კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ბოსტნის საფრთხობელა?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                            პირი ქვისკენ, ანუ ჯანმოსკენ მიქნია
  შესაძლოა, იმიტომ რომ კაცობრიობა მართლაც უკვე ჩიხში იყო (მავანი ცნობილი პერსონის მიერ გაღეჭილი საღეჭი რეზინა რომ აუქციონზე მრავალ ათეულ ათასად გაიყიდება, ვფიქრობ, უკვე წუმპეა, ჩიხს ვინღა ჩივის?!), კორონავირუსიც გვეწვია (და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბუნებრივად თუ ხელოვნურად, რადგან რუსთაველი შეგვაგონებს: რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების!).
  იქნების თუ ვერა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავკაცმა, რომელიც ბოლო თვეებია, მთავარ ლამის ბოსტნის საფრთხობელად იქცა (ოღონდ ვირუსს კი არა, ისედაც დამფრთხალ ადამიანებს აფრთხობს) დღე არ გავა, არ დაზაფროს დედამიწელები.
  სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, იმიტომაც რომ დონალდ ტრამპმა მისი ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერება ბრძანა (არადა ეს ციფრი ლამის 5 მილიარდ დოლარს ურახუნებს).
სავარაუდოდ, აქედან გამომდინარე, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ გასულ კვირასაც არ უღალატა საკუთარ თავსა და პათოსს და გვამცნო, რომ უარესი წინაა (პირი ქვისკენ და ჯანმოსკენ მიქნია).
  განგაშის დარისხების მიზეზი კი ისაა, რომ ზოგმა ქვეყანამ შეზღუდვები შეარბილა, ხოლო ამასობაში ჩინეთმა კიდევ ერთი ქალაქი დაკეტა, როგორც თავად ამბობენ, კორონავირუსის ახალი ტალღის გამო (სულო ცოდვილო და, არ გამოვრიცხავ ზემოხსენებული ბატონის მხარდასაჭერადაც, რადგან კომუნისტურ ჩინეთში ინფორმაცია ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც მტკვარი).
  უფრო მეტიც, აწ უკვე წითელასა და პოლიომიელიტის ეპიდმიურ აფეთქებასაც გვპირდებიან, ცხადია, ისევ და ისევ ჯანმო (თუმცა ჩვენ თავი კვლავ ქუდში გვაქვს – აცრის ამბავი თითქმის ყველა თაობაშია მოგვარებული!).
  ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსთაველის ყველა შეგონება ამოვიბეჭდოთ ან გულის ფიცარზე წავიწეროთ, თუ ამ დედამიწაზე დატრიალებულ სიგიჟეში საღ ჭკუასა და მრთელ ჯანზე დარჩენა გვინდა.
скачать dle 11.3