კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ არ გადმოდის საქართველოს ციხეში ავთო ხურციძე და რის გამო სთხოვენ მას ოფიცრები პატიებას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  კრივში ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ავთანდილ ხურციძე დღეს ამერიკის ციხეში იმყოფება. 2017 წელს მას რუსული სინდიკატის დანაშაულის წევრობისთვის წაუყენეს ბრალი და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ჩაქუჩა“ დანაშაულს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძვის.
  ავთო ხურციძე: ახლა კორონავირუსიაო და კამერიდანაც ვეღარ გამოვდივარ. დღეში ერთი საათი შემიძლია გასვლა, ტელეფონით სარგებლობა, ცოტა კომპიუტერით და ეგაა. ვეხვეწე ოფიცერს, ბოლომდე არ დაკეტო კარი, ცოტა ღია დამიტოვე, იქნებ კორონავირუსი შემოვიდეს-მეთქი, მაგრამ არაო. ჩემთან ერთად მძიმე კრიმინალები არიან, რომლებსაც ასი, ორასი, სამასი წელი აქვთ მისჯილი. რამდენი ადამიანიც გამოასალმეს სიცოცხლეს, იმდენი ასი წელი მისცეს. ბრუკლინში რომ ვიჩხუბე ლათინოამერიკელებთან, იმის მერე, აქ გადმომიყვანეს და ხუთი წლით გამიხანგრძლივეს სასჯელი, ასე თქვეს: ჭკუა ვერ ისწავლა და კიდევ რაჟდენ შულაიას დაეხმარაო. მე რომ დამჭირვებოდა და განსაცდელში ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, თავადაც დამეხმარებოდა რაჟდენი. შვიდჯერ შემახეს დანა თავის, მკერდის, მკლავის არეებში, მაგრამ მაინც მოვიგე, რვა კაცი დავანოკაუტე. ამ ამბის მერე ჩემი ხელი დაარეგისტრირეს, როგორც იარაღი და მისი გამოყენება აკრძალული მაქვს. თუ ამ კანონს დავარღვევ, დიდი სასჯელი მემუქრება. ამათ კი არ იციან, სამაგიეროდ, თავი მაქვს დიდი (იცინის), ჩემს მტერს მოხვდა. ჩხუბის საქმე და ჩემი ქულები დაბლა დაეცა და მზად ვარ, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადასაყვანად. ამისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ შალოს, რომელიც ჩემი ქეის-მენეჯერია. ძალიან მაგარი ადამიანია, თუმცა ახლა თავადაც სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს სამუშაოდ. დამინიშნეს ქალი ქეის-მენეჯერი, ასევე მყავს ქალი პოლიციის უფროსი, ქალი მოსამართლე, ქალი ადვოკატი... ცუდად მაქვს საქმე, ქალების ხელში ჩავვარდი (იცინის).
– სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?
– ჩემმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს ჩემი ბრალდება და წელს, დაახლოებით, სექტემბერ-ოქტომბერში ველოდები სასამართლოს. მანამდე არსად არ წავალ, სანამ ჩემს სიმართლეს არ დავამტკიცებ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენი მოწინააღმდეგე, მთავარია, ვინ ხარ შენ. ამერიკელ პოლიციელებს უფრო დაცვას დავარქმევ, რომლებიც უაღრესად პატიოსანი და ვაჟკაცი ხალხია. კონტროლს რომ გავდივარ, სულ წითელს მინთებს (იცინის). ოფიცერი მეძახის: ხურცაი, გადმოდი გვერდზეო. ვეუბნები, იმპლანტები მიკეთია-მეთქი. ვიცი, კლინიკა „ინდიგოში“ თათია ექიმმა გაგიკეთა, მაგრამ ეს ჩემი სამსახურია და უნდა გადაგამოწმოო. ავწევ ხელებს და გაჩხრეკვის დროს გორილასავით ვდგები, თან ვეუბნები: მე ვარ სუფთა კაცი. მერე თვითონაც იგივეს მიმეორებს და თან აყოლებს, მაპატიე, ბატონო „ხურცაიო“. როგორ გგონიათ, ოფიცრები 800-კაციან საპატიმროში ყველა პატიმარს სთხოვენ პატიებას? ნამდვილად არა.
– ამერიკაში ბევრი გიცნობს და მანდაც გყავს გულშემატკივრები? ვარჯიშს ახერხებ?
– ერთი ახალგაზრდა ოფიცერია, ბატონი ბარნერი, მოყვარული მოკრივეა, თან ჩემი დიდი გულშემატკივარი. გვერდით რომ გავუვლი, ხელებს მაღლა ვწევ და ხმამაღლა ვყვირი: ახალი მსოფლიოს ჩემპიონი! ჩემს გეგმებზე მელაპარაკება ხოლმე, მეც ვეუბნები: აქედან, რომ გავალ, ჩემს ქამარზე უნდა ვიჩხუბო WBO ვერსიით, ეს კინო იქნება, ჩემი ჩხუბის წინ ძალიან დავთვრები-მეთქი. მერე ხელს იდებს თავის ფორმაზე, სადაც მისი გვარი წერია და მეუბნება: არ დაგავიწყდეს პატარა ხალხიო. მიყვარს ეს ოფიცერი და საერთოდ, ყველას პოტივს ვცემ. ციხე სამ ნაწილადაა გაყოფილი: ესპანელები, თეთრკანიანი ამერიკელები და შავკანიანები. მე მეოთხე ნაწილში ვარ – ერთკაციანი ავთანდილი. ყველამ იცის, რომ სხვისი არაფერი მინდა და არც ჩემსას გავატან ვინმეს. ერთი სუსტი კაცია, ყველა დასცინის საცოდავს, ამას წინათ ისე დაარტყეს ფეხში, ცრემლებით და ხმით ტიროდა, 50 წლის იქნება. მერე დავფიქრდი, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი სუსტი რომ ვყოფილიყავი. დღის განმავლობაში აქ ბევრი რამ ხდება, რისი დანახვის მერეც უფალს აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა. ვარჯიშს ყველგან ვახერხებ, მათ შორის კამერაშიც. 2-3 საათის განმავლობაში ვვარჯიშობ. ორთაბრძოლის ილეთები აკრძალულია ამ სისტემაში, მაგრამ ყველამ იცის ჩემი პროფესია და როცა ხელებს ვიქნევ, ვითომ ვერ მხედავენ, გვერდზე იყურებიან. კიდევ მოვახდენ სენსაციას, კიდევ გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი!
– პატარა შვილი გყავს, რომელიც შენი დაკავების შემდეგ დაიბადა. არასოდეს გისაუბრია მასზე...
– ორი შვილი მყავს – ტარიელი და ხუთი წლის ომარ ხურციძე. ტარიელი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს ისე მგავს, კბილების განლაგებაც კი ჩემნაირი აქვს (იცინის). ომარი უკრაინაში ცხოვრობს, ისიც საოცრად მგავს. სწორედ მათ გამო არ ვიყენებ საქართველოში გადმოსვლის შესაძლებლობას, რადგან მერე 20 წელი არ მექნება ამერიკაში დაბრუნების უფლება. შემეძლო, ჩემი ციხეში დაჭრა გამომეყენებინა და საქართველოში გადმოვსულიყავი, რადგან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, ამისთვის კორონავირუსიც გამოდგება – დაავადების გავრცელების საშიშროებაა, მაგრამ შვილს ვერ დავტოვებ 20 წლით. ვალდებული ვარ შვილებს, ძმებს ერთმანეთი გავაცნო. ერთხელ მამა დამიჯდა საწოლთან ნასვამი, ცოტა ცრემლი ერეოდა, რა სჭირს-მეთქი, გავიფიქრე. მითხრა: ჭომაში ვიყავი, ურმით შეშა გავყიდე, ვალინკები მეცვა, ძაღლები მახლდა. იქ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, გიცნობდნენ და შენზე ლაპარაკობდნენ. შენი სადღეგრძელო დაილია და მეც გადღეგრძელე, მაგრამ არ გავამხილე, რომ მამაშენი ვიყავი, არ მინდოდა შემერცხვინეო. მაშინ მამას ვუპასუხე, არ მრცხვენია, რომ მშრომელი მამა მყავს, პირიქით, ვამაყობ ამით, ჩემი მშობლების პატიოსნებითა და ჩემი წარსული სიღარიბით-მეთქი. მერე ხუმრობა დავიწყე, ხომ ხედავ, ისეთი „რაზგონი“ მაქვს აღებული, შენ თუ დამალავ, სხვა დაიბრალებს ჩემს მამობას-მეთქი (იცინის). მე მეამაყება ჩემი განვლილი სიღარიბე, ჩემი ცხოვრება და ჩემი თავი.
– რა გენატრება ყველაზე მეტად?
– ყველა და ყველაფერი მენატრება, ჩემი ქუთაისი, ჩემი საქართველო, კიევი, ბრუკლინი, ჩემი დარბაზი, ტრენერები, რომლებიც მელოდებიან... 48 კაცი დაგვიჭირეს, აქედან 46 აგენტობს, თანამშრომლობს პოლიციასთან. ერთი კაცი ვარ, რომელიც არ ვიტყუები და ყველაზე ძნელ გზას ვადგავარ, რაჟდენს არ ვგულისხმობ, რადგან ის პირველი კაცია ამ საქმეში. ჩემს საქართველოში შეიძლება, თვალებდახუჭული ჩამომიტანონ, მაგრამ ბორკილებით – არასოდეს. მე ჩემს სამშობლოში ქამრებთან ერთად დაბრუნება მიყვარს, ჩემპიონის სახელით და არა პატიმრის სტატუსით.

скачать dle 11.3