კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ გამოიკეტა დედამიწაზე ყველა რელიგიის სალოცავების კარები და რატომ გახდა აუცილებელი მოსახლეობის შეშინება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მართალია, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლის ოფიციალურ სტატისტიკას ყველა არ ენდობა და დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოში უკვე გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ჯანმოს ციფრებს არ მიიჩნევენ სარწმუნოდ და აცხადებენ, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევას კორონავირუსით გამოწვეულად ატარებენ დოკუმენტებში. მეორე მხრივ, ყველაზე მიმნდობ ადამიანსაც კი გაუჩნდებოდა უკვე ეჭვი, რომ შესაძლოა, მიზანი (ოღონდ ვისი, ჯერ არ ვიცით დაზუსტებით) დედამიწის მოსახლეობის დაშინებაც იყოს, მათი უკეთ მართვის მიზნით. მართლაც, შექმნილი სურათი საკმაოდ დამთრგუნველია (არამყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის): სახლებში ჩაკეტილი მოსახლეობა, ჯანმოს პანიკური მოწოდებები, რომ უარესი წინაა და დედამიწის ყველა ძირითადი სარწმუნოების გამოკეტილი სალოცავები. თუმცა ეს ყოველივე შეფუთულია კეთილშობილური, ადამიანებზე ზრუნვის, მოტივით. ზვიად ტომარაძესთან, ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელთან, ერთად შევეცდებით ამ ბუნდოვანი საკითხისთვის ოდნავი ნათლის მოფენას.
– მრჩება შთაბეჭდილება, იმისდა მიუხედავად, რომ საფრთხე არის, მიზანმიმართულად აშინებენ დედამიწის მოსახლეობას. იმიტომ რომ შეშინებული ადამიანი ყველაზე კომფორტული ადამიანია სამართავად?
– ყველამ ვნახეთ, რომ მსოფლიო გაჩერდა, ადამიანები გამოკეტეს სახლებში და დააშინეს. პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ კორონავირუსის თემა ხელოვნურია, მაგრამ დღეს მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, გამოვთქვათ და ზუსტად ვერავინ იტყვის, ვისი ინტერესია და რა მიზნით მოხდა ეს: მოსახლეობის დეპოპულაციისთვის, ტოტალური კონტროლისთვის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოსაწვევად და სახელმწიფოებისა და მოსახლეობის ახალ ვალებში გასახვევად თუ ახალი მსოფლიო მთავრობის შესაქმნელად. მაგრამ ფაქტია, გაჩერდა ეკონომიკა და ჩემი აზრთ, ამის გამო გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. 22 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილიში“ – რომ ობამას პრეზიდენტობისას აშშ-ში ანტივირუსულ წამლებზე მუშაობდნენ, მაგრამ 2014 წელს ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის, ფრენსის კოლინზის 2014 წლის 16 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე შეაჩერეს ეს კვლევები და ამის შემდეგ ბარაქ ობამასა და აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის, ენტონი ფაუჩის მეცადინეობით, კოვიდ-19-ზე ცდები გაგრძელდა ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიაში, რისთვისაც ამ ლაბორატორიას 4 მილიონამდე დოლარიც გადაურიცხეს და სადაც ცდებს ატარებდნენ ღამურებზე. კორონავირუსის ლაბორატორიულ წარმოშობაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფრანგმა ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ და ძალიან ბევრი სხვა ამერიკელი მეცნიერიც ამბობს, რომ ეს ვირუსი ხელოვნურია და ბევრი კითხვა ისმის ჯანმოს მისამართითაც. იგივე ტრამპიც პირდაპირ დაუპირისპირდა და შეუჩერა დაფინანსება. ანალოგიურად მოიქცნენ მისი მოკავშირეებიც, ბრიტანეთი და იაპონია და აცხადებენ, რომ სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, დაფინანებას არ აღუდგენენ.
– თუმცა გეითსის ფონდი ისევ რჩება ჯანმოს დამფინანსებლად.
– დიახ, გეითსი მანამდეც აფინანსებდა ამ ორგანიზაციას და, ჩემი აზრთ, შეუვსებს კიდეც დაფინანსების დანაკლისს. კიდევ ერთი დეტალი: აშშ-ის ფედერალურმა ბანკმა, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და როგორც ჩვენ ვიცით, გლობალისტების ხელშია, გამოუშვა 25-ცენტიანი მონეტა, რომელზეც ღამურაა გამოსახული. დამეთანხმებით, უცნაური დამთხვევაა.
– რაც უნდა დაახატონ 25-ცენტიანს, თუნდაც, ღამურა, ეს რას ცვლის?
– არაფერს ცვლის, უბრალოდ, უცნაური დამთხვევაა... ერთი თვის წინათ კი ბილ გეითსმა განაცხადა, რომ საბოლოოდ ჩვენ გვექნება ციფრული სერტიფიკატები, თუ ვინ გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, ვინ გაიარა ტესტირება და როდესაც ვაქცინა შეიქმნება, გვეცოდინება, თუ ვინ გაიკეთა ის. უცნობია, რა ციფრულ სერტიფიკატებს გულისხმობდა ბილ გეითსი ან ხომ არ ნიშნავს ეს ჩიპიზაციას. ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, თუმცა ვაქცინის შესაქმნელად მან 100 მილიონი უკვე გაიღო. ამ საკითხს პირდაპირ ეხება კალიფორნიისა და ჩრდილოეთ კაროლინის მედიცინის ცენტრის დირექტორი რაშიდ ბუტარი, რომელმაც ვაქცინების შესახებ განაცხადა შემდეგი: 1991 წელს მსოფლიოში ყოველი ათი ათასი დაბადებული ბავშვიდან აუტიზმი ჰქონდა ერთს. დღეს კი 32-დან ერთს აქვს და დღეს მსოფლიოში 77 მილიონი ადამიანია თანდაყოლილი აუტიზმით. მისი აზრთ, ეს გამოწვეულია ვაქცინაციით. ცნობილია, რომ ბილ გეითსი და ჯორჯ სოროსი არიან ცნობილი გლობალისტები და, ზოგადად, ისიც ვიცით, რომ დედამიწის მოსახლეობა ძალიან გაზრდილია. გლობალისტების თეორიით, მოსახლეობის ზრდის ტემპი ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს პლანეტისთვის, ამიტომ მათ ამოძრავებთ მოსახლეობის შემცირების „კეთილშობილური მიზანი პლანეტის გადასარჩენად“. 1980 წლის 22 მარტს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში დადგეს მონუმენტი, რომელიც დაჯდა 300 000 დოლარი და აშშ-ის მოსახლეობამ მონუმენტს უწოდა ახალი მსოფლიო წესრიგის ძეგლი. მას 8 ენაზე აწერია, რომ დედამიწის მოსახლეობა არ უნდა აღემატებოდეს 500 მილიონს, რომ შენარჩუნდეს ბალანსი ბუნებასთან. შესაძლოა, ის, რაზეც ვისაუბრე, ვინმემ შეთქმულების თეორიად მიიჩნიოს, თუმცა მე ფაქტებს ვასახელებ.
– ფაქტია, რომ ვირუსი მოდებულია განვითრებულ ქვეყნებში. იბადება კითხვა: ცივილიზებულად წოდებული მსოფლიოს ხარჯზე გეგმავენ დედამიწის მოსახლეობის შემცირებას? დედამიწის მოსახლეობის ნახევარს, თუ მეტს არა, არც ინტერნეტი აქვს, არც სმარტფონი, არც კომპიუტერი. მესამე სამყაროს ქვეყნებში როგორ წარმოგიდგენიათ ან ჩიპიზაცია, ან ნანოვაქცინების შეყვანა? ისინი არც არსად მოგზაურობენ, რომ სერტიფიკატი დასჭირდეთ.
– საქმე ის არის, რომ მოსახლეობის შემცირება არ მიხსენებია ვირუსთან კავშირში. შეიძლება, მომავალში გატარებული სხვადასხვა ღონისძიების შედეგად შემცირდეს მოსახლეობა დედამიწაზე, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ უშუალოდ ამ კოვიდ-19-ით ამცირებენ მოსახლეობას. ეს ვირუსი შეიძლება, გამოიყენონ საბაბად მომავალში, ვაქცინისა თუ ნებისმიერი სხვა რამისთვის. ამაზე ბევრს საუბრობენ დასავლეთის ცნობილი მეცნიერები.
– შეშინება რატომ იყო აუცილებელი?
– სხვა შემთხვევაში მოსახლეობას ვერ გააჩერებდი სახლში. კონკრეტულად საქართველოს მაგალითზე 14 აპრილს პირდაპირ განაცხადა პაატა იმნაძემ, რომ ვერ დავითვლით კუბოებსო.
– ეს ხომ აბსურდი იყო სრული და იმთავითვე გასაგები.
– საქართველოში ეს განცხადება უკავშირდებოდა აღდგომის დღესასწაულს, ისევე, როგორც 17 აპრილს „რუსთავი 2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი რეანიმაციიდან. ამ ორივე ფაქტს შევადარებდი „იმედის“ მოდელირებულ ქრონიკას.
– შიშის დანერგვის მიზანი გასაგებია, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში, მაგრამ დედამიწის ყველა რელიგიის სალოცავის კარის ასე საჩვენებლად გამოკეტვა რატომ იყო აუცილებელი? დაზაფვრის მეტი რა მოიტანა ცარიელი მექისა და რომის პაპის ცარიელ მოედანზე ლოცვის ყურებამ? რუსეთის ეკლესიამაც კი, რომელიც თავს წარმოაჩენს მართლმადიდებელთა დამცველად დედამიწაზე, დაკეტა ეკლესიები.
– სულ თავიდან გადავახვიოთ მოვლენები და გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო ამ ვირუსზე საუბარი. პირადად მე ამ ვირუსის შესახებ შევიტყვე სატელევიზიო კადრებით, რომ ჩინეთში უეცრად ქუჩაში ეცემიან ადამიანები და კვდებიან. შემდეგ გავიგეთ, რომ კოვიდ-19-ით ასე არავინ იღუპება, მაგრამ ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებს შეშინებოდათ და ამაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი მედია-საშუალებები, რომელთა უდიდესი ნაწილი არის გლობალისტების ხელში. მე არ ვამბობ იმას, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არც იმას, რომ ამით ხალხი არ იღუპება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბუზისგან შექმნეს სპილო. ყოველწლიურად იყო სეზონური გრიპები, რომლებიც აავადებდა 5 მილიონამდე ადამიანს, რომელთაგან იღუპებოდა 650 000-იც კი. რა თქმა უნდა, კორონავირუსი ერთგვარად განსხვავდება სეზონური გრიპებისგან, უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა სიკვდილიანობა 0,37 პროცენტია და არა – 3,4 პროცენტი, როგორც ჯანმო ამტკიცებდა. სულ ახლახან ნიუ-იორკში ჩატარდა კვლევა, რის მიხედვითაც, მოსახლეობის 14-მა პროცენტმა უკვე მოიხადა ეს ვირუსი ისე, რომ არც იცოდა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნიუ-იორკის შტატში 3 მილიონამდე ადამიანს უკვე მოხდილი აქვს ეს ვირუსი, შტატის გუბერნატორის თქმით. ძალიან ბევრი პოლიტიკოსის, მედიკოსის მოსაზრების მოშველიება შეიძლება, რომ კორონავირუსი არ არის ისე საშიში, როგორადაც ასაღებენ. ჰამბურგის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაც შეიძლება, ვნახოთ, რომ შედგენილია გარდაცვალებების ყალბი სტატისტიკა და ამას კავშირი არ აქვს რეალურ ციფრებთან. თუმდაც, ისლანდიის მაგალითი ავიღოთ: დაიხურა მხოლოდ სკოლები და აიკრძალა 100 ადამიანზე მეტის თავშეყრა და დღევანდელი მდგომარეობით, 1 790 ადამიანიდან 1 570 გამოჯანმრთელდა, დაიღუპა მხოლოდ 10, ანუ ამ ვირუსის სასიკვდილო ვირუსად წარმოჩენის მითი, რითაც შეიფუთა ის, ინგრევა.
– რისთვის შეამზადეს დედამიწის მოსახლეობა?
– ეს, ალბათ, მომავალში გამოჩნდება. თუმცა ეს რომ ხელოვნურად შეიქმნა და ვიღაცისთვისაა ხელსაყრელი, ფაქტია. თუნდაც, საქართველოს მაგალითზეც უამრავი კითხვა ჩნდება. 7 აპრილს გამოვიდა ლევან რატიანი და თქვა, რომ კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა, იგივე თქვეს, სხვათა შორის, სხვა სახელმწიფოების მეთაურებმაც. ისმის კითხვა, თუ ვირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, რა საჭიროა ამხელა პანიკა?! ოპონენტები იტყვიან, იმიტომ რომ ერთდროულად დაინფიცირების შემთხვევაში ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა, თუმცა ეს არგუმენტები გააქარწყლა ქართველმა ექიმმა კანდელაკმა, მან პირდაპირ განაცხადა, რომ არსებული შეზღუდვები ახანგრძლივებს ეპიდემიის მიმდინარეობას და იწვევს განმეორებითი აფეთქების ალბათობას. ხელისუფლებამ თავის დროზე სწორად გაატარა ღონისძიებები და არც ჩვენს მედიკოსებს ვუკარგავ ამაგსა და წვლილს, მაგრამ სიკვდილიანობა გაცილებით მეტი იქნებოდა, ისე რომ იყოს საქმე, როგორც ამის წარმოჩენა უნდათ. ამდენად, ბევრი გაუმართლებელი შეზღუდვაა დაწესებული ჩვენთან...
– თუმცა საქართველო რომ ამოვარდნილიყო საერთო სქემიდან, ისედაც ამოვარდნილები ვართ, რადგან ეკლესიები არ დაგვიკეტავს და არანაირი დამატებითი კლასტერი არ გაჩენილა, ჩვენ ვერ მივიღებთ დაფინანსებას და ძალიან იოლად შეგვიქმნიდნენ პრობლემებს. ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას სხვა გზა, გარდა, თუნდაც, გაუმართლებელი აკრძალვებისა?
– ესეც არის. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, ტურიზმს მოაკლდა 3 მილიარდი, ფულადი გადმორიცხვებიც შემცირდა, ამდენად, ხელისუფლებამ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის და ჩვენ მსოფლიო დინების საწინააღმდეგოდ ვერ წავიდოდით, რადგან გვჭირდებოდა დახმარება. ეს მესმის, მაგრამ ვგულისხმობ ზედმეტად გამკაცრებულ შეზღუდვებს.

скачать dle 11.3