კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№19 როგორ იძია შური მშობლების მკვლელობისთვის 23 წლის გოგონამ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით...
სტილისტი პეწია
  ენრიკო ქვარიანს გაეღვიძა და მის წინ ხანჯალშემართული უცნობი დაინახა, რომელიც მას ცივ იარაღს ურტყამდა. ენრიკო მარჯვნივ გაცურდა და მოქნეული ხანჯალი აიცილა. უცნობს კი გვერდიდან ეტაკა და საწოლზე დასცა. მომხვდურს თავისივე ხანჯალი გულში გაერჭო და მისი პირიდან სისხლმა იფეთქა. ენრიკომ უცნობს ლოყებზე მოუჭირა ხელი და დაუღრიალა:
– ვინ გამოგგზავნა ჩემს მოსაკლავად, შე ნაბოზარო, თქვი, თორემ ხანჯალს დაგიტრიალებ...
უცნობმა უკანასკნელი სუნთქვა ამოუშვა.
  ხმაურზე ვანდას გამოეღვიძა, რომელიც იქვე იწვა და როდესაც ეს საშინელი სურათი იხილა, ისტერიკაში ჩავარდა და საძინებლიდან გავარდა...
  48 წლის ენრიკო ქვარიანი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და მას მისი სასტიკი კოლეგებიც კი ერიდებოდნენ. ენრიკო 23 წლის მეუღლესთან, ვანდასთან ერთად ცხოვრობდა. ქვარიანზე თავდასხმა ენრიკოს წყნეთის აგარაკზე მოხდა, სადაც უცნობი ღობეზე გადაძვრა და მის საძინებელში შეიპარა, თუმცა თავადვე დაიღუპა. ქვარიანს წყნეთში სულ ორი მცველი ჰყავდა, რომლებსაც ეძინათ და ხმაურზე გამოეღვიძათ. უცნობი მათ თბილისში ჩაიყვანეს და მტკვარში გადააგდეს, თან დაადგინეს, რომ ის 24 წლის სტილისტი პეტრე ზაზროევი იყო, რომელსაც სტილისტ პეწიას უწოდებდნენ. ქვარიანმა ვერ გაარკვია, რატომ აპირებდა პეწია მის მოკვლას. ბოლოს იფიქრა, ალბათ, ვინმე მისი ახლობელი ადრე ძალიან გავამწარე და სამაგიეროს მიხდიდაო. თუმცა ზაზროევი ობოლი იყო, უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა და შორეული ნათესავიც კი არ ჰყავდა. ენრიკო ქვარიანმა ამ შემთხვევის გამო მცველები გაყარა. შემდგომ კი სამი პროფესიონალი დაიქირავა და მათ გარეშე ნაბიჯსაც არსად დგამდა...
ფარული გამოძიება
  თავდასხმიდან რვა თვის შემდეგ ენრიკო ქვარიანი წყნეთის აგარაკზე, იმავე საძინებელში იპოვეს მკვდარი. ვანდა ამ დროს თბილისში, თავის ფეშენებელურ ბინაში იმყოფებოდა. როდესაც მას ქმრის სიკვდილის ამბავი შეატყობინეს, საშინელი ისტერიკა დაემართა და სამი დღე გონებაზე არ იყო. ქვარიანი თანამოძმეებმა შესაბამისი პატივით დაკრძალეს და როდესაც „სხოდკაზე“ შეიკრიბნენ, აღმოჩნდა, რომ 2 მილიონი დოლარის „ობშჩიაკი“ დაიკარგა, რომელსაც ენრიკო ინახავდა. კრიმინალებმა ენრიკოს დაცვა „დააკაჩავეს“, თანაც ისე, რომ ერთ-ერთი შემოაკვდათ, მაგრამ ვერავინ გამოტეხეს ფულის მოპარვასა და ქვარიანის მოწამვლაში, რაც ენრიკოს გაკვეთამ აჩვენა. კრიმინალური ავტორიტეტი თაგვის წამლით იყო მოკლული, რომელიც კონიაკში გაერიათ. „შავებმა“ ვანდაც გამოჰკითხეს, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ გოგონა ძლიერ სტრესში იყო და თავი დაანებეს. პარალელურად კი, დაკარგული „ობშჩიაკის“ ძებნას შეუდგნენ, თან ფარულ გამოძიებას ახორციელებდნენ...
  ფარულად იძიებდა ამ საქმეს უშიშროების პოლკოვნიკი ერასტი ოძელაშვილიც, რომელიც ქვარიანის კურატორი იყო, რადგან ენრიკო ორგანოებთან იყო შეკრული. კოლეგებზე მათ ინფორმაციებს აწვდიდა და ამით უშიშროების მაღალჩინოსნებიც კმაყოფილი ჰყავდა და თავადაც სარგებლობდა.
ენრიკოს კოლეგებისგან განსხვავებით, 42 წლის პოლკოვნიკი ერასტი ოძელაშვილი პროფესიონალი „ჩეკისტი“ იყო და არ გასჭირვებია იმის დადგინა, რომ ენრიკო, სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ, ვანდამ მოკლა, „ობშჩიაკიც“ მანვე გაიტაცა და ახლა შეშლილის როლს თამაშობდა. ამიტომ, პოლკოვნიკმა ვანდას ფარული „დაკაჩავება“ და სიმართლის გაგება გადაწყვიტა, რის მერეც ის 2 მილიონს მიითვისებდა და ვანდას გააქრობდა. თუმცა, როდესაც 42 წლის პოლკოვნიკმა ვანდა მოიძია, გოგონა ვერსად აღმოაჩინა და მისი ტოტალური ძებნა დაიწყო. 23 წლის ულამაზეს ქვრივს საგანგებოდ ეძებდნენ და ამ საქმეში სერიოზული ძალები იყო ჩართული...
პროკურორის ქალიშვილი
  23 წლის ვანდა იორდანიშვილი, სინამდვილეში კი სვეტლანა კოლცოვა ოძელაშვილის მაძებრებმა ლარსის გამშვებ პუნქტზე მალხაზ გეგეშიძესთან ერთად აიყვანეს, რომელიც ქვარიანის დაცვაში მუშაობდა. 32 წლის გეგეშიძე ვანდას საყვარელი იყო და გოგონამ, სწორედ, მისი შეკვეთით მოწამლა თავისი ქმარი. წამების მიუხედავად, მალხაზი ვერ აალაპარაკეს და თავი დაანებეს. წყვილს 2 მილიონი დოლარი და მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა აღმოუჩინეს, რომელიც მათ რუსეთში გადაჰქონდათ. სიტუაცია ისეთი იყო, რომ ოძელაშვილი ორ ადამიანს ვერ გააქრობდა. მათი შეპყრობის ფაქტიც მრავალმა ადამიანმა იცოდა. ამიტომ წყვილს ოქმი შეუდგინეს, ქონება ჩამოართვეს, შემდგომ კი თბილისში წამოიყვანეს ორი მსუბუქი მანქანით. თუმცა, დუშეთთან მალხაზ გეგეშიძემ გაქცევა მოახერხა. მან ორი გამყოლი განაიარაღა და გაკოჭა. შემდგომ მათ მძღოლიც მიაყოლა და მანქანით გაიქცა. შემდეგ ის მანქანა ერთ-ერთ მთიან სოფელში იპოვეს. თავად გეგეშიძეს კი ვერსად მიაგნეს. სამაგიეროდ, ვანდა ჩამოიყვანეს თბილისში და როდესაც მისი იდენტიფიკაცია მოხდა, გაირკვა, რომ სვეტლანა კოლცოვა მოსკოველი პროკურორის, ალექსეი კოლცოვის ერთადერთი ქალიშვილი იყო. 14 წლის წინ პროკურორი და მისი მეუღლე მათსავე სახლში მოკლული აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელს ვერ მიაგნეს, ნათელი იყო, რომ პროკურორი ორგანიზებულმა დამნაშავეებმა გაისტუმრეს საიქიოში, ვისაც ის სასტიკად ებრძოდა. სვეტლანას თქმით, გოგონა 9 წლის იყო, როდესაც თვალწინ მშობლები დაუხოცეს და სვეტა იმან იხსნა, რომ ის კედლის სამალავში იყო მიმალული, რომლის შესახებაც ბოროტმოქმედებმა არაფერი იცოდნენ. სვეტას დედ-მამა ქვარიანმა დახოცა, რომელიც მაშინ 34 წლის იყო და მოსკოვში მოღვაწეობდა. სწორედ ამის მერე გადაწყვიტა სვეტამ შურისძიება და ჯერ ვინაობა გამოიცვალა, შემდგომ კი ენრიკოს დაუახლოვდა, მას ცოლად გაჰყვა და შურიც იძია. სვეტა გაასამართლეს და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ვარდების რევოლუციის შემდეგ გოგონა ციხიდან გამოუშვეს და ის პოლონეთში გაემგზავრა. სავარაუდოდ, დღესაც ცოცხალია. მალხაზ გეგეშიძის კვალს კი ვერსად მიაგნეს ის დღემდე ძებნილია. ხოლო რაც შეეხება პოლკოვნიკ ოძელაშვილს, ის ახალმა მთავრობამ დააპატიმრა და ციხეში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3