კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№19 მასტერი: კიდევ კარგი, შეყვარებული არ მყავს, თორემ რა მეშველებოდა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  რეპერი მასტერი, თვითიზოლაციაშიც არ გაჩერებულა, აქტიურად წერს სიმღერებს, კლიპიც გადაიღო, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება აქვს და ახლა უცხოეთიდან დაბრუნებულ კაბუსთანაც აპირებს კლიპის ჩაწერას.
  მასტერი: სახლში ჯდომას მიჩვეული არ ვარ. არ მახსენდება დღე, როცა ავტოფარეხი არ გამიხსნია და ავტომანქანა არ გამიყვანია, სახლიდან რომ არ გავსულიყავი და მეგობრები არ მომენახულებინა. რასაკვირველია, დისკომფორტია, როცა იძულების წესით ვერ გადიხარ გარეთ, მაგრამ, რომ გითხრათ, მიჭირს-მეთქი, მოგატყუებთ. ზოგის პოსტს რომ ვკითხულობ და სახლში ჯდომით ფსიქოლოგიური პრობლემა გაუჩნდათ, ასე ნამდვილად არ ვარ. არც სერიალებსა და ფილმებს ვაყოლებ გულს. სახლში მაქვს სტუდია და ძირითადად, მუსიკით ვარ დაკავებული. ჩემს ტრეკებზე ვმუშაობ და დროც ჩვეულებრივად გადის. ჩაკეტილს, ყველაზე მეტად სცენა და კონცერტები მენატრება. ბევრი კონცერტი გადაიდო ვირუსის გამო, ბურგერ-რესტორანს ვხსნიდი და ესეც გავაჩერე. კინოში სიარულიც მენატრება. მეგობრებს, ასე თუ ისე, მაინც ვნახულობ, თუმცა ხელს ვერ ვართმევ. კიდევ კარგი, შეყვარებული არ მყავს, თორემ რა მეშველებოდა? მასთან დისტანციურად ჩახუტება და მოფერება რთული იქნებოდა (იცინის). მინდა, ყველას ერთი რჩევა მივცე: სტატისტიკაში ნუ „გადაისტრესებიან“, ვიფიქროთ პოზიტიურზე, იმაზე, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
– შენ გაგიმართლა, რომ სახლში გაქვს სტუდია და მუშობაშიც დრო შეუმჩნევლად გადის. თვითიზოლაციის რეჟიმში რამდენი სიმღერის დაწერა მოასწარი?
– ნამდვილად არ გავჩერებულვარ, ვმუშაობ, ახალი სიმღერები ჩავწერე, კლიპიც გადავიღე, რომელსაც უკვე სამასი ათასზე მეტი ნახვა აქვს, სახლშია გადაღებული და ჰქვია – „დარჩი სახლში“. მასში ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენებიც მონაწილეობენ. ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. სამი სიმღერაც დავწერე და ამ კარანტინში გაორმაგებული ენერგიით ვმუშაობ. თუმცა, ვერ ვიტყვი, ჩემი გააქტიურების მიზეზი კორონა არის-მეთქი. უბრალოდ, სახლში დიდი ხანი რომ ხარ, მეტს მუშაობ. კიდევ ვამბობ, კორონას გამო არა, სახლში ჯდომის გამო წამოვიდა ნარკოტიკივით მუზები და მეც ავყევი (იცინის).
– შენს სიმღერებში, ხშირად ამბობ, გულს მტკენენო და რეალურად ასეა?
– ადამიანები, ხშირად ისე არ იქცევიან, როგორც უნდა იქცეოდნენ, სხვანაირები, „რიკოშეტები“ გახდნენ. არადა, მეტი სიყვარული გვმართებს. პირადად მე უქმად ვერ დავკარგავ დროს, წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს, უამრავი პროექტია დასამთავრებელი, კლიპები გადასაღები... სიტყვას გაძლევთ, კიდევ ბევრ სიმღერას შეგაყვარებთ, კიდევ ბევრ სიმღერას შეგატანინებთ Playlist-ში, კიდევ ბევრი სიმღერისას მოგენატრებათ საყვარელი ადამიანი და ეტყვით, რომ გიყვართ... კიდევ ბევრ სიმღერაში ვიტყვი იმას, რაც რეალობაა, კიდევ ბევრჯერ არ მომერიდება, ხმამაღლა ვთქვა სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, კიდევ ბევრჯერ მატკენენ გულს ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, ერთი ხელის მოსმით, ერთი სიტყვით სრულიად უსამართლოდ დასცინონ და ტალახი ესროლონ ადამიანს, რომელმაც მთელი ნახევარი ცხოვრება ამ საქმის კეთებას დაუთმო. მათი ენერგია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თქვენი სიყვარული. ადამიანებს უჭირთ წარმოდგენა, რამხელა შრომაა ჩადებული თითოეულ სიმღერაში. მე იმას არ ვგულისხმობ, რადგან ადამიანმა სიმღერა ჩაწერა და კლიპი გადაიღო, აუცილებლად უნდა შეაქო, მაგრამ თუ აკრიტიკებ, ეს კრიტიკაც, შესაბამის ჩარჩოში უნდა ჩასვა. საყვარელ საქმეს რომ აკეთებ, სიყვარულსა და შრომას რომ დებ საქმეში, ეს უნდა დაინახონ და ხისტი და უხეში კომენტარი არ უნდა დაგიწერონ. ამას ზოგადად ვამბობ, თორემ ეს მე არც მეხება და ასეთ კომენტარებს არც ვაქცევ ყურადღებას.
– მივხვდი, საითკენაც მიგყავს საუბარი... დიდი ამბავი მოჰყვა კლიპს, რომელიც ქართველმა მომღერლებმა გადაიღეს და მას შენი კლიპის მსგავსად ერქვა – „დარჩი სახლში“. თუ არ ვცდები, ზუსტად ამ პერიოდში გამოჩნდა შენი კლიპიც.
– ზუსტად, ერთ დღეში ჩავწერე სიმღერა, მეორე დღეს კი, კლიპი გადავიღე და მეხუმრებიან: რეკორდების წიგნში შეხვალო (იცინის). სასწაულად სწრაფ დროში ვწერ სიმღერას და თან, ხარისხზეც ვფიქრობ. ბედის ირონიაა, რომ კლიპს, რომელმაც ყველაზე დიდი კრიტიკა მიიღო, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა – ერთ დღეში 300 ათასი ნახვა და ჩემს კლიპს მეტი მოწონება ჰქონდა, მაგრამ ნახვა – ამდენი არა (იცინის). იცით, რაზე მეფიქრება? რაც მოგწონთ, ისიც გადააშეარეთ, რატომ არის, რომ რაც ვითომ არ მოგწონს, იმას უფრო ვტრენდავთ? ტელევიზიებიც ანალოგიურად იქცევიან – რომელ კლიპზეც ერთი ამბავი ატეხეს, იმათ ურეკავენ. თუმცა, მე მაინც მიყვარხართ და მადლობა გვერდში დგომისთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამიწერა ახალ სიმღერაზე კომენტარი: მადლობა! და, მინდა, მეც განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ სტიმულისთვის, რაც ყოველდღე ახალ სიმღერას მაწერინებს.
– გავიგე, კაბუსთანაც ჩაწერე სიმღერა და კლიპის გადაღებას აპირებ. ის ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან, ორი კვირა კარანტინში მოუწია ყოფნა და სად მოასწარით ერთობლივად მუშაობა?
– დიახ, კაბუ ახლახანს ჩამოვიდა და კარანტინიც გაიარა. ჩემი იდეა იყო. სიმღერა მე აქ ჩავწერე სტუდიაში, მან – ნიცაში, კლიპს კი ახლა გადავიღებთ. კარანტინში ყოფნისას მივწერე: ხომ იცი, კლიპი უნდა გადავიღო-მეთქი და ეგრევე დამთანხმდა, მცალია და აბა, რაო (იცინის). ასე რომ, სულ მალე, საქართველოში დაბრუნებულ კაბუსთან ერთად გადაღებულ კლიპსაც იხილავთ და დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.
– დიდი ხანია, კაბუს ტრეკი არ გამოუშვია, მისი ხმა არ გაგვიგონია და ეს მისი ერთგვარი დაბრუნება იქნება ქართულ შოუ-ბიზნესში.
– დიახ, დიდი ხანია, მას სიმღერა არ ჩაუწერია, ტრეკი არ გამოუშვია და ჩემთან დუეტზე დავითანხმე. ფიზიკურად ვერ ვძლებ, ახალი რომ არ დავწერო. თუ სიმღერას ვერ ვწერ, „ლომკაში“ ვვარდები – ეს ჩემი ყველაზე ძლიერი „ნარკოტიკია“. ამ ჩემი „შემოტევების“ გამო კვირაში სამ სიმღერას რომ ვდებ, ხალხი შოკშია, კომენტარებში მწერენ: გვაცლი, რომ სიმღერა შევიყვაროთო? (იცინის) ზოგი მწერს: გუშინ რომ დადე კლიპი, ხვალ ახალს დადებო? მოკლედ, შევსვი ეს ხალხი ჩემს „ნარკოტიკზე“ (იცინის).

скачать dle 11.3