კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომ გამოიწვევს ადამიანის ადამიანისგან იზოლაცია ადამიანის მიერ ადამიანობის დაკარგვას და რისთვის შემამზადებელი მანევრია კორონავირუსის პანდემია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მართალია, პანდემიის გამო სახეცვლილ სახელმწიფოებში ეტაპობრივად დაიწყება ცხოვრების ნორმალურ წესთან დაბრუნება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება (მით უფრო, რომ, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ჟურნალი იყო და კინო აწი დაიწყება), რომ მსოფლიოს არც ცივილიზებულად წოდებული ნაწილი ყოფილა მზად ამ ტიპის საფრთხისთვის, ანუ ერთ ვირუსთან გასამკლავებლად ისე, რომ სახლებში არ გაეხიზნათ მოსახლეობა. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ რატომ დაიშალა ერთი პანდემიით აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი.
– მართლაც, ასეთი მოუმზადებელი იყო მსოფლიო, თუნდაც პანდემიისთვის, არადა ვერც იმას ვიტყვით, რომ მსოფლიოს არ აქვს პანდემიების გამოცდილება, თანაც – მედიცინა და ტექნოლოგიებიც საკმაოდ განვითარებულია დღეს.
– მსოფლიო არასდროს ყოფილა მზად გლობალური გამოწვევებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ასეთ გამოწვევებს ყოველთვის ჩიხში შეჰყავდა კაცობრიობა და ეს არ არის ახალი. თანამედროვე ეპოქაში ადამიანების კეთილდღეობა თითქოს ამაღლდა, ჯანდაცვის სისტემები წარმატებით მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მოადუნა ადამიანების სიფრთხილე და აღმოჩნდა, რომ ადამიანები ასეთი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად მზად არ იყვნენ და არც არიან. ძველ საბერძნეთში პერიკლე შეეწირა შავ ჭირს და, ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს დაავადდა ბორის ჯონსონი, თუმცა ის გამოჯანმრთელდა და ეს განსხვავებაა იმ და ამ ეპოქებს შორის.
– ჯონსონი ძალიან უცბად დაავადდა, მანამდე თქვა, რომ არ აპირებდა, დამორჩილებოდა ჯანმოს რეკომენდაციას და გამოეკეტა ბრიტანელები სახლებში და გაეჩერებინა ეკონომიკა და მცირე ხანში დასნებოვნდა კიდეც. თქვენ ფიქრობთ, შემთხვევით?
– მგონია, რომ დამთხვევაა, იმიტომ რომ, მე პირადად ბუნებრივად მეჩვენება ბრიტანეთისა და შვედეთის ის რეაქცია, რომელიც არ ითვალისწინებდა ადამიანის უფლებების უკიდურეს შეზღუდვას პანდემიასთან ბრძოლაში. მსოფლიო კი არც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოჩნდა მზად, ეგრეთ წოდებული, „ისპანკას“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თუმცა მაშინ მეცნიერებაც არ იყო წინ წასული, ჯანდაცვის სისტემებიც სუსტი იყო და ის დიდი მსხვერპლიც ამან გამოიწვია. დაახლოებით, ასი წელი გავიდა მას შემდეგ და მაინც მგონია, რომ დასავლური ცივილიზაციის თვითკმაყოფილება და სიამაყე მხოლოდ ფასადი აღმოჩნდა და მან ვერაფერი დაუპირისპირა, ფაქტობრივად, იმავე ყაიდისა და მასშტაბის პრობლემას. ამდენად, პირადად ჩემთვის განვითარებულ პროცესში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მუდმივად არსებობს ეპიდემიის, პანდემიის საფრთხეები და მიმაჩნია, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავება იოლი არ იქნება არც დღეს და არც მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოცდილებები არის, ფრინველის, ღორის გრიპების სახით. ის ეპიდემიები, საბედნიეროდ, შედარებით მალე ჩაცხრა. დღეს ისეთი პროცესი მიდის ჩვენ გარშემო, რომ „ფეისბუქზე“ პოსტითაც კი არ გამოვხმაურებივარ. პანდემია სპეციფიკური მოვლენაა და ამ სფეროს სპეციალისტები გაცილებით კომპეტენტურები არიან, ვიდრე ჩვენ, რაგინდ დაკვირვებული და დაფიქრებული ადამიანები, ამიტომ არ შევხებივარ ამ პროცესს და რომ არა თქვენი დიდი რიდი და ხათრი არც ვისაუბრებდი ამ საკითხზე.
– დიდი მადლობა.
– რადგან დამიყოლიეთ, ვიტყვი მაინც, თვითონ ეს პროცესი, რასაც ბევრი ლიდერი, მათ შორის, ტრამპი, სი ძინპინი, პუტინი უხილავ მტერთან ომად მოიხსენიებენ, მე მაინც არ მგონია ომი. თუ სამხედრო ტერმინოლოგიით ვისარგებლებთ, ეს უფრო მანევრებია, თუმცა შეთქმულების თეორიების არ მჯერა. ბუნება აკეთებს ამას თუ ფარული ძალები, ეს მაინც კაცობრიობის შესაძლებლობებისა და მზაობის მოსინჯვაა უფრო სერიოზულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. რეაქციაც მოისინჯა და უფრორე შესაძლებლობები, არის თუ არა მზად მსოფლიო ასეთ გამოწვევებთან საბრძოლველად. ეს ვირუსი იმით აღმოჩნდა სახიფათო, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება და გადაცემის მექანიზმი არის მისთვის ეფექტიანი. მაგრამ მაინც ეს ვირუსი ჰაერით არ გადადის, გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით და შემდეგი ეტაპი შეიძლება, აღმოჩნდეს ისეთი ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერით. მაშინ ვერც სახლში ჩაკეტვა გვიშველის და შეიძლება, უფრო ფატალური შედეგებიც მივიღოთ. ამიტომ ამ ყველაფერს მე მაინც მანევრებად შევაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია.
თქვენი კითხვის მთავარი აქცენტია, თუ რატომ ვერ უმკლავდება მსოფლიო უფრო წარმატებულად ამ ვირუსს: იმიტომ რომ ვირუსი ვერაგია, თავისი ბუნებით; მეორე – მისი საპირწონე სისტემა არ არსებობს. ის სისტემა, რაც გვაქვს, ვერ მუშაობს, მიუხედავად მის შესაქმნელად დახარჯული უამრავი ფულისა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიო წესრიგი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ეს ცხადყო ამ პანდემიამ, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში არ აკმაყოფილებდეს თვით ჯანმოს მიერ დაწესებულ ნორმებს, მაგალითად, საქართველოში, სადაც მოსახლეობის 5 პროცენტიც არ არის დაინფიცირებული, მაგრამ, რეალურად, მაინც გლობალური საფრთხეა და მან გამოიწვია ისეთი მნიშვნელოვანი შედეგი, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკის შეჩერება და ამის საპირწონედ თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობას არაფერი აქვს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი არ მუშაობს და ასეთი პროცესების გასაკონტროლებლად შექმნილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სერიოზული დაფინანსებით, უსუსურია როგორც პრევენციის, ისე მართვის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, ჯანმო გაუგებარ ნაბიჯებს დგამს. აბეზარ და ონავარ პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება უცნაური იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ ჯანმოს დამოკიდებულება ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, საიდანაც ეს ორგანიზაცია უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებს, ჩემი ინფორმაციით, მეტს, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფოსგან იღებდა. ასევე, ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გაერო უფუნქციო ორგანიზაციაა.
  ამ პროცესის კიდევ ერთი ასპექტი არის ის, რომ გლობალიზაციაა შესული ჩიხში, გლობალიზაცია კი, ჩემი თვალთახედვით, შეუქცევადი და უალტერნატივო პროცესი, შესაძლოა, ისე არ მიმდინარეობს და იმ მიზნებს არ ისახავს, რასაც უნდა ისახავდეს, მაგრამ ის გარდუვალია. მიყვარს ძალიან ეს ხატოვანი შედარება: ბაბილონის გოდოლი მხოლოდ და მხოლოდ ძველებრაული მითი როდია? ის არის რეალური შეგონება კაცობრიობისადმი, რომ ერთიანი მსოფლიო სახლი, რომელიც არსებობს და უკეთესი უნდა გახდეს მომავალში, თუ არასწორად აიგება, ყველა მცდელობა გაჩერდება. ეს ახალი სახლი ღმერთს კი არ უნდა გაეპაექროს, არამედ მან ახალ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს კაცობრიობა. თუ ეს ასე არ ხდება, პროცესი მუხრუჭდება და ერთ-ერთი დამუხრუჭების მომსწრენი ვართ დღეს ჩვენ, იმიტომ რომ გლობალური მსოფლიო, რომელიც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში შენდებოდა, არასწორი გზით მიდიოდა. ვინაიდან უგულებელყოფდა ერებს, სახელმწიფოებს, ადამიანის პიროვნებას, მის უფლებებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ადამიანის უფლებების დაცვის დროშით მიდიოდა ახალი ბაბილონის გოდოლის აშენებისკენ. ეს მიმართულება რომ არასწორი იყო, გამოჩნდა ჯერ კიდევ ობამას მმართველობის პერიოდში. ამის ნიშანი იყო 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ის კრიზისი ეკონომიკისა და ფინანსების სივრცეში წარმოიშვა და იქვე შეჩერდა და გადაწყდა. დღევანდელი წინააღმდეგობა კი, რაც პანდემიამ წარმოშვა, უფრო სერიოზული პრობლემაა, მათ შორის, ეკონომიკურიც და მე ვეთანხმები ლადო პაპავას, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ურთულესი იქნება, რადგან პრობლემა ჯანდაცვის სფეროშია. პანდემიაა პრობლემა, რამაც დაანგრია მსოფლიო ეკონომიკა და, რაც მთავარია, ადამიანი მოაქცია იზოლაციაში. არადა, ადამიანი ადამიანად ყალიბდება საზოგადოებაში.
– დიახ, ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში იქცევა ადამიანად, თუ მგელთან გაიზრდება, მგლის ჩვევებს ითვისებს, თუ სხვა ცხოველთან – იმ ცხოველის ჩვევებს და ვერც მეტყველებს და ვერც აზროვნებს.
– დიახ, ადამიანი ჯოგიდან გამოსული ყალიბდება ადამიანად და თუ ადამიანი გათითოკაცდა და ოჯახის წევრებიც კი იზოლირებულები უნდა იყვნენ, მაშინ თვითონ ადამიანის არსებობასა და რაობას ექმნება საფრთხე. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა. რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური მანევრები? ორი მნიშვნელოვანი პრობლემა შეექმნა კაცობრიობის განვითარების მაგისტრალურ ხაზს: პირველი – ჩინეთის ეკონომიკის შეუქცევადი და აღმავალი განვითარება და მსოფლიოს მეორე ეკონომიკად ქცევა, რითაც საფრთხე შეექმნა იმ გლობალურ წესრიგს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაცემისა და ორპოლუსიანი მსოფლიოს შექმნით ჩამოყალიბდა. აი, ასეთი ახალი რეალობა მივიღეთ ჩვენ ჩინეთის სახით და მისი გაჩერების გზა დასავლეთისთვის არ ჩანდა. ამ ყველაფრის ფონზე გაჩნდა კოვიდ-19. სიმართლე გითხრათ, არსებითი მნიშვნელობის არ მგონია, ბუნებრივია ეს ვირუსი თუ ხელოვნურადაა გაძლიერებული. არც ისე გულუბრყვილოა დღევანდელი მსოფლიო, ვერ ხვდებოდეს ბაქტერიოლოგიური იარაღის საფრთხეს, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ებრძოლო უამრავ ბაქტერიასა და ვირუსს, ანუ ჩაატარო ასეთი კვლევები. და აი, ეს სისუსტე ასეთი საფრთხის წარმოქმნის შესაძლებლობასაც უშვებს, სადაც არსებობს ალბათობა, რომ ამ ვირუსმა გამოჟონოს რომელიმე ლაბორატორიიდან ან ჩავარდეს ტერორისტების ხელში. ბუნებრივია, ასეთ დროს შეთქმულების თეორიებიც ჩნდება და როდესაც ზღვარი იშლება ლოგიკურსა და შეთქმულების თეორიებს შორის, კაცობრიობა შედის ჩიხში. ამანაც გამოიწვია არსებული სიტუაცია. ამ პრობლემებით ყალიბდება მეორე ფაქტორი – ტრამპი, როგორც გლობალიზაციის ალტერნატივა. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ანტიგლობალისტი. უბრალოდ, აშშ-ის მოდელი – გლობალიზაცია შეერთებული შტატების დომინირებით – თანდათან ჩიხში შევიდა და შტატების ხელისუფლებაში სხვა ხედვის ადამიანი მოვიდა ტრამპის სახით და მას ჰყავს მოწინააღმდეგეები თავისსავე ქვეყანაში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, პანდემიის ფონზე შევაფასო გლობალური პროცესები: ვინ იხეირა და ვინ წააგო, რადგან, როგორც ერთი გონიერი კაცი ამბობს, ამისთვის აუცილებელია ისტორიული სიშორე. მაგრამ მართლაც სჭირდება გამოძიება ყველაფერს, თუმცა, ერთი შეხედვით, შუალედური შეფასებით: მსოფლიოს ორი სუბიექტიდან, რომელსაც ხელს არ აძლევდა ამ ეპიდემიის მასობრივი გავრცელება, ერთი იყო ჩინეთი და, მეორე ეს არის ტრამპი, რომელსაც, ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდა მეორე საპრეზიდენტო ვადა, დღეს კი უკვე ამას ვეღარ ვიტყვით. მას გარანტირებული აღარ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. აი, ის არის გლობალურ-პოლიტიკური ფონი, რომლის კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ პანდემია.

скачать dle 11.3