კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ყველაზე მთავარი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


  ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი, რომელიც საკუთარ თავში არ მოგვწონს… მაგრამ აუცილებელია, გავაცნობიეროთ ერთი საკვანძო ჭეშმარიტება – ეს არავის ანაღვლებს!
გიფიქრიათ რატომ ცდილობს ადამიანი, ლამაზად ჩაიცვას? ის ფიქრობს, რომ გარშემო ყველა მას უყურებს. მას ჰგონია, რომ ყველა მასზე ფიქრობს და აფასებს. სინამდვილეში ასე არაა. ადამიანების უმრავლესობას არ უნდა, გაიგოს მარტივი ჭეშმარიტება – სინამდვილეში, თქვენ არავის ადარდებთ და თქვენც არ გადარდებთ არავინ, გარდა იმ პირებისა, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის.
  საქმე ისაა, რომ უბრალოდ, ასე გასწავლეს. უსმენდით მშობლების, უფროსების საუბარს და გააკეთეთ „ტოქსიკური“ დასკვნები, რაც ღრმად ჩაჯდა ქვეცნობიერში და თქვენი „მე-ს“ ნაწილად იქცა. დღეს კი, სწორედ თქვენ მიერ ბავშვობაში გაკეთებული ეს დასკვნები ძალიან სერიოზულად გზღუდავთ და გიშლით ხელს თვითდამკვიდრებაში.
  გაიხსენეთ თქვენი ნაკლი, რომელიც გბოჭავთ და მოსვენებას გიკარგავთ. შემდეგ მიმოიხედეთ გარშემო. გაიხსენეთ, რამდენი წარმატებული ადამიანია, რომლებსაც საერთოდ არ უშლით ხელს თავიანთი ნაკლი. ისინი არაფრით გამოირჩევიან თქვენგან – ზუსტად ისე იღვიძებენ დილით და ზუსტად ისეთი ტვინის აგებულება აქვთ, როგორიც – თქვენ. ანუ, ისინი ზუსტად თქვენნაირი ადამიანები არიან. უბრალოდ, მათ შეცვალეს საკუთარი აზროვნება – გააფართოეს ცნობიერება. ვერავინ და ვერაფერი გადაგვარჩენს, თუ ცოტა მაინც არ გადავალთ ჭკუიდანო, – ამბობდა სტივ ჯობსი. იქნებ, ეს გახდეს თქვენი უპირატესობა და „ოქროს გასაღები“, რომელიც ყველაზე მთავარს – ბედნიერების კარს აღებს.
მარადიული კითხვა

  მარადიული კითხვა – „რა სურთ მამაკაცებს“, რომელზე პასუხიც არც თუ ძნელი გასაცემია, ბევრ ქალს საგონებელში აგდებს.
კლასიკაა ის, რომ ყველა კაცს მოსწონს მოვლილი, ლამაზი ქალი. ის ასევე, უნდა იყოს მომხიბლავი ღიმილით, ზომიერი ინტელექტითა და გულწრფელობით. ხან მშვიდი, ხან ემოციური, ხან კი, უბრალოდ, არაპროგნოზირებადი, ამასთან, ვიზუალურად და შინაგანად ნატურალური.
ქალები საყვარელ მამაკაცს უნდობლად უყურებენ და თავს კითხვებით იტანჯავენ – რა უნდა? ნეტავ გამაგებინა, ახლა რას ფიქრობს? რა სჭირდება?.. არადა, სინამდვილეში, არანაირი განსაკუთრებული, ზებუნებრივი და არარეალური სურვილები პატივცემულ მამაკაცებს არ აქვთ, პირიქით, მათი „მოთვინიერება“ ისეთივე მარტივად განსახორციელებელია, როგორც მაგალითად, გემრიელი სალათის მომზადება. მთავარია, ყველა „ინგრედიენტი“ საგულდაგულოდ შეარჩიოთ და სიამოვნებით და ღიმილით გააკეთოთ. ფაქტია, კერძი მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ ჩვენი განწყობა დადებითია.
  ყველა მამრს მოსწონს მდედრი, რომელიც მისთვის ამზადებს. რატომ არ უნდა შეუქმნათ კომფორტი თქვენი ოცნების მამაკაცს. გაარკვიეთ, რა უყვარს თქვენს პარტნიორს და შეეცადეთ, ასიამოვნოთ – არ დაგავიწყდეთ, მთავარია კომფორტი! მიეცით საშუალება, სადაც მას სურს, იქ მიირთვას – სამზარეულოში, ტელევიზორთან დივანზე თუ საწოლში (გასაგებია, რომ ვერ ვიტანთ). მიართვით, მოემსახურეთ, ოღონდ, რაც მთავარია, გააკეთეთ ეს სიამოვნებით, ღიმილით, მიეცით საშუალება, თავი შაჰად იგრძნოს, სამაგიეროდ, თქვენ მისი ჰარამხანის ერთადერთი სასურველი ბინადარი იქნებით.
დაუთმეთ მამაკაცს საწყისი ასპარეზის დომინანტური როლი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თქვენს ბუნებაში არ ჯდება. აი, შემდეგ კი იყავით გულწრფელები და რაც მთავარია – თავისუფლები საკუთარ სურვილებში.
ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენს რჩეულს, დაუტოვეთ მას თავისი სივრცის, თუნდაც, სულ მცირე ნაწილი აუთვისებელი, ნუ ჩაერევით მკვეთრად მის ურთიერთობაში მეგობრებთან და ახლობლებთან, მიეცით საშუალება, მშვიდად უყუროს ფეხბურთის მატჩს და საყვარელ ფილმებს, ხანდახან უთქვენოდ. ნუ მოახვევთ თავს დაუსაბუთებელ ეჭვიანობას და ნუ გაუმართავთ სცენებს, კაცებს სძულთ ქალის ნორმად გადაქცეული პრეტენზიული ტონი. გაითვალისწინეთ, მამაკაცისთვის სასურველ ქალთან ყოფნა განტვირთვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და თუკი ეს ყოველდღიურ ქარიშხლად გადაიქცევა, ის აუცილებლად მოძებნის სხვა მყუდრო ნავსაყუდელს.
ქალებო, შეეცადეთ თქვენი ოცნების მამაკაცს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუქმნათ მცირე, უხილავი, მაგრამ საჭირო კომფორტი. ნუ შეეცდებით მის შეცვლას, ყველაზე წვრილმან საკითხებშიც კი, რადგან თქვენი მცდელობა სრულიად ამაო იქნება, ურთიერთობა კი უსიამოვნოდ დაიძაბება.

ურთიერთობის
პრობლემები

  ამბობენ, რომ არ არსებობს ურთიერთობა პრობლემების გარეშე – ანუ, კრიზისი და გაუგებრობები ყველა წყვილის ხვედრია. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დროა, სერიოზულად გაარკვიოთ ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან. ვეცდებით დაგეხმაროთ.
  ოჯახი და ახლო მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ მამაკაცს აღარ უნდა, რომ თქვენს საყვარელ ხალხს შეხვდეს, მაშინ ეს მართლაც პრობლემაა. რატომ არიდებს მათ თავს? რა ხდება? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ნელ-ნელა კრიზისი ღრმავდება? ყურადღებით იყავით.
  როცა ამჩნევთ, რომ მისი ლექსიკონიდან გაქრა სიტყვა „ჩვენ“. ის უკვე საუბრობს მომავალზე, რომელშიც თქვენ არ ხართ. ანუ, თუ ის მომავალზე ისე საუბრობს, რომ არ გახსენებთ, გადაწყვეტილება ქვეცნობიერად მიღებული აქვს. თქვენს ცხოვრებაში რაღაც უარყოფითად შეიცვლება.
  ხშირად მამაკაცმა არ იცის, რა უნდა. გამუდმებით იცვლის აზრს და არ ფიქრობს რეალურად, განსაკუთრებით, როცა საქმე თქვენ გეხებათ. გეკამათებათ, გედავებათ წვრილმანებზე. წამოხტება და გარბის, როცა საუბრის დაწყებას აპირებთ. თავს გარიდებთ... პრობლემა სერიოზულია.
  ბევრი არაფერი იცით მის შესახებ – როცა მას უყურებთ, აცნობიერებთ, რომ მას არასდროს მოუყოლია ბევრი თავის შესახებ. თქვენ საუბრობთ, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად, სინამდვილეში კი არ იცით, რა სიმართლე იმალება ღრმად.
თუ ის პრიორიტეტს არ განიჭებთ – როცა გინდათ, გააკეთოთ რამე, მაგრამ გრძნობთ, რომ მისთვის მეორეხარისხოვანი ხართ. თუ მისთვის პირველი არ ხართ, სჯობს, სულ არ იყოთ.
  როცა სალაპარაკო არ გაქვთ – საუბარი ადამიანთან, რომელიც გიყვარს, ადვილი უნდა იყის.
არ შეხვედრიხარ მის მეგობრებს, ოჯახს – რაღაც მიზეზების გამო, ის გარიდებთ მათგან და დროს მხოლოდ თქვენთან ატარებს. ხშირი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, თქვენ ორს შორის აუცილებელია, თუმცა თქვენ გინდათ, მისი ცხოვრების ნაწილი იყოთ და ეს მის მეგობრებსა და ოჯახსაც გულისხმობს.
  ბოლოს როდის იყავით ერთად – თუ ეს აღარც გახსოვთ, დიდი შანსია, რომ მას არ უნდა, თქვენთან დროის გატარება. თქვენ უნდა არჩიოთ ის, ვისაც თქვენთან უნდა ყოფნა.
скачать dle 11.3