კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა მეგრული „შტუკა“ გაუგორეს რუსებს ჟიული შარტავამ და ოთარ გაბელიამ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია იხსენებს: „1979 წლის 11 აგვისტოს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის „დინამოს“, მათ მოედანზე, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მოვუგეთ. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა და ჯარი პენალტებზე მიდგა. პენალტების სერიის დაწყვების წინ პირჯვარი გადავისახე. თავი რომ ავწიე, ვხედავ, რომ ტელეკამერა პირდაპირ ჩემზე იყო მომართული და ეს რელიგიური ჟესტი მილიონობით საბჭოთა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა. მაშინ ღმერთის რწმენა, ფაქტობრივად, იდევნებოდა და ჩემი საქციელი, სულ ცოტა გასაკიცხი იყო. მოკლედ, გაზაევის პენალტი ავიღე, თასი თბილისში ჩამოვიტანეთ და მთელი საქართველო გავახარეთ. გამწარებულმა რუსებმა კი ცეკადან თბილისს მოსწერეს ჩემზე: „გაბელიას ღმერთმა უშველა თუ ოსტატობამო...“ ერთი სიტყვით, კომკავშირული ხაზით ჩემს დასჯას მოითხოვდნენ. მაშინ კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი სულმნათი ჟიული შარტავა იყო. ის შემხვდა და მითხრა:
– მოდი, მეგრული „შტუკა“ მოვიგონოთ და მოსკოვში მივწეროთ, რომ თითქოს პენალტების სერიის წინ პირჯვარი კი არ გადაიწერე, უბრალოდ, მსგავსი მოძრაობით სახიდან ოფლი მოიწმინდეო.
მივწერეთ. რუსებმა დაიჯერეს და არავის დავუსჯივარ. თუმცა ვიდეოჩანაწერი რომ გაიმეორეს, ჩემი პირჯვრის გადაწერა კადრიდან ამოჭრილი იყო.

скачать dle 11.3