კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 მჟაუნა – სამკურნალო მცენარე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მჟაუნას მჟავე გემოს მის ფოთოლში მჟაუნმჟავას არსებობა განაპირობებს. ფოთლები შეიცავს, ასევე, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ცილებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს, თუთიას, სპილენძს, ფტორს, ვიტამინებს B1, B2, C, K, PP. ვიტამინებით და განსაკუთრებით, C ვიტამინით მდიდარია მჟაუნას ყველა სახეობა.
  მჟაუნას ოდითგან მიიჩნევენ სამკურნალო მცენარედ. მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს: ტკივილგამაყუჩებელი – იყენებენ წელის ტკივილისას, რევმატიზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, კლიმაქსის სიმპტომებისას; ნაღველმდენი და სოკოს საწინააღმდეგო – ეფექტურია ცისტიტის, ფურუნკულოზის, სოკოვანი დაავადებებისას; სისხლდენის შემაჩერებელი, შემკვრელი საშუალება – იყენებენ დიზენტერიის, კუჭის აშლილობის დროს; ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური – იყენებენ ღრძილების ანთებისა და ანგინის დროს. მჟაუნა კარგია ციებ-ცხელების, მუნისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
  ხალხური მკურნალები ამ სამკურნალო მცენარეს უძველესი დროიდან იყენებდნენ თავის რეცეპტებში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს მენსტრუაციული ციკლის რეგულირებას, აქრობს ტკივილს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. მჟაუნას შეხვდებით უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებშიც. ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედისთვის. მისი გამოყენება უმჯობესია თერმული დამუშავების შემდეგ, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ადამიანს ალერგია არა აქვს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.
  მჟაუნის ქორფა ფოთლების სალათა მცენარეული ზეთით შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. სჯობს, მჟაუნა მშიერ კუჭზე მიიღოთ. მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციასაც ასრულებს – უბრალოდ, მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.
მჟაუნის ახლად გამოწურულ წვენს თირკმელებში კენჭების დაშლა შეუძლია. მიიღეთ წვენის სახით 100 მილიგრამი უზმოზე და ღამე, 10-12 დღის განმავლობაში.
  საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას დალიეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნის წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.
  რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენის მასალა და შალის ქსოვილი (ან პირსახოცი) – სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ გაშრება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში, მინიმუმ, ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.
  სტომატიტის, კარიესის, ყელის ტკივილის დროს იყენებენ მჟაუნის ფესვის ნაყენს – 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500-600 მილიგრამი ცხელი წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი და გადაწურეთ. გაციების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ ცხვირში გამოივლოთ, გაისუფთავოთ პრობლემური კანი. ის ასუფთავებს კანის ფორებს და აქრობს ანთებით პროცესებს.
  მჟაუნას, ისევე, როგორც ნებისმიერ სამკურნალო მცენარეს, თავისი უკუჩვენებები აქვს. რადგან მასში დიდი რაოდენობითაა მჟაუნმჟავა და მარილები, მისი მიღება რეკომენდებული არ არის: ოსტეოპოროზის, გასტრიტის, შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებების, კუჭის წყლულის, ალერგიული რეაქციების, ენტეროკოლიტებისა და მწვავე კოლიტების დროს.
  მიუხედავად მდიდარი ქიმიური შემადგენლობისა, მჟაუნის მიღებაზე უარი უნდა თქვან ორსულებმა. მჟაუნმჟავა ართულებს კალციუმის ათვისებას და შეიძლება, შარდგამომყოფი სისტემის გართულებების პროვოცირება გამოიწვიოს. არაა რეკომენდებული, მჟაუნა მისცეთ სამ წლამდე ბავშვებს.
скачать dle 11.3