კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 სახეზე ერთი ნაოჭიც რომ არ გქონდეთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  კანს ახალგაზრდობასა და სილამაზეს ღრმა სიბერემდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუნარჩუნებთ, თუ ამ კონკრეტულ საკითხს გონივრულად მიუდგებით. გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების, არაჯანსაღი ჩვევებისა და არასწორი კვების შედეგად კანი კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები, ლაქები, თვალის გარშემო შავი ტომრები და ასე შემდეგ. ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა თავიდან რომ აირიდოთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები რეგულარულად. გირჩევთ, არ გამოიყენოთ ძვირად ღირებული და რეკლამირებული პროდუქცია, რომლებიც მავნე ქიმიური ნივთიერებებითაა გაჯერებული, არამედ უპირატესობა მიანიჭოთ, მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს, რომლის მომზადება, სახლის პირობებში, თავადაც არ გაგიჭირდებათ.
  ქვემოთ მოყვანილი, იაფი და ხელმისაწვდომი ნარევის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო იქნება – კანს დაუბრუნდება სიმტკიცე, ნაოჭები გასწორდება, ხოლო ლაქები, ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ამისთვის კი დაგჭირდებათ: ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ნუშის ან ზეითუნის ზეთი – ორივე არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს კანს; თაფლი – კანისთვის, ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება; კვერცხის გული – მდიდარია სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი A ვიტამინით, რომელსაც საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს კანზე. სწორედ, ამის გამოა, რომ კვერცხის გული ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თავის მოსავლელ ხალხურ საშუალებებში; ვაზელინი – მოქმედებს ამ კომპონენტების დამაკავშირებელი ნივთიერების სახით, რომლის ნარევში დამატებითაც იქმნება მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი კრემის კონსისტენცია. გარდა ამისა, ვაზელინი არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს მავნე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან.
  სახის გამაახალგაზრდავებელი საცხი კი ასე უნდა მოამზადოთ: პირველ რიგში, აბაზანა – აიღეთ ქვაბი, ნახევრამდე აავსეთ წყლით და ჩადგით მასში ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც 2 ჩაის კოვზი ვაზელინი იქნება მოთავსებული. როდესაც წყლის აბაზანა ადუღდება და ვაზელინი ბოლომდე გადნება, გამორთეთ ცეცხლი და მუდმივი მორევით, დაამატეთ ჭურჭელში დარჩენილი ინგრედიენტები – 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მას შემდეგ, რაც ყველა კომპონენტი ერთმანეთში ბოლომდე გაიხსნება, მოათავსეთ ეს მასა თქვენთვის მოსახერხებელ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. გამოყენებამდე, კარგად შეათბეთ კრემი ორივე ხელის გულზე, გადაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ სახის კანის მსუბუქი მასაჟი. დაიტოვეთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 1 საათით და შემდეგ გვირილის ნაყენით ან მინერალური წყლით ჩამოიბანეთ.
  თუ ამ პროცედურას კვირაში ორჯერ ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს და თავადვე ნახავთ, რომ მხოლოდ თავად შეგიძლიათ საკუთარ კანს დაეხმაროთ ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში და თან, საკმაოდ მარტივი და იაფფასიანი, ნატურალური პროდუქტებით.
скачать dle 11.3