კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ადამიანის გონების დაუფლების გეგმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ამერიკელი პუბლიცისტი, პროფესიით ფიზიკოსი ჯონ თომასი ამტკიცებს, რომ ფიჭვური (მობილური) კავშირის ანტენები ჯი-5 სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიოზე ბატონობის მაღალტექნოლოგიური იარაღი... ტომასი წერს: „არსებობს საიდუმლო პროგრამა „გონიერი სამყარო“. ეს კი სატანის მიერ მსოფლიოს მართვაა – ყველა ადამიანის გონების დაუფლება, ერთ წერტილში კონცენტრირება, კოლექტიური აზროვნების დამკვიდრება და მათი მართვა. ტექნიკურად ამის განხორციელება შემდეგნაირად ხდება: დაბალსიხშირიანი ტალღები აღწევს ადამიანის სხეულში და ანტენის (მიმღებ-გადამცემის) ფუნქციის მატარებელი ხდება. მობილური კავშირის ანტენები ჯი-5 კი, რომლითაც მთელი მსოფლიოა მოფენილი, უმძლავრეს სიგნალს აწვდის ადამიანის ორგანიზმს და ააქტიურებს, ეგრეთ წოდებულ, „გენეტიკურ ნაგავს“, რომელიც დნმ-ის სპირალებშია მიძინებული. ფაქტობრივად, იქმნება დნმ-ის მესამე სპირალი, სწორედ ეს სპირალი აკავშირებს ინდივიდს უზარმაზარ კვანტურ კომპიუტერთან და მართვაც სწორედ იქიდან დისტანციურად, ყოველგვარი ჩაკერებული ჩიპების გარეშე, დამანგრეველი სპირალის მეშვეობით ხორციელდება.. ეს მართვის სქემაა და აქვს დამხმარე საშუალებებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის მთელი სპექტრი. დამხმარე საშუალებებია სხვადასხვა კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ კოსმოსში გაშვებული თანამგზავრები, რომლებიც დაბალ და მაღალ ორბიტაზე დაფრინავენ და მთელ დედამიწას ფარავენ. თანამგზავრები აღჭურვილნი არიან, ეგრეთ წოდებული, უჯრედოვანი ანტენებით, რომლებიც დედამიწაზე უმძლავრეს გამოსხივებას გადმოსცემენ. მათ კი ადამიანის ორგანიზმში აკუმულირებული ანტენები იღებენ, შემდგომ ეს „მმართველი ინფორმაცია“ „ბლოკ-ჩეინში“ (გლობალურ ქსელში) ფიქსირდება. სწორედ, მისი მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური მართვა. ანუ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანი ამოძრავებს მმართველს (სატანას) კონკრეტულ მომენტში... მოგიყვანთ მაგალითს: დავუშვათ, საჭიროა, რომ მსოფლიოში ცნობილი პიროვნება (მწერალი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი და ასე შემდეგ) წარმოჩინდეს უარყოფითი კუთხით. ასეთ შემთხვევაში მმართველი მძლავრი კომპიუტერის მეშვეობით „უჯრედოვანი ანტენის“ კონკრეტულ ობიექტზე ინდივიდუალურ ფოკუსირებას განახორციელებს. შესაბამისი ინფორმაციით დატვირთული დაბალი სიხშირის ტალღა კი მას ორგანიზმში შეუშვებს. ტალღა მესამე ბინძურ სპირალს აამოქმედებს და ინფორმაციის რეალიზების შედეგად მიზანი მიღწეული იქნება. ანუ, მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით ობიექტი ზომბირებულად იმოქმედებს. იგივე შეიძლება, განხორციელდეს ადამიანთა დიდ ჯგუფზე (ასეულ ათასებსა და მილიონებზეც კი). რაც მეტი რაოდენობის ადამიანების მობილიზება იქნება საჭირო, მით უფრო დაბალი სიხშირის კოსმოსური ტალღები უნდა იქნას გამოშვებული. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია, რომ ათასები დარაზმო, წინსვლის ბრძანება მისცე და კლდეზე გადაჩეხო... შეიძლება, აგრეთვე, გრანდიოზული მანიფესტაციებისა და მიტინგების მოწყობა პოლიტიკური მიზნებით. ასეთი დაბალსიხშირიანი ტალღოვანი მოქმედების დროს ადამიანის ორგანიზმში ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, დნმ-ის მესამე სპირალი მოქმედებას იწყებს, ინდივიდს თავის აუტანელი ტკივილი ეწყება, გონება ებინდება და ასი პროცენტით ექვემდებარება მართვას... ადამიანის დნმ-ის ენერგეტიკული სტრუქტურის ცვლილება საშუალებას იძლევა, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც „მმართველ კომპიუტერშია“, შეუერთო მესამე სპირალებიან დნმ-შეცვლილ (იგივე ტვინშეცვლილი, რადგან ტვინი დნმ-ისგან შედგება) ადამიანებს დაბალსიხშირიანი ტალღების მეშვეობით და ყველაფერი გააკეთებინო როგორც ინდივიდუალურად, ასევე, მასობრივადაც. ამ საშინელებას იმ უხილავმა ძალამ, ვინც დედამიწა და კოსმოსი ამ მიკროტალღოვანი „ობობის ქსელში“ გააბა, „გონიერი სამყარო“ უწოდა. მე კი მას თავის სახელს დავარქმევ და ვიტყვი, რომ გონიერი სამყარო სატანის საშინელი მმართველობის პროგრამაა...“

скачать dle 11.3