კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ აღადგინა და დაიბრუნა თავისი გვარი მიხეილ ჯავახიშვილმა

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ... პატარაობიდანვე განსხვავებული ბავშვი იყო. შეუპოვარი და მტკიცე ხასიათი ჰქონდა. ღამე ტყეში უშიშრად გაათენებდა. მწერლის შემოქმედება, მისი გამოსვლები ყოველთვის მის ბუნებას უკავშირდება. თითოეული ნაწარმოები მის ბიოგრაფიასთან არის დაკავშირებული. მწერალს შეეძლო, საათობით მჯდარიყო ჩაფიქრებული და გარინდული. რაზე ფიქრობდა ან რა აწვალებდა, არავინ იცოდა. ყველაფერს გულში იხვევდა. წუხდა თავისი ერის გამო. ერთხელ, სახლიდან ფეხით მიდიოდა მწერალთა კავშირში. ზამთარი იყო, ციოდა. გზაზე დაუთვლია, რამდენი ადამიანი იყო უპალტოოდ ქუჩაში მოსიარულე. ის არ იყო განდგომილი მწერალი, რომელიც მხოლოდ წერს. ის ქვეყნის ავ-კარგზეც ფიქრობდა. ოჯახში თავის დარდზე არ საუბრობდა. მწერალი ოჯახში მხიარული და მოსიყვარულე იყო. არ შეეძლო ის არ ეთქვა, რაც ხდებოდა, რასაც ხედავდა და რაც აწუხებდა. ციხეში, თავის საკანში უთქვამს: ჩემმა პირდაპირობამ და პოპულარობამ დამღუპაო.
  ...1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის სასახლეში პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა დიდმა პოეტმა პაოლო იაშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“. ეს ამბავი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ყურამდე მისულა... მანამდეც ბოლშევიკები უკმაყოფილო იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობითა და ბიოგრაფიით. (გ. მამალაძე) პაოლოს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დაკვეთით, მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს
დააპატიმრეს. მისი წამება დიდხანს გაგრძელდა. 30 სექტემბერს კი მეოცე საუკუნის ერთი-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი დახვრიტეს. ბოლშევიკებმა გაანადგურეს მისი არქივის დიდი ნაწილი. მერე დაიჭირეს მწერლის ძმაც და ისიც დახვრიტეს. მეუღლე კი გადაასახლეს. დიდი მწერალი წერდა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“. მისი ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. მომავალი მწერალი სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. 1901 წელს მიხეილ ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა... 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. რა თქმა უნდა, საქართველოსა და კაცობრიობის მტრები, ამგვარ ბიოგრაფიას როგორ აპატიებდნენ დიდებულ მწერალს. ბევრ „პროლეტარ მწერალსაც“ შურდა მისი ბრწყინვალე ტალანტისა... აქვე ერთი ფრაზა გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან: გერონტი ქიქოძე: „პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკანის კუთხეში და ყოველთვის
აუჩქარებელად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა, როგორც დაკვირვებული ადამიანი, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათვალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე, თითქოს, პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება, მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში.
  მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი კვაჭი კვაჭანტირაძე, ჯაყო, დამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს, „ჯაყოს ხიზნებისა“ და „მუსუსის“ ავტორს პარიზში, ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლისა და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო...

უბის წიგნაკიდან
1924-1935
  „მუხრანში ვიყავი. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუა ტანის ჩასხმული მხეცი. ხშირი ულვაში. გრუზა. გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადია. მაგონდება: 1909 ან 10 წელს სამიოდე იმის ამხანაგს სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიება სთხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს. მაგრამ ისტორია გვაპატიებს? ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელთაც ის გადაარჩინეს.... ბერბიჭაშვილი – ილიას მკვლელი 1925/XII აირჩიეს ც.საკ. კომ. წევრად!!!“

скачать dle 11.3