კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№18 თეონა თავართქილაძე: კორონა დიდი ხანია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იზოლაციამ ადამიანების ცხოვრება შეცვალა, ახლა ყველა დღესასწაულმა სახლში გადაინაცვლა. წელს ისე მოხდა, რომ დიზაინერ თეონა თავართქილაძის დაბადების დღე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. როგორ აღნიშნა ეს დღე მეზობლებთან ერთად და რა რჩევები აქვს ქალბატონებისთვის, მისგან შეიტყობთ.
  თეონა თავართქილაძე: მინდა, გითხრათ, რომ მშვენივრად ვუმკლავდებით იზოლაციას. საერთოდ არ არის რთული სახლში ყოფნა. ჩემი ორივე შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ ეს ამბები რომ დაიწყო, ჩამოვიყვანეთ. ძალიან დიდი ხანია, ასე ყველა ერთად სახლში არ ვყოფილვართ და ამიტომ ახლა ძალიან ბედნიერები ვართ და თავს კარგად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, გვენატრება ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ და ვერ ვნახულობთ, ასევე, მეგობრები და ველოდებით უკეთეს დროს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრება დავიბრუნოთ.
– შვილები ადრე ჩამოვიდნენ თუ მოუწიათ კარანტინის გავლა?
– არ მოუწიათ. როგორც კი დაიწყო ეს ყველაფერი, მაშინვე წამოვიყვანეთ და სახლში იყვნენ თვითიზოლაციაში. ჩვენც მათთან ერთად ვიყავით და მაგ პერიოდში საერთოდ არ გავდიოდით გარეთ. ორი კვირა გვითხრეს, მაგრამ ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვიცავდით ამ წესს. შემდეგ მაინც გავუკეთეთ ტესტები და მოკლედ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად იყო, გარეთ არ გავსულვართ.
ვირუსის სახელწოდება – კორონა თქვენს ოჯახთან მიმართებაში ხუმრობის თემად იქცა.
– კი, ჩემი შვილი თამაშობს პოლონეთის გუნდში, რომელსაც „კორონა“ ჰქვია. ასე რომ, კორონა დიდი ხანია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სხვებისთვის თუ ეს სიტყვა ახალი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობია (იცინის).
– სახლში რით ირთობს თავს არველაძეების ოჯახი?
– სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ სულ სახლში ვარ, პირადად მე არასდროს მცალია. როდესაც ორი შვილი გყავს, სხვანაირად წარმოუდგენელია. ამ პერიოდში დამხმარე ვერ მოდის და ამიტომ ყველაფერს მე ვაკეთებ. თუ თავისუფალი დრო მრჩება, არსებობს წიგნი, კომპიუტერი, ტელევიზორი, ფილმები, სერიალები და ამ ყველაფრის დამსახურებით, დრო ისე სწრაფად გადის, ფაქტობრივად, ვერ ვგრძნობ. მე მყავს მეგობარი, რომელიც მარტო ცხოვრობს და გაგიჟდა ამ მდგომარეობის გამო, ამბობს, რომ მისთვის დრო არ გადის და მესმის, როცა მარტო ხარ, ძალიან რთულია. თუმცა, როცა ოჯახში ხუთნი ხართ, მოწყენისთვის დრო არ რჩება.
– რას ამბობენ მეუღლე და შვილები, როცა თეონას უწევს მთელი პასუხისმგებლობის აღება ოჯახის წინაშე და მათ შორის სამზარეულოშიც?
– ეს ამბები რომ დაიწყო, ვინაიდან დედაჩემი სრულიად მარტო ცხოვრობს, ჩვენთან გადმოვიყვანეთ. ძალიან მეხმარება. უფრო სწორად, ისე გამოდის, რომ მე ვეხმარები მას (იცინის). ყველაფერი გადანაწილებული გვაქვს და ჯერჯერობით კარგად გამოგვდის.
– თითქოს მივეჩვიეთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ დღემდე მაინც ბევრს უჭირს, რომ ემოციებს არ აჰყვეს და პანიკამ არ მოიცვას.
– ეტყობა, ჩვენს ოჯახში შინაგანადაც არ ვართ პანიკიორები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედმიწევნით არ ვიცავთ წესებს. როდესაც გააზრებული გაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას იცავ, უფრო ძლიერი ხარ და ნაკლებად გაქვს უაზრო პანიკის აყოლის საბაბი. როდესაც იყო რეალური საფრთხე, მაგალითად, როცა ბავშვებმა იმგზავრეს, სანამ ბოლომდე არ გამოვარკვიეთ ყველაფერი, სიფრთხილის მიზნით
იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე საჭირო იყო.
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად თქვენი ჩვეული ცხოვრებიდან?
– მეგობრები. გაზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია და წლიდან წლამდე ველოდები ხოლმე მის მოსვლას. ძალიან მწყდება გული, რომ წელს ჩემი გაზაფხული ფანჯრებს მიღმა ჩაივლის. ისიც შეგნებული მაქვს, რომ იგივენაირი სიტუაცია იქნება მაისშიც და განსაკუთრებით მწყდება გული. იმედს ვიტოვებ, რომ ზაფხულში ჩვენს ზღვაზე მაინც მოვახერხებთ წასვლას, სხვა ქვეყანაზე საუბარიც არ მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ვაფასებ სიტუაციას, ჩვენივე ტერიტორიაზეც თუ შეგვეძლება გადაადგილება, იდეალური იქნება. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ვნახავ იმ ადამიანებს, ვინც ამ ორი თვის განმავლობაში არ მინახავს. მაგრამ რაც შეეხება ადგილებს, სადაც იქამდე დავდიოდი, მგონია, რომ ადამიანებს პირველი პერიოდი მაინც დაგვრჩება შიშნარევი სიფრთხილე და თავშეყრის ადგილებს მოვერდებით. ალბათ, ძალიან ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, ისე, რომ აღარ ვფიქრობდეთ – ამას ხელი არ მოვკიდო, იმას ხელი არ მოვკიდოო... ხელთათმანი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მგონი, მხოლოდ მაშინ ვიხდი, როცა ლოგინში დასაწოლად ვემზადები (იცინის).
– საქმიანობის გაგრძელება რამდენად მოახერხეთ სახლის პირობებში?
– ჩემი Beauty and the box ისედაც ონლაინ-პლატფორმა იყო და არის ახლაც. რაღაცების შეცვლა მოგვიწია, ოფისი მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში და ისიც მორიგეობით ვიკრიბებით ორი-სამი თანამშრომელი, ყველა წესის დაცვით. თვითონ სილამაზის ყუთიც მოვარგეთ სახლის პირობებს. დავამატეთ მრავალჯერადი მოხმარების და ამავდროულად ლამაზი პირბადე, სილამაზე და უსაფრთხოება გავაერთიანეთ. ამ ორი თვის განმავლობაში თავი შევიკავეთ დეკორატიული კოსმეტიკისგან და აქცენტი თავის მოვლის საშუალებებზე გავაკეთეთ, რაც უფრო მეტად სჭირდება სახლში მყოფ ადამიანს.
- აპრილში დაბადებული ადამიანები რომ ცოტა დაიჩაგრნენ, ეს ვაღიარეთ. თქვენც ახლახან გქონდათ დაბადების დღე, რით იყო გამორჩეული ეს დღე იზოლაციაში?
- გაბედულად ვიტყვი, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა, იმიტომ, რომ აღდგომას დაემთხვა - 19 აპრილს არის ჩემი დაბადების დღე. ჩემი ოჯახის წევრები დავპატიჟე ჩვენი სახლის აივანზე (იცინის). მოვინდომეთ და ყველა ისე გამოვეწყვეთ, თითქოს აღსანიშნავად მართლა სადღაც მივდიოდით. სახლის პირობებში რისი შესაძლებლობაც იყო, ის საჩუქრები მივიღე. ჩვენ მრგვალ ბაღთან ვცხოვრობთ და მხოლოდ ჩვენი აივანი კი არა, ირგვლივ რაც კი აივანია, ყველგან იყვნენ გადმომდგრები ადამიანები, აღდგომის გამო ისედაც ამაღლებული განწყობა იყო და დაბადების დღემ ჩვენთან კიდევ უფრო მეტი მხიარულება შემოიტანა. კორპუსებიდან გვილოცავდნენ, ვულოცავდით ჩვენც და ჩვენს უბანში დიდი მხიარულება გვქონდა. შორეული მეზობლებიც კი ჩართულები იყვნენ ამ დღესასწაულში (იცინის). მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა და მეგობრების შეკრება. ყველა ელოდება ხოლმე ამ დღეს. წელს რომ გავიგე, აღდგომა ემთხვეოდა, რა თქმა უნდა, სულ სხვა გეგმები დავაწყვე – გაცილებით მასშტაბური, მაგრამ მომიწია, სიტუაციას მოვრგებოდი. გადასარევი დაბადების დღე გამომივიდა, გამორჩეული, მოკრძალებული და განსაკუთრებით ემოციური, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი სიტუაცია აღარასოდეს ყოფილიყოს ჩვენს თავს, მაგრამ მგონი, ასეთ ვითარებაშიც ძალიან კარგი გამოვიდა და დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებიც ამყვნენ და ასე გამოიპრანჭნენ აივანზე გასასვლელად (იცინის).
– რაც შეეხება თავის მოვლას, ქალბატონებისთვის რომ ამდენად მნიშვნელოვანია და მით უმეტეს გაზაფხულზე, რა შეგვიძლია, ვურჩიოთ ამ მდგომარეობაში?
– ახლა შეგვიძლია, თავის მოვლასაც მეტი დრო დავუთმოთ. საჭირო საშუალებები ყველას გამოელია სახლში და გარეთ გასვლისგანაც მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, ამიტომ შეგვიძლია, სახლის პირობებში მოსამზადებელ საშუალებებზე გადავიდეთ. უამრავი ნიღაბი არსებობს თმისთვის, სახისთვის თუ ხელებისთვის. სადეზინფექციო საშუალებების გამო ხელებზე დიდი დატვირთვა მოდის, ძალიან აშრობს კანს. ამას ემატება საპნით ხშირად დაბანაც, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ნოყიერი ნიღბები. ძალიან მარტივი და კარგი საშუალებაა არაჟნისა და თაფლის ნარევი. ის, როგორც ნიღაბი, წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ძალიან კარგად არბილებს კანს. ამავე დანიშნულებით შეგიძლიათ, გამოიყენოთ ზეითუნის ზეთიც. რაც შეეხება სახის კანს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანის ტიპს. ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, ძალიან კარგია C ვიტამინი და ციტრუსებისგან დამზადებული ნიღბები. მაგალითად, შვრიასთან ერთად ფორთოხალი. ძალიან კარგად ჭიმავს კანს არაჟანი. თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბში E ვიტამინის დამატება შეიძლება. ძალიან კარგია იაპონური მეთოდით დამზადებული ბრინჯის წყალი. ერთი კოვზი ბრინჯი და ოთხი სუფრის კოვზი თბილი წყალი ორი დღე-ღამე გავაჩეროთ თავდახურული. გადავწუროთ, შედეგად მიღებული წყლით გავიწმინდოთ სახე დილა-საღამოს. პატარა დოზა გამოდის, ორი-სამი დღე შეგვიძლია, მინის ჭურჭლით შევინახოთ მაცივარში. ბრინჯის წყალი სახეს არაჩვეულებრივ ტონირებას უკეთებს. იაპონელების სახის კანის შესახებ ყველამ ვიცით, ისინი აქტიურად იყენებენ ბრინჯის წყალს და სახლის პირობებში მომზადებული ნებისმიერი ნიღბის მომზადებისას, თუ გაზავება სჭირდებათ, ბრიჯის წყალს უმატებენ. თმაც დავასვენოთ უთოებისა და საშრობებისგან, რასაც ყოველდღიურად მივმართავდით. სახლში ყოფნის პერიოდი გამოვიყენოთ ყველაფრის გასაჯანსაღებლად და გარეთ რომ გამოვალთ, ვიქნებით იმაზე ლამაზები, ვიდრე მანამდე ვიყავით.

скачать dle 11.3