კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ იქცა ადამიანი კომერციულ ინფორმაციად და როგორ აკონტროლებს თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანების ცნობიერსაც და ქვეცნობიერსაც

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  პროექტი „სტარლინკი“, რომლის განხორციელებაც ილონ მასკის კომპანიამ (SpaceX-მა) 2015 წელს დაიწყო და რაც დედამიწის გარშემო 12 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს (ფაქტობრივად, თანამგზავრების ბადეში ეხვევა ჩვენი პლანეტა), მორიგ ფაზაში გადავიდა. კერძოდ, ათიოდე დღის წინათ გასუფთავებულ ცაზე დედამიწელები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ, როდესაც ჩამწკრივებულმა 60-მა თანამგზავრმა თავზე გადაუფრინა (თუმცა მთავარი სანახაობა ჯერ კიდევ წინაა, რასაც პროექტის დასრულების შემდეგ, 2027 წელს ვიხილავთ). ოფიციალური ვერსიით, პროექტის მიზანი იაფი და მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ინტერნეტი არა მხოლოდ გამარტივებული კომუნიკაციის, ინფოსა და ცოდნის მიღების, არამედ კონტროლის საშუალებაცაა, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, ბესიკ ალადაშვილთან, ერთად გავარჩევთ თანამგზავრების ბადისებრ ჩანთაში მოქცეული დედამიწისთვის ამ სიახლის სიკეთესა და სიავეს. ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ როდისაა ნათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მისასვლელი გზა კეთილი საქმეებითაა მოფენილიო.
– ყველაფერი გაჩერდა ამ დედამიწაზე, მაგრამ თანამგზავრები, როცა დაგეგმილი იყო, მაშინ გაუშვეს. უცნაური კია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ, დამთხვევაა. მესმის, რომ ზრუნავენ, შეუფერხებლად გავერთო კიდეც ინტერნეტში და არც ერთი წამი არ დავკარგო, მაგრამ კონტროლის რა დოზას ნიშნავს ამ ტიპის თანამგზავრების ქსელში გახვეული დედამიწა მისთვის, ვის ხელშიც იქნება აი, ეს ციფრული ძალაუფლება?
– ცოტა შორიდან დავიწყოთ. ახალი ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და კაცობრიობა ისეთი ტემპით ვითარდება, რომ სიახლეები სწრაფად შემოდის. ყველა ტექნოლოგიას აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარე. იგივე ფიჭური კავშირგაბმულობის შემთხვევაშიც კი, გვინდა თუ არა, პროვაიდერები აკონტროლებენ, სად არის ჩვენი მობილური ტელეფონი, ანუ სად ვიმყოფებით ამა თუ იმ დროს, საუბრებსაც რომ თავი დავანებოთ. ჩვენ ამ კონტრაქტს შეგნებულად ვეთანხმებით, ანუ თამაშის წესს ვიღებთ.
– თუ არ დაეთანხმები, იმ კონტრაქტში შენი უფლებები საერთოდ არ არის გათვალისწინებული და უბრალოდ, უარი უნდა თქვა ამ მომსახურებაზე.
– დიახ, მაშინ ნუ ვიყიდით მობილურს, ინტერნეტს და ჩვენი აქტივობა, საერთოდ, ჩვენი არსებობა არ იქნება არავისთვის საინტერესო. ასეთია რეალობა. ოცდამეერთე საუკუნეში გაჯეტები შეერწყა ჩვენს ყოველდღიურობას. ასეთ პარალელს გავავლებდი: მეოცე საუკუნეშიც, ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, სახელმწიფოები და ხელისუფლებები ცდილობდნენ, გაეიოლებინათ თავიანთი ფუნქციების შესრულება და ლონდონში ვიდეოკამერებით, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი კონტროლდება, მუნიციპალიტეტს ექვემდებარება ეს ვიდეოკამერები, ისინი კი მჭიდროდ თანამშრომლობენ სკოტლანდ იარდთან, ლონდონის პოლიციასთან და საეჭვო გადაადგილებების, წვრილმანი ქურდობების შესახებ ინფორმაციას მაშინვე გადასცემენ პოლიციას. მსგავსი საყოველთაო კონტროლის მცდელობა ვიდეოკამერებით ჰქონდათ თბილისშიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს.
– მახსოვს ის ცვლილებები, რომლებიც უნდა შესულიყო შესაბამის კანონში და ითვალისწინებდა სათვალთვალო კამერების დაყენებას საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებშიც კი. მაშინ თქვენ ჩაგწერეთ ამ თემაზე.
– საყოველთაო მოთხოვნა იყო, რომ ყველა ობიექტზე ყოფილიყო სათვალთვალო კამერები და ბოლოს მიიღეს ისეთი დადგენილებაც, რომ სადარბაზოებშიც უნდა ყოფილიყო ვიდეოთვალი. საინტერესო ის იყო, რომ ეს ინფორმაცია თავს მოიყრიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, ვინ ვისთან მივიდა სტუმრად. ეს შენიღბული იყო არგუმენტით, რომ ამით დანაშაულს ებრძოდნენ. რეალურად, ასეთ შემთხვევაში ძნელია, გაავლო ზღვარი, ამ შესაძლებლობას კეთილი მიზნებისთვის გამოიყენებენ თუ პოლიტიკური მიზნებისთვის, საზოგადოების კოტროლისთვის. კორონავირუსის გამო მსოფლიოს მოსახლეობას დრო ბევრი აქვს, სახლში არიან და, ჩემი აზრით, ბევრი კონსპიროლოგიური ვერსია გავრცელდა ბილ გეითსზე, ილონ მასკზე. ჩემი აზრით, პირდაპირი ტოლობის დასმა, რომ ვინმეს პირადი კონტროლისთვის უნდა ახალი ტექნოლოგიები, არ შეიძლება, ამის მტკიცებულება არ მაქვს.
– არ მგონია, რომ მხოლოდ ის ორი იყოს, რომლებიც თქვენ დაასახელეთ. მათ უკან, დიდი ალბათობით, არც თუ მცირერიცხოვანი ჯგუფი უნდა იდგეს.
– დიახ, ეს უნდა მეთქვა. თვითონ სახელმწიფოს მმართველობაა ასეთი, სახელმწიფო გარდაუვალი ბოროტებაა, მას თავისი ფუნქციები აქვს და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფო გადაიზარდოს საფრთხედ. ჩვენ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და არა მარტო ტოტალიტარულ ქვეყნებში. დღესაც კითხვის ნიშნებია აშშ-ში პატრიოტის აქტის გამო. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ აქტმა ამოწურა თავისი ფუნქცია და უნდა შერბილდეს, რომ ადამიანის უფლებები მეტად იყოს დაცული. ვფიქრობ, ჩვენ, ალბათ, არჩევანი არ გვაქვს: ან ჯუნგლებში უნდა წავიდეთ, ან უნდა მივიღოთ თამაშის წესები, თუმცა, ბუნებრივია, სიფრთხილე უნდა დავიცვათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე მომავალში იქნება გენეტიკური ინფორმაციის დაცვა, რადგან, როგორც ვხედავთ, გენური ინჟინერია, თუნდაც, დღეს, კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაციაც იქითკენ მიდის, რომ, საბოლოოდ, მომავალი გენური ინჟინერიისაა, რომლის მიზანია რაღაც ახლის შექმნა, ახალი სიცოცხლის შექმნა და ვინ როგორ გამოიყენებს ამას, არავინ იცის. ჩემი აზრით, ტექნოინჟინერიის ერთ-ერთი მიმართულება არის, ვერ ვიტყვი, რომ კონტროლი, მაგრამ ინფორმაციის მიღება. ადამიანი კომერციული არსება გახდა, დილიდანვე ჩვენი ყველა მოქმედება უკვე კომერციული ინფორმაციაა. ამ ინფორმაციას სიამოვნებით იყიდიან ფირმები და გამოიყენებენ ჩვენი სურვილების, ჩვენი პრიორიტეტების, გემოვნების დასადგენად.
– ყველაფრის, გარდა ქვეცნობიერისა.
– რა თქმა უნდა, თუმცა ტექნოლოგიები ქვეცნობიერსაც მართავს.
– ცნობიერებაზე ზემოქმედებით, ქვეცნობიერს აქვს რეაქცია ცნობიერიდან მიღებულ ინფორმაციაზე.
– რა თქმა უნდა, ცნობილი 25-ე კადრი არაფერია, თუ არა ადამიანის გონებაში გარედან შეჭრა და მისი მართვა. ამდენად, მე ვფიქრობ, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა ასეთი კონკრეტიკა მაინც გადაჭარბებულია.
– შემთხვევით არ გაიხსენებდით სადარბაზოებში სათვალთვალო კამერების დაყენების იდეას. 12 000 თანამგზავრი დედამიწის გარშემო სათვალთვალო კამერებიცაა?
– ამ თანამგზავრების ფუნქცია-დანიშნულება, რაც გაცხადებულია, გარკვეულწილად, კეთილშობილურია და, თუ ილონ მასკის მართლაც აქვს ჩაფიქრებული, რომ ინტერნეტი, რაც საქართველოში საოცრად ძვირია, ხელმისაწვდომი გახდეს, ამას მხოლოდ მივესალმები. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც საუბრობენ იაფ საწვავზე, მაგრამ რეალურად, რაღაც უხილავი ძალა ყოველთვის ამუხრუჭებდა ამ პროცესს. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც იგივე მოხდეს და ილონ მასკის წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციები აგორდეს. ზოგადად, მას ებრძვიან, როგორც „ტესლას“ შემქმნელს და ის არის პერსონა ნონ-გრატა არაბი თუ ამერიკელი ნავთობმილიარდერებისთვის. მასკიმ შემოიტანა ალტერნატიული ენერგია და ოცნებები სერიულ წარმოებად აქცია. მას ხშირად ჟიულ ვერნის პერსონაჟს ადარებენ.
– მასკი, უდავოდ, ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ სწრაფ საყოველთაო ინტერნეტზე ლაპარაკია დედამიწაზე, რომლის შეიძლება, ნახევარზე მეტ მოსახლეობას არც მობილური ტელეფონი აქვს, არც კომპიუტერი. მილიონობით ადამიანი კი ყოველდღიურად შიმშილითა და უწყლობით იღუპება.
– ურთულესი პრობლემაა ფილანტროპია და სოციალური პასუხისმგებლობა. მილიარდერები ცდილობენ, რომ შექმნან რაღაც საქველმოქმედო ფონდები და ამით დაეხმარონ აზიისა და აფრიკის გაჭირვებულ მოსახლეობას. ამასაც არ აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება. მილიარდერებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიოს ფინანსებს, მაქსიმუმ, 1 000 ადამიანი იყოს ასეთი, ზუსტად არ იციან, როგორ და რით უნდა დაეხმარონ ადამიანებს კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაში. რეალურ მაგალითს გეტყვით, რომელიც ანეკდოტს ჰგავს: ბილ გეითსმა გადაწყვიტა ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის დახმარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სასურსათო პრობლემების გადაჭრა და იმ აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტს შესთავაზა, რომ გამოყოფდა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს, რათა განვითარებულიყო მეფრინველეობა და თითოეული მოსახლისთვის საჩუქრად გადაეცათ დედალ-მამალი. იმის გათვლით, რომ ეს იყო ყველაზე სწრაფი მცირე ბიზნესი, რომელსაც შეუძლია, თან გამოკვებოს ადამიანი. აღმოჩნდა, ის აფრიკული ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო აფრიკაში მეფრინველეობის განვითარების მხრივ. ხშირად, როდესაც ჩვენ გლობალიზაციაზე ვლაპარაკობთ, არის დილემა, რით უნდა დაეხმარო ადამიანს, თევზით თუ ანკესით. ჩემი აზრით, მასკის ინტერნეტმა უნდა უზრუნველყოს წვდომა სიახლესა და ცოდნაზე, თუმცა, თუ უმარტივესი უნარ-ჩვევები არ აქვთ ადამიანებს, ბუნებრივია, ინტერნეტიც შეიძლება, უაზრო ფუფუნება გახდეს გაჭირვებულ ქვეყნებში.
– გარდა ინტერნეტის მოწოდებისა დედამიწელებისთვის, რა ინფორმაციას იღებს სახელმწიფოების შესახებ ქსელური ინტერნეტის მფლობელი?
– ინფორმაციას გადაადგილებების, მათ შორის, სამხედრო ტვირთის, სამხედრო კომუნიკაციების შესახებ. მაგალითად, ირანმა გაუშვა ახლახან თანამგზავრი. ცხადია, მას სადაზვერვო დანიშნულება ექნება. სამწუხაროდ, დედამიწა ასე ვითარდება და ამ სიახლემ შესაძლოა, მილიტარიზაციას უფრო შეუწყოს ხელი. იმიტომ რომ, რაც დღეს ხდება, გლობალიზაციისთვის უდიდესი გამოწვევაა და გარკვეულწილად ის მონაპოვარი, რაც აქამდე იყო, ანუ გახსნილობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

скачать dle 11.3