კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ვალერიან შიუკაშვილი: იდეალური ქალი არის ის, ვინც ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ვალერიანი.
გვარი: შიუკაშვილი.
პროფესია: პიანისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– სულ პირველი კონცერტის სცენაზე გასვლის შეგრძნება და მაშინდელი შინაგანი მდგომარეობა მახსოვს. ეს ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე, ახლაც კი, როცა სცენაზე გავდივარ. მაშინ ერთი სული მქონდა, როდის გავიქცეოდი სცენაზე. დღემდე იგივე განცდა მაქვს, უბრალოდ, ამ ყოველივეს გაცილებით მეტი ღელვა და პასუხისმგებლობა ერთვის.
– პროფესიული ჩვევა...
– თითოეული ადამიანი ჩვევებისგან შევდგებით. ერთი ჩვევა არ მაქვს – ბევრია. ალბათ, ინდივიდუალური ადამიანი და პიროვნებაც სწორედ ასეთი დამახასიათებელი ჩვევებისგან ყალიბდება.
– წარმატებულია ადამიანი, როცა...
– მისი შინაგანი მოთხოვნილება რეალობას ემთხვევა.
– ვამაყობ...
– ჩემი შექმნილი გარემოთი, ჩემი ცხოვრებით, ადამიანებით, რომლებიც ჩემ ირგვლივ იყვნენ და არიან: მეგობრები, მშობლები, პედაგოგები. იმ ხალხითაც კი, რომელთანაც ამ ეტაპზე ურთიერთობა არ მაქვს, რადგან ჩემ ირგვლივ ყოველთვის საამაყო ადამიანები იყვნენ.
– მეშინია...
– ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შიში არ არსებობს და ერთადერთი, რასაც ხელს ვერ მოჰკიდებ, სწორედ შიში არისო. არამც თუ არ მეშინია რამესი, არამედ არც კი ვიცი, ეს რა შეიძლება, იყოს.
– ბედისწერა...
– როცა ყველაფერი მოხდება, მერე ამბობენ, რომ ეს იყო ბედისწერა. მე მჯერა ისეთი ბედისწერის, რომელსაც წინასწარ იტყვიან და მერე ახდება. უფალი განაგებს ადამიანის ბედს, მაგრამ ეს სხვა რაღაცაა. მას ბოლომდე მიჰყავხარ გზაზე, რომელზეც შენ არ უნდა გააფუჭო რაღაცები.
– რისკი...
– არ ვარ რისკიანი. რისკი არის 50-50-ზე და მე მიყვარს, როდესაც ყველაფერი 100 პროცენტით გამოდის.
– მაკვირვებს...
– ის, რაც თავად ვერ მოვიფიქრე.
– სიყვარული – ეს არის...
– ცხოვრების გზა, რისთვისაც ყველა იბრძვის. სიყვარული არ არის მხოლოდ ადამიანთან დამოკიდებულება. როდესაც ადამიანს უყვარს კარგი
ცხოვრება – კარგად ცხოვრობს, როცა უყვარს გარკვეული სპეციალობა – ცდილობს, მაქსიმალურად მყისიერად გააკეთოს. ეს გრძნობა მამოძრავებელი ძალაა.
– დრო და სიყვარული...
– ყველაფერი დროსთან შეფარდებულია. გააჩნია, რას იღებ ამ გრძნობისგან. თუ ის ცალმხრივია, მაშინ ნელდება. თუ ორმხრივია – პირიქით. როგორც ადამიანების, ასევე ნებისმიერი რამის მიმართ, მათ შორის სპეციალობის – საქმე რომ გამოგდის, უფრო უღრმავდები და ცდილობ, უკეთესად გააკეთო.
– იდეალური ქალი არის...
– ის, ვინც ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა, ანუ ყოველთვის საინტერესოა. ადამიანის მიმართ, რომელსაც გამოიცნობ, ინტერესი იკარგება.
– ის, რაც უპატიებელია...
– ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ყველას ყველაფერს ვპატიობ და ეს არის, ალბათ, ჩემთვის უპატიებელი, რადგან შეცდომები მეორდება.
– ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა...
– გამიმართლა და ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. ისეთ არაერთ ადამიანთან მქონია „მთავარი შეხვედრა“, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთს, ჩემს ადგილზე, სხვა რომ შეხვედროდა, ჩათვლიდა, ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.
– შეგშურებიათ?
– კი, შემშურებია, მაგრამ იმდენად ვკმაყოფილდები იმით, რაც ცხოვრებაში მაქვს, შავი შურით არავისთვის შემიხედავს. მეც მომწონებია და მომნდომებია რაღაც, თუმცა ეს უფრო სურვილის დონეზე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოთი მორიელი ვარ, მთელი გულით გამხარებია სხვისი წარმატება.
– გიღალატიათ?
– კი. როცა ადამიანი ღალატობს, ვერ ხვდება, თუ ეს ღალატია და ჰგონია, რომ ეპატიება. ალბათ, ყველასთვის უღალატიათ...
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– როცა მიღალატებენ ხოლმე, მერე იმის გამო, რომ ჩემთან არ აქვთ ურთიერთობა, ეს არის მათთვის სამაგიეროს გადახდა, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ჩემ გვერდით ყველა კომფორტულად იყოს.
– ეჭვიანი ხართ?
– საშინლად და ეს თვისება, ალბათ, ხელს მიშლის ურთიერთობებში. ეჭვიანობა დაძაბულობაა და ეს ჩანს. ხელოვან ადამიანებს ინტუიცია კარგად აქვთ განვითარებული, მათ შორის მეც. შეიძლება, დეტალებში შევცდე ხოლმე, მაგრამ რაღაცაში რომ არის საქმე, ამას ვხვდები.
– ვყვირი, როცა...
– ვერ ვაგებინებ ადამიანს და არა იმტომ, რომ ვბრაზობ. თუ მინდა, ადამიანს გავუბრაზდე, ამას ძალიან მშვიდად და მოღიმარი ვაკეთებ. ვყვირი იმიტომ, რომ უბრალოდ, იმ ადამანს ჩემი არ ესმის.
– მაკომპლექსებს...
– როცა ადამიანები პრეტენზიებით განიხილავენ რაიმე საკითხს და ამ დროს ამ საქმის პროფესიონალები არ არიან. ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, დიდ მუსიკოსებზე ისე უსაუბრიათ, რომ გავჩუმებულვარ და უხერხულ მდგომარეობაში მიგრძნია თავი. უბრალოდ, ასეთ დროს რაიმეს ახსნას აზრი არ აქვს.
– მაღიზიანებს...
– როცა თავხედურად იტყუებიან. ასევე, ცილისწამება – რაღაცას რომ გაბრალებენ.
– ვიტყუები, როცა...
– სიტუაციას სჭირდება. ოღონდ, ეს არის კეთილი ტყუილი. მოსწავლეს ან სტუდენტს მოტივაცია რომ აუმაღლდეს. თან, მერე ყოველთვის ვეუბნები, რომ ეს ტყუილი იყო, რადგან თავად მაწუხებს. ისე, არაფერი მჭირს მოსატყუებელი.
– ვნანობ...
– არასოდეს დავკვირვებივარ, რას ვნანობ. ალბათ, რაღაცებს – კი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. მალე ვივიწყებ ნეგატივს და ვაგრძელებ ცხოვრებას. იმდენად დატვრთული რეჟიმი მაქვს, მსგავს რამეებზე ფიქრის დრო არ მრჩება. მით უმეტეს, სინანულს მაშინ ვერ ვუთმობ დროს, თუ თითიდან გამოწოვილი თემაა.
– ვაგროვებ...
– სუნამოების, სათვალეების, საათების კოლექცია მაქვს. ახლა ბაფთების შეგროვება დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე ძალიან იშვიათად გამოვდივარ ბაფთით.
ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. არც მიხარია, მაგრამ როცა დამნაშავე ვარ, აუცილებლად ვიხდი. ყველა ადამიანი ცდება, მათ შორის მეც. თუ მივხვდები, რომ დამნაშავე ვარ, ბოდიშსაც ვიხდი და ვცდილობ, გამოვასწორო ჩემი დანაშაული.
– ვზარმაცობ, როცა...
– რამე მეზარება. საერთოდ, ზარმაცი ვარ, მაგრამ თუ რაღაც ნაწარმოები მომწონს და ერთი სული მაქვს, როდის ვისწავლი, შემიძლია, ღამე გავათენო. 18 საათიც კი დამიკრავს, როცა მინდოდა, მალე მესწავლა.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ყველა ადამიანს თავისებური აღქმა აქვს, ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი არის ბუნება, ზოგსაც ჰგონია, ცაში არსებული რამაა. ჩემთვის ღმერთი მამოძრავებელი ძალაა, იესოს ცხოვრება კი – ადამიანობის მაგალითი, რომელსაც ძალიან მინდა, მივბაძო.
– როცა მაქებენ...
– ისეთი ადრენალინია, შემიძლია, ათმაგად უკეთესად გავაკეთო საქმე. ჩემთვის შექება არის დიდი მოტივაცია, რომელიც ნებისმიერ არტისტს სჭირდება.
– თავისუფლება არის...
– ხელოვანი ადამიანები, პრაქტიკულად, თავისუფლები ვართ. ჩვენ ხანდახან გვეშინია, თუ რამე არასტანდარტულს გავაკეთებთ, ამის გამო არ გაგვაკრიტიკონ. თავისუფლება არის ის, რომ შემიძლია, დამაჯერებლად გამოვხატო ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხზე.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– მუსიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვღალატობ მას. სხვადასხვა გატაცებები მაქვს, ბევრ რამეს ვაკეთებ და დროს ვაკლებ ჩემს სპეციალობას, რასაც ღალატს ვეძახი.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– გულზე რომ პრობლემა მქონდა, იმ პერიოდმა. შეიძლება, ითქვას, მეორე ცხოვრება დავიწყე. მაშინ ჩემში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ახალი ფურცლიდან ვიწყებდი ახლა ცხოვრებას. ეს თავისით მოხდა. ვთვლი, რომ ლამაზი ცხოვრება მაქვს და ეს მიხარია.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– სხვას გაუკეთე ის, რაც თავად გსურს, რომ გაგიკეთონ.

скачать dle 11.3