კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა იხსნის ადამიანს ტოტალური გავირთხებისა და გადაშენებისგან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ვირთხები
  ადამიანებს რომ უთხრათ, ვირთხებს ჰგავხართო, არა მარტო არ დაიჯერებენ, არამედ შეიძლება, ცემაც არ გაკმარონ და სიცოცხლეს გამოგასალმონ. არადა, მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ვირთხების „საზოგადოების“ (საზოგადოება – პირობითად) ცხოვრება დიდად არაფრით განსხვავდება ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებისგან და იქაც იგივე პროცესები ვითარდება, როგორც „ჰომოსაპიენსთა“ (მოაზროვნე ადამიანი) საზოგადოებაში.
  გთავაზობთ ვირთხებზე ჩატარებულ სამ ექსპერიმენტს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელეს ცნობილმა მეცნიერებმა.
ექსპერიმენტი #1
„თაგვების სამოთხე“
  ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ კალფუნმა თაგვების სამოთხის შექმნა გადაწყვიტა. მან 2X2X2 მეტრის ყუთში ჩაყარა ქვიშა. გააკეთა გვირაბები და ვირთხებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. იქ ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი იყო და ულევი საკვები მოიპოვებოდა. შემდგომ კი ამ ყუთში მოათავსა ოთხი ვირთის (დედალ-მამალი) ჯანმრთელი წყვილი. ყოველ ერთ თვეში ყუთს წმენდნენ, სოროებს აახლებდნენ და საკვებით ავსებდნენ. ერთი სიტყვით, იქ ოქროს ხანა იდგა, თუმცა ის თავიდანვე განადგურებისთვის იყო განწირული. ასი დღის შემდეგ შეიგრძნეს რა ბედნიერება, ვირთხებმა ტოტალური გამრავლება დაიწყეს. ვირთხების რაოდენობა ყოველ 55 დღეში ორმაგდებოდა და ცუდს არაფერი მოასწავებდა. თუმცა, 315-ე დღეს, როდესაც ვირთხები 600 ერთეულამდე გამრავლდნენ, მათ უკვე კატასტროფულად აღარ ჰყოფნიდათ სასიცოცხლო სივრცე. ამიტომ „ვირთხების საზოგადოებამ“ კატასტროფული რღვევა დაიწყო. ჩამოყალიბდა საინტერესო კლასები – „ნონ კომფორმისტები“, ანუ ვინც ცენტრში იმყოფებოდნენ და ვისაც მოიხელთებდნენ, ყველას თავს ესხმოდნენ. „მშვენიერთა კლასი“ (მამალი ვირთხები), ვინც არაფერს და არავის აქცევდნენ ყურადღებას, არ აინტერესებდათ გამრავლება და მხოლოდ საკუთარი თავის მოვლით იყვნენ დაკავებული. და „საშუალო კლასი“ – ვირთხები, რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ ცხოვრების ჩვეულებრივი (პირველადი) ყოფის შენარჩუნებას... ყუთში ყვაოდა ძალადობა და კანიბალიზმი. ამის გამო, ჯანმრთელი, დედალი ვირთხების 90 პროცენტმა დატოვა ჩვეულებრივი საცხოვრებელი და ყუთის ზემოთ, იზოლირებულ ბუდე-სოროებში გადასახლდა. მაგრამ 560-ე დღეს „თაგვების სამოთხეს“ აღსასრული დაუდგა. პოპულაციამ პიკს – 2 200 ვირთხას მიაღწია. შობადობა მკვეთრად დაეცა. იშვიათი ფეხმძიმობები კი ახალშობილების მკვლელობებით მთავრდებოდა. თუმცა გაზრდილმა სიკვდილიანობამ მაინც ვერ უშველა „თაგვების სამოთხეს“ და ვირთხები ერთმანეთის მიყოლებით ისე დაიღუპნენ, ვერ მოახერხეს ძველ ყოფას დაბრუნებოდნენ.
ექსპერიმენტი #2
„გალეტები და ვირთხები“
  ფრანგმა მეცნიერ-მკვლევარმა დიდიე დეზორმა გამოაქვეყნა შრომა – „ვირთხების სოციალური იერარქიის კვლევა წყალში ჩაყვინთვის მეთოდით“. თავდაპირველად ამ ცდაში 6 თეთრი ლაბორატორიული ვირთხა მონაწილეობდა. როდესაც მათი ჭამის დრო დადგებოდა, ვირთხებს შუშის ყუთში ათავსებდნენ. ამ ყუთს ჰქონდა კიბე, რომელიც უერთდებოდა ნახევრად სავსე წყლიან გვირაბს. ეს გვირაბი კი ამოდიოდა საკვებ ადგილზე, სადაც გალეტი („პეჩენია“, ორცხობილა) იყო დამაგრებული. ვირთხას ამ გვირაბში უნდა გაეცურა, მოეპოვებინა გალეტი და რადგან მას იქ ვერ შეჭამდა (დასადგომი ადგილი არ იყო), ნადავლით უკან ბრუნდებოდა. ძალიან მალე იმ 6 ვირთხას შორის მტკიცე იერარქია ჩამოყალიბდა. ორი ვირთხა ექსპლუატატორი გახდა. თავად ისინი არ ცურავდნენ და საკვებს იმ სამ ვირთხას ართმევდნენ და თვითონ ჭამდნენ. მეექვსე ვირთხამ კი თვითმომარაგების სტრატეგია აირჩია. ის თავად იღებდა გალეტს და წარმატებით იცავდა თავის მონაპოვარ საკვებს რეკეტიორებისგან. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ როგორც უნდა შეეცვალათ მეცნიერებს ვირთხების ტიპები და რაოდენობა, მაინც მსგავს იერარქიას იღებდნენ, იმავე პროპორციით. როდესაც ყველა „ექსპლუატატორი“ ვირთხა ერთად ჩასვეს, იქაც იგივე შედეგი მიიღეს. ასევე განმეორდა მხოლოდ ექსპლუატირებული ან თვითუზრუნველმყოფი ვირთხების ერთად ჩასმით. როდესაც ვირთხების რაოდენობა გაზარდეს და ერთად 20 ვირთხა მოათავსეს, რეზულტატი უფრო შთამბეჭდავი გამოვიდა. ისინი მთელი ღამე ერთმანეთში ჩხუბობდნენ და დილას მეცნიერებს სამი მოკლული ვირთხა დახვდათ. ამის შედეგად კი მკაცრი იერარქია ჩამოყალიბდა – „გენერლებს“ „ლეიტენანტები“ უზიდავდნენ საკვებს, რომლებიც მას „მუშა მყვინთავ“ ვირთხებს ართმევდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ მათ შორის ჩამოყალიბდა „მათხოვართა კასტა“, ანუ ის ვირთხები, ვინც არ მოიპოვებდა და არც ჩხუბობდა საკვების გამო, არამედ ნარჩენებით იკვებებოდა. დოქტორმა დეზორმა, აგრეთვე, დაადგინა, რომ ექსპერიმენტის პროცესში ვირთხები დიდ სტრესს განიცდიდნენ. მათ შორის კი ყველაზე მეტად არა ექსპლუატირებულები, არამედ ექსპლუატატორები ისტრესებოდნენ.
ექსპერიმენტი #3
„მორფი და გართობა“
  კანადელი მკვლევარი ბრიუს ალექსანდერი მივიდა დასკვნამდე, რომ როდესაც ვირთხებს არ ჰყოფნით გართობა, ისინი ნარკოტიკებს ეძალებიან და ეს გამოწვეულია მათი იზოლაციით ვიწრო გალიებში. აქედან გამომდინარე კი, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ „იკაიფონ“ (მიიღონ ნარკოტიკული თრობა). საკუთარი თეორიის დასამტკიცებლად მეცნიერმა ააგო, ეგრეთ წოდებული, გასართობი პარკი ვირთხებისთვის. იქ იყო ქვიშა, მოძრავი ბორბალი, სხვადასხვა საკვები. პარკში მეცნიერმა საცდელი ეგზემპლარები მოათავსა. მეორე ჯგუფი კი ვიწრო გალიაში ჩასვა. ამ ექსპერიმენტის მთავარი დეტალი ის იყო, რომ პარკშიც და გალიაშიც მოთავსებული იყო ორ-ორი ავზი. ერთ ავზში ჩვეულებრივი წყალი იყო, მეორეში კი – წყალში გარეული ნარკოტიკი. ის ვირთხები, რომლებიც გალიაში იყვნენ მოთავსებული, ნარკოტიკს მიეძალნენ. გასართობ პარკში მყოფმა დედალმა ვირთხებმა კი მხოლოდ გასინჯეს ნარკოტიკი, თუმცა მათზე დამოკიდებული არ გამხდარან და სხვა გართობები არჩიეს. ალექსანდერმა გარკვეული დროის მერე როლები შეუცვალა ვირთხებს და ნარკომანი მღრღნელები გასართობ პარკში გადაანაცვლა, ხოლო არანარკომანები კი – ვიწრო გალიაში. მოხდა იგივე – ნარკომანმა ვირთხებმა ნახეს რა სხვა გასართობი, ნარკოტიკებს თითქმის დაანებეს თავი და მხოლოდ მცირე დოზას იღებდნენ, რომ ეიფორიაში ყოფილიყვნენ, თუმცა ძირითადი სოციალური ფუნქციის შესრულება შეეძლოთ. არანარკომანი ვირთხები კი, რომლებმაც გასართობი დაკარგეს, ნარკოტიკებს მიეძალნენ და ერთადერთ შვებას მასში პოულობდნენ.
ანალოგიური პროცესები ხდება ადამიანთა საზოგადოებაში და გართობისა და ეიფორიის ძებნაში გონება თუ დავკარგეთ, ვირთხებზე უარესი დაგვემართება.

скачать dle 11.3