კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№18 რატომ აირჩია მამა გაბრიელმა თავის შვილად გიორგი გულიაშვილი და რა სასწაული ხდება მის ოჯახში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ გულიაშვილების ოჯახში, 100-მდე ხატს მირონი, ხოლო იესო ქრისტეს ჯვარცმას – სისხლი სდის. ამის შესახებ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გულიაშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, წარწერით: „ჯვარცმამ და ღვთისმშობელმა სისხლდენა დაიწყო. რა ხდება ჩვენს თავს, ღმერთმა იცის! ამ ჯვარს სდის სისხლი, 5 წუთში ქრება საერთოდ, მერე, ისევ მოსდის და ასე შემდეგ.“ გიორგიმ და მისმა ბებიამ, ქალბატონმა თინა გულიაშვილმა მათი ოჯახის სასწაულზე გვიამბეს.
  თინა გულიაშვილი: ერთ საღამოს გიორგიმ შენიშნა, რომ სახლში, მეორე სართულზე, სადაც ხატების კუთხე გვაქვს, ხელთუქმნელ ანჩისხატს ცრემლები მოსდიოდა. ბავშვს ეგონა, რომ წყალი იყო მისხმული და მოუწმენდია. დილით დამიძახა: ბებია, ზემოთ ამოდიო. ავედი და ვნახე, რომ მაგიდაზე მირონი იყო დაღვრილი. ჩვენ ახლომახლო მსგავსი რამ არ მომხდარა და ვერ მივხვდი, რასთან გვქონდა საქმე, ამიტომ ვუთხარი მამაოსთვის დაერეკა. მოვიდნენ მამაოები და გვითხრეს, რომ ეს კარგის ნიშანია ოჯახისთვის, ნათესაობისთვის, ქუჩისთვის და ზოგადად, ყველაფრისთვის. თავიდან სამ ხატს წამოუვიდა მირონი. ერთი იყო მამა გაბრიელის, ორი – იესოსი. მამაოებმა კურთხევა მოგვცეს, ლოცვა აღავლინეს. მეორე დღეს სხვა მამაოები მოვიდნენ, მერე – სხვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. გიორგი სტიქაროსანი იყო და ტაძარში დადიოდა, ორი კვირის გასვლის შემდეგ, მამაოებმა უთხრეს, რომ ერთი ხატი ტაძარში მიებრძანებინა. მაგრამ აქ ბავშვმა თავი შეიკავა, რადგან ჰქონდა უფლის ხილვა. 20 წელია, რაც ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ, გიორგი ორი წლიდან ტაძარში გავზარდე, ჩემს გვერდზე. უფალმა არ დამსაჯოსო, შეეშინდა და ხატი არ წაიღო.
გიორგი: ყველა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა, ხატის გასვლა, მირონი სადაც წამოვიდა, იქ უნდა იდინოსო.
– ხილვა მირონის გადმოსვლამდე გქონდა?
– ორჯერ გამომეცხადა უფალი. კედლიდან გადმოვიდა, თეთრად იყო შემოსილი და გამაფრთხილა, მრევლი რომ მოვა, არ დაიჩოქოსო, ჯვარი გააკეთა და დამიტოვა. მეორე გამოცხადებისას მითხრა: ვინც მოგთხოვს ხატის გადაადგილებას, არ გადააადგილო, გაქრება. ჩემს შვილად აგირჩიეო და თეთრი მტრედი დამაჯდა მხარზე. ასევე, მქონდა მამა გაბრიელის გამოცხადებაც, რომელმაც მითხრა: შენ ხარ თავმდაბალი ბავშვი, ჩემს შვილად აგარჩიე და შენი ხელიდან ბევრი ადამიანი განიკურნებაო.
– რა მოხდა შემდეგ?
თინა გულიაშვილი: როდესაც ჩვენთან სასულიერო პირები მოვიდნენ, გადმოგვცეს მეუფის სიტყვები: ხატი ოჯახში უნდა ყოფილიყო. ამ ამბიდან ორი თვის გასვლის შემდეგ გიორგის მამა გაბრიელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილად აარჩია და მირონს ვისაც წაუსმევდა, განიკურნებოდა. როგორც გითხრათ, უფალი მეორედაც გამოეცხადა და მანაც გააფრთხილა, ხატი არ გადაეადგილებინა. ბავშვს შეეშინდა, უფალს არ დაესაჯა, ამიტომ ვერ გაბედა ამის გაკეთება. გიორგიმ დაიფიცა კიდეც სამღვდელოებაში, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ წაიღებდა ხატს, რაზეც გაბრაზდნენ და უთხრეს, რომ სტიქაროსნობიდან უნდა წასულიყო.
– როდის დაიწყო ხატებიდან მირონის დენა და რამდენ ხატს სდის?
– შარშან, ივნისში დაიწყო და დღემდე მოსდის, უკვე მე-11 თვეა. გიორგის ვთხოვე, მიგვეტანა ეს ხატი, რაც იქნება იქნება, არ დაგსჯის უფალი, ის ჩვენთანაა, ვემსახურებით შეძლებისდაგვარად. არ აქვს მნიშვნელობა, სტიქაროსანი ხარ თუ არა, მაინც ხომ მივდივართ ეკლესიაში საზიარებლად, აღსარების სათქმელად და მოდი, მივიტანოთ-მეთქი. დამიჯერა. მიიტანა. ტაძარში 3 დღე იდინა მირონმა და მერე გაჩერდა. უკან გამოატანეს ხატი. იმ საღამოსვე, როგორც კი მოიტანა სახლში, მაშინვე თავიდან დაიწყო მირონმა დენა. მაგიდაზე ადგილი აღარ დამრჩა, კედელზე მაქვს ხატები ჩამოკიდებული, სულ 100-მდე ხატი იქნება. ყველაზე უცნაური, რაც არის, გიორგიმ ხატი რომ იყიდოს, ნებისმიერი, სანამ სახლში მოიტანს, მანამდე იწყებს მირონი დენას.
– სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯვარცმას სისხლი სდის...
– დიახ. ეს ჯვარცმა გიორგიმ ზაფხულში მდინარეზე მიმავალმა ხევში იპოვა. ამის შესახებ მამაოებმაც იციან. მერე უჯრაში ჰქონდა ჩადებული. ხატებმა მირონის დენა რომ დაიწყეს, გადაწყვიტა, ხისგან ჯვარი გაეკეთებინა და მასზე მიეკრა.
გიორგი: ახლა, 19 აპრილს, აღდგომას, როგორც კი 12 საათი შესრულდა, მაშინვე გადმოჩქეფა სისხლმა, ღილის მსგავსი ფორმა მიიღო. დაახლოებით 5-10 წუთში ეს სისხლი გაქრა და თქრიალით წამოვიდა წკრიალა, ძალიან კამკამა, მირონი. საოცარი სურნელი აქვს. მეორე დღესაც ასე გაგრძელდა, ოღონდ ცოტა სისხლის წინწკლები დარჩა.
– მირონს სამკურნალოდ იყენებენ?
თინა გულიაშვილი: ბევრმა წაიღო მირონი და მსმენია, რომ მოუხდათ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. გიორგიმ, ღვთის ნებით, ხატვაც ისწავლა და ასევე, ამ მირონით ამზადებს მალამოებს. ეს უფლის ნებაა. მალამოები უხდება მუხლებს, წელის ტკივილს, გარეგნულად არსებულ ნებისმიერ რამეს. სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში გზავნის, რადგან სთხოვენ. ბევრი სამადლობელი წერილი მოსდის.
– რაიმე განსაცდელი ხომ არ გქონიათ ოჯახში?
– ოთხი წლის წინ ავარიაში მოვყევი. სამი ადამიანი გარდაიცვალა, მერე იმ ადგილზე ჯვარი დადგეს. მხოლოდ ორნი გადავრჩით, ვინც მანქანაში წინ ვისხედით, დანარჩენი – ყველა დაიღუპა. მოხვევის დროს, უკანა მხრიდან დაგვარტყეს, სამჯერ დატრიალდა მანქანა. როგორ გადავრჩი, არც ვიცი. შუბლში შემესო რკინა, რომელიც ტვინსა და შუბლს შორის გაჩერდა. მადლობა უფალს, გონება შემინარჩუნა. იმის მერე ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა დამეწყო.

скачать dle 11.3