კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№19 რა გაფრთხილება მისცა ღმერთმა ქრისტიანებს პანდემიით და დაწყებულია თუ არა სამყაროს დასასრული

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  დღეს არსებული მდგომარეობისა და ქრისტიანების სწორი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– შევთანმხდეთ ერთ საკითხზე, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, ამიტომ ამას შეგვიძლია, ვუწოდოთ განსაცდელი. წმიდა მამათა განმარტებით, განსაცდელს აქვს სამი სახე. პირველი: ცოდვებისგან გამოწვეული. დავით მეფსალმუნე ამბობს, რომ ყველა ადამიანი ცოდვილი იბადება და ნურავისკენ გავიშვერთ ხელს, რომ მის გამო, ამ ადამიანის, ამ ქვეყნის გამო ხდება ეს ყველაფერიო. მეორე: ეს არის ის, რომ განსაცდელს ჰქონდეს შემეცნებითი ხასიათი. განსაცდელი იმიტომ ხდება, რომ უნდა გამოსწორდეს ადამიანი, უნდა მიხვდეს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ მას ეს განსაცდელები და მსგავსი პრობლემები წინა ცხოვრებამ დაატეხა. მესამე: რათა გამომჟღავნდეს, ვის როგორი რწმენა აქვს და ვის როგორ უყვარს უფალი. დღეს ერი აბრალებს ბერს, ბერი აბრალებს ერს, უცნაური ქმედებებია ექიმებისგან, მთავრობის წარმომადგენლებისგან, ჩვენ სასულიერო პირებიც ხშირად განვიკითხავთ ერთმანეთს. თუ პანდემიის პერიოდში ჩვენს ცხოვრებას სხვებზე გადაბრალებაში გავატარებთ, დიდხანს მოგვიწევს ამ მდგომარეობაში ყოფნა. მთავარია, მივხვდეთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ისე რომ სხვას არაფერი დავაბრალოთ და პრობლემა საკუთარ თავში დავინახოთ. დღეს გარკვეული გრიპის გამო არ მივდივართ ეკლესიაში, თავს ვიკავებთ და ხვალ ხომ შეიძლება; უფრო დიდი პრობლემა გაგვიჩნდეს და მერე როგორ იქნება ჩვენი ცხოვრება, რას გავაკეთებთ? ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ის ადამიანები, რომლებიც ხვალ და ზეგ ეკლესიაში უნდა მისულიყვნენ, რომ დაინახავენ როგორ იქცევიან მათი მშობლები, ოჯახის წევრები, სასულიერო პირები, ნათესავები, რომელებიც მთელი ცხოვრება ეკლესიაში დადიოდნენ, არიგებდნენ ჭკუას, უყვარდათ ქრისტე და ახლა ჩაიკეტნენ სახლში, ისეთი სახით იყურებიან, თითქოს მათთვის ყველაფერი დასრულდა. ამიტომ, თუ ოჯახში არ გყავთ რისკის მქონე ადამიანი, მოდით ეკლესიაში, არაფერი გიშლით ხელს, გარდა მცირედმორწმუნეობისა, შიშისა და ვაიმე, რამე დამემართებაო. მეც ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ქუჩაში ან სადმე არ გადაგედებათ ვირუსი, მაგრამ ექიმები ხომ ამბობენ, რომ ეს კორონა ჩვეულებრივ გრიპზე სუსტი ყოფილა, რომელიც არ კლავს. უფალმა დაგვანახვა: თქვენ, ქართველებო, ასეთი ერთგულები რომ იყავით, ყველას განიკითხავდით: ამერიკა ჩაიძირება, რუსეთი განადგურდებაო, თქვენ რა დაგემართათ? უფლის კვართი ხომ თქვენთან არის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხართ და გრიპმა შეგაშინათ?
– მამაო, რა არის ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი?
– ქრისტიანობაში მთავარი არის ძიება, პოვნა და სიარული. თუ მოძიებული გყავს ღმერთი, რომელიც ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მაშინ უნდა გაჰყვე მას. და თუ მიჰყვები, მაშინ შუა გზაში არ უნდა ჩამოჯდე. ჩამოჯდომა ნიშნავს იმას, რომ წინ აღარ მიდიხარ და ეს უკვე დაღუპვაა. თუ სახლში რჩებით, ტელევიზორები მაინც გამორთეთ, სოციალური ქსელები, რადგან ამ ყველაფერს ფსიქოზამდე მივყავართ. აიღეთ ხელში სახარება, წავიდეთ ეკლესიაში, ჩვენს გულში ჩავილაპარაკოთ: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, შემინდე, რომ ამ რაღაც ვირუსმა დამაბრკოლა, შემაშინა. გამაძლიერე რწმენაში, რომ ასეთი რამ აღარ დამემართოს. ეშმაკმა გაიხარა, როცა ბევრი ადამიანი დაჯდა სახლში ცრუ გრიპის გამო, რაშიც მალე დავრწმუნდებით. ასე მოუმზადებლები ვერც ანტიქრისტეს შევხვდებით და ვერც ქრისტეს შევეგებებით. გარკვევით ამბობს მაცხოვარი მათეს სახარებაში: ეს სახარება სასუფევლის შესახებ ექადაგება მსოფლიოში ყველა ხალხს და შემდეგ მოხდება ქვეყნის აღსასრულიო.
– ახლა დაწყებულია ეს პროცესი?
– წინ ჯერ კიდევ ბევრი კატაკლიზმებია და ნუ ჩაიქნევთ ხელს, ნუ იქნებით დაზაფრულები, ოჯახის წევრებზე იფიქრეთ. მონამ არ იცის, როდის მოვა მისი ბატონი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ლოცვით, ზიარებით. განსაკუთრებულად არის გამახვილებული ყურადღება ზიარებაზე, ეკლესიაში არ წასვლაზე. ასეთი რამ აღარ უნდა გამეორდეს, ერი და ბერი ერთად უნდა ვიყოთ. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ, სასულიერო პირები, ფანატიკოსები ვართ, არაპროგრესირებადი. მრისხენება, განკითხვები გვახასიათებს. თუ მობრძანდებით და ახლოს გაგვეცნობით, მიხვდებით, რომ ჩვენ სიყვარულის მსახურები ვართ, ჩვენს ღმერთს სიყვარული ჰქვია და ჩვენ არავის წარწყმედა არ გვსურს. გვინდა, მოვიდნენ ჭეშმარიტებასა შინა და ყველა ადამიანი ცხონდეს. როგორც ადრე ხდებოდა გარკვეული კატაკლიზმები, დღესაც მსგავსი განსაცდელი დაგვატყდა თავს, რადგან ღმერთს არ მოსწონს ჩვენი ცხოვრება და ეს ღვთის რისხვის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ. ადრე გარკვეულ ქვეყნებში ხდებოდა და ვამბობდით, რომ მათი ცხოვრების წესის გამო მოხდაო. ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ყველგან ერთი და იგივე ხდება, ერთი და იგივე ცხოვრებაა, უღმერთობა, ვითომ ქრისტიანობა, ვითომ ლოცვა. ფარისევლები და მწიგნობრები არიან, მორწმუნე ადამიანების რიცხვი კი შემცირდა. ამიტომ ღმერთმა მოგვცა გარკვეული გაფრთხილება, რეპეტიცია და თუ ამას არ გავითვალისწინებთ, უფრო უარესი განსაცდელი მოხდება. ყველა იმაზე ვფიქრობთ, რომ კარანტინი მალე დასრულდეს და იმავე ცხოვრებას დავუბრუნდეთ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვეშლებოდა, სანამ პანდემია დაიწყებოდა, როგორი იყო მანამდე ჩვენი ცხოვრების წესი, ადამიანობა, სიყვარული. არ გვქონდა ეკლესიაში მისვლის დრო, განვიკითხავდით ყველას და აღმოჩნდა, რომ ყველა ერთ სიტუაციაში ვართ, ყველა ქვეყანას მოუვლინა ღმერთმა განსაცდელი. თუ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, დასკვნა უნდა გამოიტანო, რომ შეიძლება, ეს შენი ბრალი იყოს.

скачать dle 11.3