კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№19 როგორ უნდა დაიტენიანოთ ხვეული თმა სახლის პირობებში და გაიკეთოთ მასზე ლამინირება

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ხვეული თმა ბოლოებში თხელი და მშრალია. ამიტომ, ხშირად გოგონები ვარცხნის დროს თმის ცვენისა და ზრდის პროცესის შენელების პრობლემებს აწყდებიან. მართალია, ხვეული თმა ლამაზია, მაგრამ ის განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, ასევე, თმის ლამინირების ნიღბის რეცეპტს, რომელსაც სახლშიც მარტივად დაამზადებთ.
* ხვეული თმაზე ზრუნვის დაწყებისას, პირველ რიგში, ყურადღება შამპუნის არჩევას უნდა მიაქციოთ. შამპუნი ხვეული თმისთვის სხვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ასეთ შამპუნებში საკმაო რაოდენობის ზეთია – ჟოჟობას, ნუშისა და ასე შემდეგ. ისინი თმის გაძლიერებას უწყობენ ხელს, კვებავენ თავის კანს და ცხიმის ჯირკვლის მუშაობას არეგულირებენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიოთ შამპუნი, რომელიც თმას მოცულობას მიანიჭებს. სილიკონები, რომლებსაც ასეთი საშუალებები შეიცავენ, თმას ტენს ართმევენ, კიდევ უფრო მტვრევადს ხდიან და აფუებენ.
* შამპუნის გარდა, თქვენ გჭირდებათ დამატებითი საშუალება ბალზამისა და კონდიციონერის სახით. ისინი თმის ხვეულებს გაასწორებენ და არ დამუხტავენ. ასევე, დაგიცავენ ბოლოების გაყოფისგან.
* ხუჭუჭა თმისთვის კარგია ისეთი პროცედურა, როგორიცაა ლამინირება. ეს უკანასკნელი თმის არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს აუმჯობესებს, არამედ აჯანსაღებს და უფრო დამყოლს ხდის მას, მატებს ბრწყინვალებას, დაზიანებულ თმას სიცოცხლეს უბრუნებს.
ეს პროცედურა სახლის პირობებში შეგიძლიათ, ჟელატინის დახმარებით ჩაიტაროთ. ასეთი პროცედურა თმის ბევრ პრობლემას მოგაშორებთ – დაზიანებულ, გაყოფილ ბოლოებს, თხელ და მტვრევად ხვეულებს და თმას, სიძლიერესა და ბრწყინვალებას მიანიჭებს. ამისთვის დაგჭირდებათ 1 გრამი ჟელატინი, 3 სუფრის კოვზი ადუღებული და შემდეგ გაგრილებული წყალი, ნახევარი სუფრის კოვზი თმის ბალზამი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ჟელატინს დაუმატეთ გაგრილებული მდუღარე წყალი და კარგად აურიეთ. თავსახური დაახურეთ და 20 წუთი გააჩერეთ გასაფუებლად. მიღებულ ნარევს დაუმატეთ თმის ბალზამი, რომელსაც ჩვეულებრივ, თმის დაბანის დროს იყენებთ, შემდეგ კი – ლიმონის წვენი. თმა წინასწარ შამპუნით ჩამოიბანეთ, შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ ისე, რომ თმა ოდნავ სველი დარჩეს და წაისვით ნარევი. შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ზემოდან კი – პირსახოცი. გაიჩერეთ 1 საათი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  მოცემული პროპორციები მოკლე თმაზეა გათვალისწინებული. ხოლო, გრძელი ხვეული თმის მქონე ადამიანებმა, რაოდენობა უნდა გაზარდონ.
ასე რომ, არაა საჭირო ყოველდღე ფენით თმის გასწორება, ცოტაოდენი ძალისხმევა და თქვენი ხვეული თმები, დამყოლი და ბრწყინვალე გახდება.
скачать dle 11.3