კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როდის გადააქვს ღალატი ქალს უფრო „გმირულად“ და რატომ არ არსებობს ქალური სოლიდარობა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ქალების ცხოვრება რამდენიმე რთული ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის გადალახვისას ისინი ფსიქო-ემოციურ სტრესს იღებენ და ეს ნამდვილად არ არის მარტივი. თითქოს ყოველ ნაბიჯზე უწევთ საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ არაფერი შეეშალათ, რომ სხვანაირად, უბრალოდ, ვერ მოიქცეოდნენ. შეიძლება, მამაკაცებსაც არ ულხინთ, მაგრამ მათ იმის ფუფუნება მაინც აქვთ, რომ ეგოისტები იყვნენ.
  მაკა (39 წლის): მამაკაცები ძალიან ეგოისტები არიან. მაშინაც კი, როცა ქალი უყვართ. დიახ, ეს ასეა. ამ დროსაც კი საკუთარი თავი უყვართ. შემედავებით, თუმცა, თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რა არის რეალობა. მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა და ბევრი რამ მასწავლა. ისეთ რაღაცებს აკეთებდა ჩემი გულისთვის, მეგონა, ჩემს ქმარს ვუყვარდი. თავიდან ვწვალობდი. მიყვარდა, მაგრამ ვმალავდი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მისი გრძნობა ნამდვილი იყო.
– არ იყავით დარწმუნებული მის სიყვარულში? რატომ?
– როგორ გითხრათ. ზოგადად, იმ სტერეოტიპს ვიზიარებდი, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცს თუ უნდა, სიყვარულსაც ოსტატურად თამაშობს. მშვენივრად მოგატყუებს. არ გაუჭირდება, თავი ისეთ რაინდად მოგაჩვენოს, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ამ ყველაფერს რომ ვაცნობიერებდი, ვცდილობდი, ჩემი თაყვანისმცემელი ბოლომდე გამომეცადა, რომ მერე სინანულს არ გავეტანჯე. წელიწად-ნახევარი აჩრდილივით უკან დამდევდა. უსიტყვოდ ხვდებოდა, რა მინდოდა. რა გამიხარდებოდა ან მეწყინებოდა. ისეთი რაღაცებიც გაუკეთებია, მისგან არაფრით რომ არ ველოდი.
– სიურპრიზებს გულისხმობთ?
– დიახ. ყველანაირად მანებივრებდა. მარტო ფულს კი არა, დიდ ენერგიას, რესურსს ხარჯავდა. დავრწმუნდი, რომ ვუყვარდი. გადაწყვეტილება მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ შედეგზე არ მიფიქრია. ბედნიერიც ვიყავი. ზოგი ქალი ისე ასრულებს ცხოვრებას, რომ ქორწინებაში ერთი დღეც არ არის ბედნიერი. მე კი ასეთი ხასიათი მაქვს, რისიც მჯერა, იმისთვის ბოლომდე ვიბრძვი. უკან არ ვიხევ. მძიმე პერიოდში, როცა ჩემს ქმართან ურთიერთობა მეძაბება და მიმწვავდება, სწორედ იმ ბედნიერ წუთებზე ვფიქრობ, რომლებიც გვქონდა, თან, არც თუ ისე ცოტა.
– გული მაინც გეტკინათ და იმედგაცრუება თავიდან ვერ აიცილეთ?
– ვერა და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც გარდაუვალია, იმას ვერ შევცვლი, ვერც ვერავინ შეცვლის. აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს ორსული ქალები აღარ მოსწონდა. ვეცოდებოდი. უსუსურ არსებად მივაჩნდი. მისთვის აღარ ვიყავი სრულფასოვანი ქალი, რომელიც შეიძლება, გინდოდეს ან გიყვარდეს.
– თქვენთან ილაპარაკა ამაზე?
– სამწუხაროდ, ჩემთან არა. ნეტავი, ასე ყოფილიყო. ილაპარაკა სხვა ქალთან. ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი და გამანადგურებელი, რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. წარმოიდგინეთ, ექვსი თვის ორსული ვიყავი, ისედაც არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად და უცებ ეს მესიჯები რომ წავიკითხე, მეგონა, გავგიჟდებოდი.
– მესიჯებს სხვა ქალს სწერდა?
– დიახ. იმ წუთშიც და მერეც, ჩემთვის საერთოდ არ ჰქონია მნიშვნელობა, ვინ იყო ის ქალი. სიყვარული იყო უკვე თუ უბრალოდ, „ეჩალიჩებოდა“. არ ვიცი, სწორად გამოვთქვამ აზრს თუ არა, მაგრამ ჩემთვის ღალატი ამაზე მეტი არ არის. უფრო სწორად, ზუსტად ამას აღვიქვამ საშინელ ღალატად, გულს რომ გაგიხეთქავს, ისეთად. მე აღარაფერი ვიყავი ჩემი ქმრისთვის, აღარ ვუნდოდი. სიყვარულზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ინტიმურ წვრილმანებს უზიარებდა ვიღაცას. ჩვენს ცხოვრებაში შემოუშვა და ჩვენს ურთიერთობაში ხელების ფათურის უფლება მისცა. რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, იმასთან იწვა თუ არა. მოკლედ, აშკარა იყო, ჩემი ქმარი ნუგეშს სხვა ქალთან ეძებდა. მე არაადამიანური მოთმინებით ვკითხულობდი მათ მიმოწერას და გულს ვიხეთქავდი.
– ქმრისთვის არაფერი გითქვამთ?
– არა, რა თქმა უნდა, რომ მეთქვა, მისგან უნდა წავსულიყავი კიდეც. მე კი საამისოდ მზად არ ვიყავი. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის მარტო გაზრდა გამიჭირდებოდა. ვგრძნობდი, ჩემი მოღალატე ქმარი ისევ მიყვარდა.
– ქმართან დაშორებაზე საერთოდ არ გიფიქრიათ?
– მიფიქრია. ვერ მოგატყუებთ. საშინლად განვიცდიდი და ვცდილობდი, ქმრის საქციელისთვის რამე გამართლება მომეძებნა. ვერ წარმომედგინა, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემ მიმართ ჰქონდა, ასე როგორ უნდა გაცივებულიყო. ვიცოდი, ჩემს მდგომარეობაში ამდენიც რომ არ უნდა მენერვიულა. სხვათა შორის, ჩემი ქმარი მზრუნველობას იჩენდა. დელიკატესები მოჰქონდა, ექიმთან დამყვებოდა, მაგრამ მისი საყვარელი ქალი აღარ ვიყავი.
– რა გამოსავალი იპოვეთ?
– არანაირი. გამოსავალი არც მიძებნია. ჩემს სიტუაციაში მარტო ის შევძელი, თავი მენუგეშებინა და გიჟივით მეკითხა მესიჯები. უცებ საოცარი რაღაც მოხდა: იმ ქალმა ჩემ მიმართ მოულოდნელი სოლიდარობა გამოიჩინა. არ ვიცი, მართლა შევეცოდე თუ ჩემი ქმრის მიმართ არ ჰქონდა სერიოზული ინტერესი, მაგრამ ჩემი ქმარი „ნამუსზე შეაგდო“ – შენი ცოლი გიყვარსო. უბრალოდ, ახლა ვერ ხვდები ამას, მომავალ შვილზე ეჭვიანობ, რადგან ამ ეტაპზე თქვენ შორის დგასო. მოკლედ, დააფიქრა და აზრები შეუცვალა. გადავიტანე გმირულად ჩემი ქმრის ღალატი. გავაცნობიერე, რომ ორსულობა ჩემი მუდმივი მდგომარეობა არ იყო და როგორმე უნდა გამეძლო. იმის შემდეგ, რაც იმ ქალმა „დააიგნორა“, ჩემი ქმარი უკეთესობისკენ შეიცვალა. ბავშვის გაჩენის მერე კი ისევ იდეალური ქმარი გახდა. პატარაზეც გადაირია და გაგიჟდა. არ ვნანობ, რომ მოვითმინე. ღირდა ჩვენი ოჯახის გადარჩენა.

скачать dle 11.3