კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№18 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ყოველთვის მიყვარდა გულზე ამოღებული ტანსაცმლის ჩაცმა, რადგან ძალიან მიხდება. რაც ასაკში შევედი, დეკოლტის ზონაზე პატარა ნაოჭები გამიჩნდა, კისრის არეში კი – ფენები. თუ არის რაიმე ნატურალური საშუალება, რომ ამ ზონაში კანი დავიჭიმო?
პასუხი: დეკოლტის ზონაზე გაჩენილ ნაოჭებსა და ფენებს ეს ნიღაბი სწრაფად გაუმკლავდება: 1 ცალი კარტოფილისგან მომზადებულ პიურეს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით კისერზე და დეკოლტის ზონაზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფნის პარკი და დაიტოვეთ 15-20 წუთით. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე პროცედურაში კისერზე და დეკოლტის ზონაზე გაჩენილი ფენები და ნაოჭები აუცილებლად გაქრება. ასევე, 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და 1 ჩაის კოვზი მარილი. წაისვით ეს მასა გაწმენდილ კანზე ბამბის დისკის გამოყენებით. როდესაც ნარევი ბოლომდე შეგახმებათ, ზემოდან გადაისვით დამატენიანებელი კრემი. ჩამობანა არ არის საჭირო. კვირაში 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რომ 1 თვეში თქვენი კისერი და დეკოლტის ზონა ნაოჭებისგან გათავისუფლდეს.
კითხვა: მინდა ოდნავ, ბუნებრივად დაბუთქული ტუჩები მქონდეს, თუმცა მის ხელოვნურად დაბერვას ვერიდები. რას მირჩევთ?
პასუხი: ტუჩებს რომ დამატებითი მოცულობა მიანიჭოთ, კბილის ჯაგრისზე წაუსვით ცოტა ვაზელინი და მისი გამოყენებით, მსუბუქად დაიმუშავეთ.
კითხვა: დაქალმა მირჩია, რომ ზეითუნის ზეთი კარგად კვებავს და ატენიანებს კანს. ზოგადად, არ მაქვს პრობლემური კანი, არც დიდად ვუვლი, თუ არ ჩავთვლით ყოველ დილით დამატენიანებელი კრემის წასმას. რას მირჩევთ, ვცადო?
პასუხი: ზეითუნის ზეთი არაჩვეულებრივად წმენდს, კვებავს და ატენიანებს კანს. 5 დღეში ერთხელ ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა: ცოტა ხნით მიუშვირეთ სახე ცხელ ორთქლს, რათა კანის ფორები კარგად გაიხსნას და შემდეგ, 5 წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი ზეითუნის ზეთში დასველებული თითის ბალიშებით. პროცედურის შემდეგ ფორების დასახურად ყინულის კუბიკები გამოიყენეთ.


скачать dle 11.3