კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 „ნაწილობრივ თავისუფლები“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თუ ნაწილობრივ გონებაშეზღუდულები?!

  რაკი მთელ მსოფლიოში მუშაობა დისტანციურად ისევ გრძელდება, უქმად არც „ფრიდომ ჰაუზი“ მჯდარა, თუმცა, მეორე მხრივ, დედამიწის მოსახლეობის (განსაკუთრებით, ცივილიზებულად წოდებულ ნაწილში) აბსოლუტური უმრავლესობის სახლებში გამოკეტვა, მაინცდამაინც, არ იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, მაგრამ პრინციპის პათოსია, „სიკვდილი ყველას გვაშინებს“, იმის მიუხედავადაც, რომ მსოფლიოში შიმშილითა და უწყლობით წელიწადში იმდენი ადამიანი იღუპება, კორონას რომ არც დაესიზმრება, მაგრამ ამის გამო ღარიბ დედამიწელებს თავზე არც საკვებს აყრიან და არს სასმელ წყალს ასხამენ (აქვე შევნიშნავ, პარალელურად, დედამიწაზე იმდენი საკვები იყრება ყოველდღიურად, მარსელებსაც დააპურებდნენ, იქ რომ ვინმე პურს ჭამდეს).
  მაგრამ ჩვენ ისევ „ფრიდომ ჰაუზს“ დავუბრუნდეთ: ჯერ ერთი, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიგში მოგვახვედრა, 100-დან 61 ქულით, შეგახსენებთ, რომ შარშან 63 ქულა გვიწყალობა.
  რა – 63 და რა – 61, ამიტომაც დაღონებად არც ღირს, თუმცა აი, მაგალითად, ჩვენი სეპარატისტული აფხაზეთი თვალსაჩინოებით რუკაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხაზეს (იმდენად მცირე ზომის ნიშნულით და სქოლიოში მინაწერით – ტერიტორიაა და არა სახელმწიფოო, რომ იმ რუკის მთვალიერებებიდან, ფაქტობრივად, ვერც ვერავინ შეამჩნევს).
  ოღონდ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დე-ფაქტო აფხაზეთიც 40 ქულით ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში ჰყავთ გამწესებული „ფრიდომ ჰაუზელებს“ ჩინეთისა და აზერბაიჯანის წინ (როგორმე უნდა უზრუნველვყოთ მათი მოგზაურობა ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში, რომ საკუთარ ტყავზე გამოსცადონ თავიანთივე კვლევის შედეგი). თუ ამას ზემონახსენებ მიკროსკოპულ მინიშნებასაც დავუმატებთ, ჩნდება ეჭვი, რომ „ფრიდომ ჰაუზს“ ნაწილობრივ გონებაშეზღუდულებიც ვგონივართ.
скачать dle 11.3