კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ უნდა გავიგოთ ადამიანი მორწმუნეა თუ რელიგიური და როდის შეიძლება, ადამიანს სწამდეს არაწმინდა სულის

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  აღდგომის შემდეგ ქრისტიანები კვირაცხოვლობას, ანუ აღდგომის განახლებას დღესასწაულობენ. აღდგომიდან მეცხრე დღეს, ანუ სამშაბათს თომას სამშაბათი ჰქვია, თომა მოციქულის სახელი. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე არსებული წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– როცა ქრისტე აღდგა მკვდრეთით, მოციქული თომა არ იყო მათ გვერდით და როცა მოციქულებმა ახარეს მას მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მან თქვა, არ ვირწმუნებ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ და ჩემი ხელით არ შევეხებიო. ერთი კვირის თავზე მაცხოვარი ეუბნება თომას: შემეხე თომა, შენი ხელით მიხილე მე. თომაც შეეხება და აღიარებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ქრისტე კი მას ეუბნება: შენ მიხილე და ისე გწამს, ნეტარ არიან ისინი, ვინც ვერ მიხილავენ და ისე მიწამებენო. აქ საუბარია იმ ქრისტიანებზე, ვისაც არ უხილავს იესო ქრისტე ცოცხლად, მაგრამ ის მათი ღმერთია. თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. როდესაც ადამიანი განცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ასეთია – უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს. ამიტომაც საჭიროა ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღდგა.
– ასეთი მიმართვაც არის გავრცელებული: ნუ ხარ ურწმუნო თომაო.
– თომას ურწმუნო კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გარკვეული ნიუანსები უნდა ვიცოდეთ, რათა, რამე რომ დაგვემართოს, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არ ვთქვათ: ეს მე რატომ დამემართაო. სწავლა სიბერემდე კი არა, უფლამდე მისასვლელი გზაა. უფლის რწმენა კი ადამიანს ბევრ რამეს უადვილებს, იმედს აძლევს, სწორად ცხოვრებაში ეხმარება.
– ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც მიდიან უფლის გმობამდე. რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოჩნდა. მამაო, როგორ განისაზღვრება ჭეშმარიტი რწმენა?
– როგორც მოციქულები გვასწავლიან, რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. ღმერთშემოსილი მამები ჩვენგან ითხოვენ რწმენის საქმეს და, ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე – კეთილ საქმეს. ის ითხოვს ცოცხალ რწმენას. თანამედროვე ადამიანებს გვიწევს თვითდაჯერებული, თვითკმაყოფილი სიამაყის სულით შეპყრობილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ამასთანავე, ჩვენ ირგვლივ ძნელად თუ შეხვდები ადამიანს, რომელიც დაბეჯითებით უარყოფს ღმერთის არსებობას. ადამიანების ნაწილი ბოლომდე არც ღმერთის არსებობაშია დარწმუნებული. საზოგადოების დიდი ნაწილი კი თავს ქრისტიანს უწოდებს. ასე რომ, დღეს ადამიანების უმეტესობა გარკვეული სარწმუნოებითაც არის შემოსილი და ამ სარწმუნოების შესაბამის საქმეებს აკეთებს. მაგრამ, საკმარისია ღვთის წინაშე ადამიანის გამართლებისთვის, მისი ცხონებისთვის ასეთი სარწმუნოება? წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სარწმუნოებით ადამიანი ვერ გამართლდება. ადამიანს უფლის წინაშე გამართლებისთვის სჭირდება მართალი რწმენა და კეთილი საქმე. პავლე მოციქული ამბობს: ვისაც არ სწამს და არ უყვარს იესო ქრისტე, შეჩვენებული იქნეს მარათანაო. კი არ სწყევლის მოციქული ამ ადამიანებს, არამედ ამბობს: რომ ასეთი ადამიანი უკვე შეჩვენებული, საცოდავი და ავადმყოფიაო.
თანამედროვე ადამიანები ხშირად აცხადებენ: მე ვარ მორწმუნე, ბავშვობიდან მწამს ღმერთი, თუმცა, ზოგს ბუნების ძალების ან რაღაც მოვლენების სწამს და სჯერა. მე ღმერთი მწამს – საკმაოდ ბუნდოვანია. შეიძლება, ადამიანს სწამდეს რაღაც ბუნდოვანი და მან არ იცოდეს, რომ შესაძლოა, მას არაწმიდა სული სწამს და ამიტომ თავისი სწავლებები აქვს. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღმერთი არის ერთარსება, ერთპიროვნული ღმერთი: მამა – უშობელი, ძე – შობილი და სულიწმიდა – მისგან გამომავალი, არსებით ერთი. ღმერთი არის დასაბამი, რომელიც იყო, არის და იქნება. სიტყვა „ღმერთი” ქართულ ენაში მომდინარეობს სიტყვებიდან – „ღრმა ერთი,“ ეს მიუწვდომელი, ღრმა შინაარის მქონე სიტყვაა, მისტიკური. რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვერ ვხედავთ და რაზეც ვიმედოვნებთ, ანუ, რწმენა არის უხილავი.
– ხშირად ადამიანების ცხოვრებაშიც არის მომენტი, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკლესიას ჩამოშორდებიან ხოლმე.
– ეს ჩვენი რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული. ნუ იქნებით მხოლოდ რელიგიური ადამიანები: ეს მარხვა შევინახე, ის ვერ შევინახე, ახლა წავალ ეკლესიაში, ახლა – არა. თუ მორწმუნე ხარ, უნდა გინდოდეს ღმერთთან ურთიერთობა, მასთან მისვლა. როგორ შეიძლება, შენი საყვარელი არსება, ღმერთი არ მოგენატროს? თუ ღმერთი გიყვარს, არა მხოლოდ მარხვაში, ისედაც მოგინდება მასთან ყოფნა, საუბარი, სიახლოვე. თუ ადამიანს ეზარება წირვა-ლოცვაზე დასწრება, ზიარების მიღება, ის მცირედ მორწმუნეა. თუ გინდა, ხშირად მიხვიდე ღვთისმსახურებაზე, გინდა მოსმენა, დასწრება; თუ ისე მარტივად და ადვილად გადის წირვა, რომ ვერც იგებ, ესე იგი, შენ კარგი მორწმუნე ხარ. მაგრამ, როცა ერთი სული გაქვს, როდის დამთავრდება წირვა, როდის მორჩება ქადაგება, რომ დროზე წახვიდე სახლში, ესე იგი, შენ რელიგიური ადამიანი ხარ: იცი, რომ უნდა მიდიოდე გონებით, მაგრამ შინაგანად შორს ხარ ღმერთისგან.
– სად გადის ზღვარი რწმენასა და ურწმუნოებას შორის?
– მორწმუნე ადამიანი არის თავმდაბალი, გლახაკი სულითა, მშვიდი, მოსიყვარულე. როგორ შეიძლება, ადამიანი მორწმუნე იყოს და ის იყოს ამპარტავანი, უხეში, უსიყვარულო, ბილწი, მოჩხუბარი?! ხე ნაყოფით შეიცნობა და ასეა მორწმუნე ადამიანიც. არის მოჩვენებითი სიმშვიდეც, სიყვარულიც, როცა განსაცდელი ეშვება, მერე ყველას რწმენა გამოაშკარავდება ხოლმე. თუ კარგად ჩავიხედავთ ჩვენს გულში, ბევრ რამეს დავინახავთ. როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანს სხვისი პატიება არ შეეძლოს, ან, ბაგეებით მიუტევოს ადამიანს და მის გულში მუდმივად იყოს წყენა?!

скачать dle 11.3