კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 მოცლილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ცხინვალიდან სტალინირამდე
  მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და თვით ჩვენებური აფხაზი სეპარატისტებიც (თბილისის დახმარებაზე უარი არ უთქვამთ), ცხინვალში უკვდავი კლასიკა: „ქვეყანა ინგრეოდა, ტურა ქორწილს შვებოდაო“, ვითარდება.
  თქვენ წარმოიდგინეთ, ცხინვალი სტალინირად გადანათლეს, მეორე მხრივ კი, მურატ ჯიოევიც ბორგავს („იუჟნაია ოსეტიას“ „პრ.“-ს წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში), საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროსო.
  კერძოდ, ჯიოევი იმას გაუნაწყენებია, რომ თბილისს ქართულ მიწაზე სეპარატისტთა ბოგინი არ მოსწონს და იმასაც, რომ ცივილიზებული თანამეგობრობა თბილისს უჯერებს. ეუთოს მუდმოვმოქმედი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მეგობარი დასავლური ქვეყნების მხრიდან რფ-სა და ჩვენ კრიტიკა დაგვატყდა თავსო.
  საქმე ეხება სოფელ ხუმთასა და ტაძრისძირთან სეპარატისტული უშიშროების კომიტეტის მიერ განთავსებულ საინფორმაციო მაჩვენებელს (ანუ სადაც და როცა გვინდა, იმას განვათავსებთო და იმასაც დასძენენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, იცოდნენ, სად გადის „საზღვარიო“).
  სავარაუდოდ, მაჩვენებლები ჩვენებურმა ოსმა სეპარატისტებმა თავიანთი ინიციატივით განათავსეს, რის გამოც პატრონებისგან საყვედური დაიმსახურეს (ამ გაქანებულ კოვიდობაში პრ. პუტინს დასავლეთთან საძიძგილაოდ ნამდვილად არ სცალია).
  ერთი სიტყვით, საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვენ, რომ საერთაშორისო ტრიბუნა მისცენ, რომ მთელ დედამიწას გააგებინონ, როგორ ნიშნავენ ქართულ მიწაზე „იუჟნაია ოსეტიას“. თუმცა, მე რომ მკითხოთ, უმჯობესი იქნებოდა, აწ უკვე სტალინირის აფთიაქებში წნევის წამლები შეეტანათ.


скачать dle 11.3