კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ დაანიშნინა სტალინმა ლენინს სახალხო კომისრად ქალი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი იყო ერთადერთი ძველი ბოლშევიკი, რომელმაც რეალურად განახორციელა ბოლშევიკური პროგრამის ის პუნქტი, რომელშიც ეწერა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორები არიან და ქალები რეალურად გაუთანაბრა მამაკაცებს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ალა სტაშევსკაია წერს: „მას მერე, რაც ხელისუფლებაში ლენინი მოვიდა და ბოლშევიკები ყველაფრის გამგებელნი გახდნენ, ილიჩმა დაივიწყა თავისი მთავარი დაპირება გენდერული თანასწორობის შესახებ და საბჭოთა ქალები კვლავ არნახულ მონურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თანაც იმაზე უარესში, ვიდრე ისინი ცარიზმისა და ფეოდალიზმის დროს იმყოფებოდნენ... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „ლენინი ორად ორ ქალს ცნობდა – თავის მეუღლეს, ნადეჟდა კრუპსკაიას და საყვარელს ინესა არმანდს. დანარჩენი ქალები მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი მასალა იყო და მეტი არაფერი. ასე ფიქრობდნენ ტროცკი და კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ბოლშევიკ-რევოლუციონერებში, ისევე მთლიანად საბჭოეთში არა ერთი ჭკვიანი და საქმიანი ქალი არსებობდა, პროლეტარული რევოლუციის ბელადი მათ, ფაქტობრივად, არანაირ გასაქანს არ აძლევდა. ამის გამო სტალინს ლენინთან და მის მომხრეებთან საკმაოდ მწვავე დავა ჰქონდა, მაგრამ სტალინი ყოველთვის უმცირესობაში იმყოფებოდა და ვერაფრით ახერხებდა თავისი წინადადების გატანას პოლიტიკურ და სახელმწიფო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე ქალების დაწინაურების თაობაზე. სამაგიეროდ, რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა ლენინის სიკვდილის შემდეგ. სტალინის მმართველობის პერიოდში არაერთი ქალი დაწინაურდა საბჭოთა კავშირში და ბევრად უფრო მეტი კი დაწინაურებისთვის მომზადდა...“
  ლენინისა და ტროცკისგან განსხვავებით, სტალინს მიაჩნდა, რომ ქალი კაცს დიდად არ ჩამოუვარდებოდა და ბევრ რამეში კიდეც სჯობნიდა მას. საბჭოთა ბელადის აზრით, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლა მნიშვნელოვანწილად განაპირობეს რევოლუციონერმა ქალებმა და ერთ-ერთი პოლიტბიუროს სხდომაზე, სადაც მთავრობის წევრთა დანიშვნის საკითხები იხილებოდა, სტალინმა ლენინს ჰკითხა:
– ვლადიმირ ილიჩ, აბა, გაიხსენეთ, როგორ გეხმარებოდათ თქვენს რევოლუციურ მოღვაწეობაში ნადეჟდა კონსტანტინოვნა (ლენინის ცოლი კრუპსკაია) და თქვენ ხომ არაერთხელ აღგინიშნავთ მისი როლი ჩვენს საქმეში?
  იმ სხდომაზე მთავრობის წევრებს, სახალხო კომისრებს (მინისტრებს) ნიშნავდნენ და სტალინს ალექსანდრა კოლონტაის მთავრობაში (ცნობილი რევოლუციონერი ქალი) შეყვანა უნდოდა.
სხდომას კრუპსკაიაც ესწრებოდა. ლენინი კი ძალიან ეშმაკი კაცი იყო და სტალინს ეშმაკურადვე მიუგო:
– დიახ, ამხანაგო სტალინ, მე არც ახლა მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან და ხაზს ვუსვამ ნადიას დამსახურებას, თუმცა მას ხომ კომისრად დანიშვნის რეკომენდაციას არ ვაძლევ?
სტალინი ლენინზე არანაკლებად (მეტად თუ არა) ეშმაკი იყო, მან რევოლუციის ბელადს გაუღიმა და უთხრა:
– ეს იმიტომ, ვლადიმირ ილიჩ, რომ ნადეჟდა კონსტანტინოვნა თქვენი მეუღლეა და თქვენ კი ნეპოტიზმს არასოდეს დაუშვებთ. თუმცა, ის ნამდვილად ღირსეული კომისარი იქნებოდა და ნებისმიერ სფეროს ღირსეულად გაუძღვებდა.
ასეთი პასუხის მერე ლენინს ისღა დარჩენოდა, რომ ალექსანდრა კოლონტაი „სახელმწიფო მფარველობის“ სახალხო კომისრად დაემტკიცებინა და ის იყო ერთადერთი ქალი კომისარი (მინისტრი) იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკაში. ეს კი თავიდან ბოლომდე იოსებ სტალინის დამსახურება იყო. რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა ლენინის გარდაცვალების შემდეგ. სტალინმა ქალები ძალიან აქტიურად ჩააბა სახელმწიფო მშენებლობის პროცესში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში ქალი გახდა გენერალი, თანაც უშიშროების გენერალი და ეს იყო უპრეცედენტო არა მარტო საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველი საბჭოთა გენერალი ქალი მირა ფილიპეს ასული სახნოვსკაია იყო, რომელიც პირადად სტალინმა დააჯილდოვა წითელი დროშის ორდენით საბრძოლო დამსახურებისთვის და მას გენერლობაც უბოძა. მოგვიანებით კი, როდესაც სახნოვსკაია სტალინისგან ფარულად, „ენკავედეს“ უფროსმა ნიკოლაი ეჟოვმა დახვრიტა, თავად საბჭოთა ბელადმა შერისხა ეჟოვი და გენერალი ქალის უსამართლოდ განადგურებისა და სხვა დანაშაულებებისთვის, უკვე თავად ეჟოვი გაუყენა საიქიოს. გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „სტალინის მმართველობის პერიოდში სამოცდაათმა ქალმა მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ასეთი წოდება კი საბჭოეთსა და დღევანდლამდე რუსეთში, სულ, 95 ქალს აქვს მიღებული. გარდა ამისა, სტალინის დროს სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელ ქალთა პროცენტული შეფარდება მამაკაცებთან მიმართებაში ერთი მეოთხედი იყო. ანუ, ყოველი მეოთხე ქალი მაღალ თანამდებობას იკავებდა ამ, თითქოს ქალისთვის შეუფერებელ ორგანოებში და ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ ძალოვანი სტრუქტურების გამართულ მუშაობაზე იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატებები მეორე მსოფლიო ომში. მაღალი თანამდებობები ეკავათ ქალებს მმართველ სისტემებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მინისტრის პირველ მოადგილეთა მეოთხედიც ქალები იყვნენ. ამგვარად, სწორედ, სტალინი მიხვდა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემაში ქალების შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს მოუტანდა ქვეყანას და ამან ასი პროცენტით გაამართლა კიდეც...“
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 1950 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს სტალინს ასეთი კითხვა დაუსვა: ბატონო სტალინ, ხომ არ გამოიწვევს თქვენს მთავრობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების სიჭარბე თქვენი სახელმწიფოს შესუსტებას? სტალინს ულვაშებში ჩაეღიმა და მიუგო:
– მეთორმეტე საუკუნეში ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ რესპუბლიკაში, საქართველოში ქალი მეფობდა. სწორედ იმ ხანაში იყო ეს ქვეყანა მსოფლიოში უძლიერესი და აყვავებული. სხვათა შორის, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ.
ერთი სიტყვით, სტალინს არც კადრების თანამდებობაზე დანიშვნაში ეშლებოდა რამე და არც ადამიანთა შეფასებაში ცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომელ სქესს მიეკუთვნებოდნენ ისინი.

скачать dle 11.3