეპებში, ცხოვრობდნენ. ასე იქცნენ მომთაბარეები ნახევრად მომთაბარეებად და შექმნეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.
– სად მდებარეობდა გეოგრაფიულად გაკავკასიელებული ოსების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი?
– ის არ მოიცავდა თანამედროვე „ოსეთის სახელმწიფოს“ ტერიტორიას, ანუ თანამედროვე ოსთა განსახლების არეალს. ეს იყო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის არა მთა, არამედ მთისწინეთი, ბარის ადგილები. მათ ჩრდილოეთით, სამხრეთ რუსეთის სტეპებში, მეათე საუკუნიდან ყივჩაყები დამკვიდრდნენ. ასე რომ, ოსები მთიელები არ ყოფილან, მთიელებად იქცნენ მეცამეტე საუკუნეში ახალი მომთაბარული ტალღის, მონღოლების შემოსევის შედეგად. მონღოლებმა ოსების დიდი ნაწილი გაწყვიტეს, ნაწილს თავიანთ ომებში ბრძოლას აიძულებდნენ. ჩრდილოეთ კავკასიის ველებში მცხოვრები ოსების გადარჩენილი ნაწილი კი, დაახლოებით, საუკუნე-ნახევრის განმავლობაში დასახლდა კავკასიის მთებში და ბოლო დრომდე იქ ცხოვრობდნენ.
– თანამედროვე ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე?
– მის მხოლოდ მთიან ნაწილში, სადაც, ფაქტობრივად, დღეს ისინი აღარ ცხოვრობენ. როდესაც რუსეთი კავკასიაში შემოვიდა და 1774 წელს ოსმალეთის იმპერიასთან, ქუჩუქ-კაინარჯის ზავი გააფორმა, ოსები ცდილობდნენ, დაახლოებოდნენ რუსებს. ასტრახანში აახლეს 20-კაციანი დელეგაცია, რომ რუსების მფარველობაში შევიდოდნენ, თუ მათ განსახლების საშუალებას მისცემდნენ ჩრდილო კავკასიის ბარში. ბარის ნაწილი, სადაც მოზდოკია არ ეკუთვნოდათ ოსებს, მაგრამ აი, იმ მიმართვის შემდეგ დაიწყეს დასახლება დაბლობში. რუსების შემოსვლის შემდეგ აითვისეს ის ტერიტორია.
– როდის გაქრისტიანდნენ ოსები – შუა აზიიდან კავკასიის ბარსა და მთიანეთში სიარულის პროცესში?
– ქრისტიანობას მათ შორის ავრცელებდნენ როგორც ქართველები, ისე ბიზანტიელები. ჯერ რომაელები, შემდეგ ბიზანტიელები დაინტერესებულები უყვნენ, რომ კავკასიონის კედელი, ანუ მთელი ეს ქედი დაცული ყოფილიყო და გადმოსასვლელები ყოფილიყო ძლიერი ქართული სახელმწიფოს ხელში. მომთაბარული სამყაროსი იყო მთელი ის ევრაზიის სივრცე, რუსეთის სამხრეთის ტერიტორია, ამიტომ ხშირად შემოიჭრებოდნენ ხოლმე და ამის თავიდან ასაცილებლად, რომ არ გაეძარცვათ ცივილიზებული, კულტურული ქვეყნები, ბიზანტიელები დაინტერესებული იყვნენ, რომ აქ სახელმწიფოებიც შეექმნათ და ეხმარებოდნენ ქრისტიანობის გავრცელებაშიც. მეტერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ბიზანტიელებს ალანიის ეპარქიაც ჰქონდათ დაარსებული, მაგრამ არა თანამედროვე ოსეთის, არამედ ყაბარდოს ტერიტორიაზე. თუმცა ალანიის ეპარქია მონღოლთა შემოსევების შემდეგ თავად ბიზანტიელებმა გააუქმეს, რადგან ის ტერიტორია დაკარგეს ოსებმა.
– გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ოსებს ალანებთან კავშირი არ აქვთ, თუმცა იჩემებენ ალანობასაც და ალანიადაც მოიხსენიებენ ჩვენს ტერიტორიაზე შექმნილ გაუგებარ წარმონაქმნს.
– ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამაინე მარცელინეს (მეოთხე საუკუნე) მიხედვით, ალანები ტიპური ევროპელები, თეთრები, მაღლები, ცისფერთვალებები იყვნენ. მაგრამ მას შემდეგ მათი ანთროპოლოგიური ტიპი შეიცვალა. აკადემიკოსი მალხაზ აბდუშელიშვილი დაბეჯითებით მიუთითებდა, რომ დღევანდელ ოსებს აქვთ მონღლოიდური მინარევი წინწამოწეული ყვრიმალების სახით. არ დამავიწყდება ისტორიის ინსტიტუტში ჩემი ახალგაზრდობის დროს ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია, როდესაც ბატონმა მალხაზმა კავკასიელების ანთროპოლიგიური ტიპი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ოსებს აქვთ მონღოლოიდური მინარევი. დამსწრე ახალგაზრდა ისტორიკოსი ცხოვრებოვი გაწიწმატდა. ბატონმა მალხაზმა დასვა და აუხსნა ყველაფერი, ხმაც ვეღარ ამოიღო. ფაქტია, ოსებს აქვთ მონღლოიდური მინარევი, მაგრამ არიან ტიპური კავკასიელები. ფაქტია ისიც, რომ, როდესაც კავკასიაში შემოვიდნენ, მოახდინეს ადგილობრივი კავკასიელების ასიმილაცია. მაგალითად, დვალეთი საქართველოს ისტორიული ტერიტორია იყო, ხოლო დვალები – ქართველების ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი, ქართველი მთიელები. ოსები მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიჭრნენ დვალეთში, დაიკავეს ეს ტერიტორია, გამოდევნეს დვალები, მაგრამ, ვინც დარჩა, მათი ასიმილაცია მოახდინეს. შემიძლია, გითხრათ რამდენიმე გაოსებური ქართული გვარი, მაგალითად, გერგიევი.
– დიახ, მათი წარმომადგენელია მუსიკოსი, კრემლის აქტიური მხარდამჭერი.
– და ცნობილი ანტიქართველი. ახლაც არის იქ (საქართველოშიც არიან, ქარელის რაიონში) გვარი გერგაულოვი. ისინი იყვნენ დვალები. მათი თავდაპირველი გვარი იყო გერგაული (დასავლურქართული გვარია გერგაია). შემდეგ, რუსების პერიოდში, დაემატა ოვ სუფიქსი და იქცნენ ოსებად. ასევე, არის გვარი კესაევი, ქესაურების შთამომავლები. დვალეთიდან გადმოსახლებული ქესაურების ნაწილი ყანჩავეთში ცხოვრობს, ხოლო ვინც იქ დარჩა, კესაევებად იქცა. არსებობს 1818 წლის დვალეთის ნარას ხეობის, რომელიც შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში, აღწერა და ახალგაზრდობის დროს, როდესაც ამ აღწერას ვამუშავებდი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქოდა, რადგან აღმოვაჩინე, რომ დვალეთში მცხოვრები ოსი მამაკაცებიდან ყოველ მეორეს ერქვა ბოლო დრომდე სამეგრელოში გავრცელებული სახელი. ანუ შემორჩა უძველესი ქართული სახელების დარქმევის ტრადიცია. მართალია, გაოსდნენ, მაგრამ ძველი ქართული სახელები შემორჩათ, რადგან ტრადიციულად გადადიოდა თაობიდან თაობაზე – შვილებს წინაპრების სახელებს არქმევდნენ. მთელი დვალეთის მატერიალური კულტურა არის ქართული, ისეთივე, როგორიც გვაქვს ხევში, გუდამაყარში, მთიულეთში და ქართული წარწერაც ბევრია. მართალია, ახლა მალავენ ამ ყველაფერს ოსები, მაგრამ ფილმებია გადაღებული იქ არსებულ ქართულ წარწერებზე. დვალეთში ტოპონიმების დიდი ნაწილიც ქართულია.
– რით ვერ მოახერხეს ოსებმა, რუსების გარდა, რომლებიც კავკასიელები არ არიან, გამოენახათ საერთო ენა კავკასიელებთან, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიელებთან და სამხრეთელ ქართველებთანაც? რატომ არ მიიღეს კავკასიელებმა ოსური ეთნოსი.
– კავკასიის ხალხებს შორის მუდმივად არსებობდა დაპირისპირება და დაძაბული ურთიერთობა ტერიტორიების გამო. გითხარით, რომ ოსებმა ჩრდილო კავკასიის დაბლობში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს რუსების საშუალებით მოიპოვეს მიწა-წყალი და დასახლდნენ. სხვათა შორის, ეს რომ არ გაეკეთებინათ რუსებს, აქეთ უფრო დიდი მიგრაციული ტალღა წამოვიდოდა. მართალია, ოსები ინგუშების მეზობლად ცხოვრობენ, მაგრამ მუდმივი ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდათ ერთმანეთისადმი. როდესაც კავკასიის მთებში შემოყარეს მონღოლებმა, ოსების ადგილი დაიკავეს ყაბარდოელებმა. ამდენად, ოსებსა და ყაბარდოელებს შორისაც მუდმივი დაძაბულობა იყო. მაგალითად, თერგის ხეობის მარცხენა მხარეს ოსები გვიან დასახლდნენ, ესეც იყო ინგუშების ტერიტორია. მეოცე სუკუნის 20-ან წლებამდე ოსები მიწის გადასახადს უხდიდნენ ინგუშებს, რაც ადასტურებს, რომ აღიარებდნენ ინგუშების ტერიტორიად. შემდეგ შეწყვიტეს გადასახადის გადახდა, რადგან საბჭოთა ხელისუფლება მოვიდა. არა მარტო მარცხენა, მხარეს, არამედ თერგის მარჯვენა მხარეზეც ინგუშები სახლობდნენ და ის ტერიტორიაც ოსების ხელში აღმოჩნდა. არადა ინგუშების განსახლების არეალია, მათი უძველესი მიწა-წყალი. დღევანდელი ვლადიკავკაზი იყო ინგუშური სოფელი ზაურეგი, ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ რუსებმა იქ ააშენეს ციხესიმაგრე. თავად ინგუშების სახელწოდება საიდან მომდინარეობს? აულის სახელწოდება იყო ანგუშტი, ამ სოფლით გაიცნო ინგუში რუსმა და სოფლის სახელი გადაიტანეს მთლიანად მთელ ეთნოსზე, არადა იქ აღარც ერთი ინგუში აღარ ცხოვრობს და დღეს ის კაზაკთა დასახლებაა. მიწის გამო დაძაბულობა მუდმივად იქმნებოდა, იმიტომ რომ რუსები სულ ოსების მხარეს იყვნენ, რადგან დასაყრდენი ნახეს ოსებში. ოსებსაც თავიანთი ინტერესი ჰქონდათ, რომ მიწები მოეპოვებინათ. მათ რუსები ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდნენ. ავიღოთ იგივე პრიგოროდნი რაიონი, ერთ-ერთი უზარმაზარი რაიონი ჩრდილო ოსეთის, რომელიც, ასევე, იყო ინგუშური ტერიტორია, ინგუშეთის ავტონომიაში შედიოდა და ინგუშებით იყო დასახლებული. 1944 წელს, როდესაც გაასახლეს ინგუშები, ტერიტორია მთლიანად გადასცეს ოსებს, რომლებმაც ინგუშებს დაბრუნების შემდეგ აღარ დაუბრუნეს. ინგუშების გასახლებამდე ვლადიკავკაზი იყო ორივეს დედაქალაქი, მარცხენა მხარეს ისხდა ოსების მთავრობა, მარჯვენა მხარეს – ინგუშების. მაგრამ, საერთოდ, დაამშვიდობეს თავიანთ ისტორიულ ტერიტორიას ინგუშები. მაგალითად, დიდი პრეტენზია აქვთ ალანობაზე ყაბარდოელებსა და ყარაჩაელებს. ანთროპოლოგიურად ისინი კავკასიელები არიან, ყივჩაყების შთამომავლები, თუმცა თურქულენოვნები. აგრეთვე, ინგუშებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ალანებში ისინი იგულისხმებიან და არა ოსები, ამიტომაც თავიანთ დედაქალაქს ალანიის დედაქალაქის სახელი – მაგასი უწოდეს. ბუნებრივია, თუ დიდი კატაკლიზმები მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში, დაძაბულობა აუცილებლად შეიქმნება ჩრდილო კავკასიის ეთნოსებს შორის და ღმერთმა უწყის, რა მოხდება.

скачать dle 11.3