კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№17 რა შეზღუდვები აქვთ ფეხბურთელებს ექიმებისგან და რატომ არის ფეხბურთი უფრო ტრავმული სპორტი, ვიდრე რაგბი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  დავით ხარაბაძე სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი გახლავთ. მისი ქართველ სპორტსმენებს ძალიან სჯერათ და ენდობიან. როგორც თავად ამბობს, ეს მისი კომუნიკაბელურობისა და იუმორის დამსახურებაა.
  დავით ხარაბაძე: 1981 წლის 7 იანვარს დავიბადე ქალაქ ქუთაისში. ქუთაისშივე დავამთავრე სკოლა. მერე ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში – ვარ სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი. კონკრეტულად სპორტთან კავშირი არასდროს მქონია, ერთადერთი – ჭადრაკზე დავდიოდი. ძალიან მინდოდა ფეხბურთზე სიარული. უბრალოდ, დედა იყო წინააღმდეგი – ფიზიკურად სუსტი ბავშვი ვიყავი და ფიქრობდა, რომ რაღაცას დავიზიანებდი. ამიტომ შემიყვანეს ჭადრაკზე. მიყვარს ფეხბურთი და ბავშვობაში სულ ვაგროვებდი პოსტერებს, ახლაც ფეხბურთის წიგნების დიდი კოლექცია მაქვს. სამედიცინო რომ დავამთავრე, იყო დარგები, რომლებიც მაინტერესებდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე მათზე არჩევნის გაკეთება და ამიტომ გადავწყვიტე სპორტის მიმათულებით წასვლა. რაც კარიერა დავიწყე, მას შემდეგ ფეხბურთელების ექიმი ვარ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, პარალელურად, კალათბურთის ნაკრების ექიმი ვიყავი. კლინიკებში მუშაობის დროს, ბევრი სახეობის სპორტთან მქონდა შეხება. ამჟამად ვარ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მთავარი ექიმი და ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის ასისტენტი.
– სპორტსმენების ნდობის მოპოვება რთულია, როგორ მოახერხეთ?
– ფეხბურთს და ზოგადად, სპორტს აქვს გარკვეული სპეციფიკა, რადგან დატვირთვებია, ემოციები, სტრესი, ნერვიულობა... თუმცა, თუ ადამიანს, აქვს ურთიერთობის უნარი და არის კომუნიკაბელური, არა მარტო ფერხბურთელებთან, არამედ ნებისმიერ საზოგადოებაში გაგიადვილდება შერწყმა. მაქვს თუ არა ნდობა ბოლომდე მოპოვებული, ალბათ, თავად მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მათთან მუშაობაში კომუნიკაბელურობა მეხმარება, შემიძლია, მარტივად გავუგო ყველას და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგე. არის კიდევ ერთი მომენტი, ესაა იუმორი. ფეხბურთელებს უყვართ ხუმრობა და ჩემი დაკვირვებით, მათაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.
– ფეხბურთელებთან დაკავშირებით, არაერთი სახალისო ისტორია გექნებათ გასახსენებელი.
– ბევრი ისტორიაა. მაგალითად, ერთ-ერთი: საგურამოს ბაზიდან თბილისისკენ ავტობუსით მოვდიოდით, მცხეთაში საქმე მქონდა და ხიდი რომ გადმოვიარეთ, მძღოლს ვუთხარი, გამიჩერე-მეთქი. ერთ-ერთი ფეხბურთელი მეუბნება: სად მიდიხარ, დოქტორ? ექიმს არავინ მეძახის, მიღებულია დოქტორი. მცხეთაში საქმე მაქვს-მეთქი და მცხეთაში რა გინდა, მაია მცხეთელი ხარო. მაია მცხეთელი და წყნეთელი აერია ერთმანეთში (იცინის). ისევ ავტობუსის ამბებიდან: მესმის ორი ფეხბურთელის საუბარი, არ ვიცი, კროსვორდს ავსებდნენ თუ რა იყო, ერთი ეუბნება მეორეს: „მდ. მტკვარი“ რას ნიშნავსო, მეორე პასუხობს: მდორედ მოდის, ალბათ და ეგ ამბავიაო... ფეხბურთელს თავისმა აგენტმა დაურეკა, სინჯებზე უნდა წავიდეთ უცხოეთში და შენი პასპორტის ფოტო გამომიგზავნე, ბილეთები რომ ვიყიდოო. ფეხბურთელმა გარედან გადაუღო პასპორტის ყდას ფოტო და გაუგზავნა (იცინის).
– უშუალოდ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით თუ ყოფილა სახალისო მომენტი?
– კი, როგორ არა. ერთ-ერთ ფეხბურთელს ჰქონდა საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. არსებობს სპეციალური ჟელე, რომელიც კოვზზე უნდა დაასხა და დალიო. ვუთხარი, ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მიეღო. მეორე დღეს მოვიდა და მეუბნება: უკეთესად ვარ, კარგი წამალი მომეციო. დღეში სამჯერაა მისაღები, ხომ გახსოვს-მეთქი და კი, დილით მივიღე განსაკუთრებით ორიგინალურადო. რას გულისხმობ-მეთქი. მაინც, ხომ უნდა დამელია კოვზით და ბარემ ჩაისთან ერთად პურზე გადავუსვიო.
– ფეხბურთელებს სერიოზული ტრავმები ხშირად აქვთ?
– თუ პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელი ხარ, თუ არა, ტრავმის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, თითზე ჩამოსათვლელად ვიცი ფეხბურთელები, რომელსაც რაიმე სახის ტრავმა არ მიეღო. სპეციფიკური ტრავმებია ხოლმე, როგორიცაა ორმხრივი სახსრის ღრძობა, გადატრიალება, მუხლის სახსრის ტრავმები, მხრის სახსრის ტრავმები, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და სხვათა შორის ყველაზე მეტად ტრავმულია, რაგბიზეც კი. გარედან ჩანს, რომ რაგბი უფრო კონტაქტურია, მაგრამ ფეხბურთში უფრო მეტი ტრავმაა. ბევრი ფეხბურთელი მინახავს სერიოზული დაზიანებით, რომელსაც გაუკეთებია გამაყუჩებელი და ამის ფონზე უთამაშია, დახმარებია თავის გუნდს და ამის ხარჯზე, საკუთარი ჯანმრთელობა დაუყენებია საფრთხის ქვეშ. არასწორია ის მიდგომა, რომ რადგან ფეხბურთელები არიან, ნაკლებად იღებენ ტრავმას. სპორტსმენები, რომლებიც თავს არიდებენ ტრავმას, შეიძლება, ფეხბურთშიც არსებობდნენ, კალათბურთშიც და ყველგან.
– თავად, როგორც ექიმს, აკრძალვები თუ გაქვთ?
– ზოგადად, აკრძალვები არ მიყვარს, რადგან საქმეს არ შველის, მაგრამ რაღაცებში არიან შეზღუდულები და რეკომენდაციები არის, მაგალითად, კვების, დასვენების, ძილის კუთხით. სპორტსმენს აუცილებლად, დღე-ღამეში 7 საათი მაინც უნდა ეძინოს, რადგან ძილი საუკეთესო აღმდგენია. ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეგვიძლია, მათთვის აკრძალულია, თუნდაც ალკოჰოლი. მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა, რამდენიც უნდა აუკრძალოს ექიმმა, მწვრთნელმა და ვინც არ უნდა იყოს, თუ სპორტსმენი არ არის პროფესიონალი, არაფერს შველის. მთავარია, თვითონ ესმოდეს, რა და რისი მიღწევა უნდა.
– სტადიონზე ფორსმაჟორული სიტუაცია თუ გექმნებათ?
– არის თამაშები, სადაც ხშირად გამხდარა ექიმის ჩართვა აუცილებელი. ყოფილა ისეთი მომენტები, როცა პირადად ძალიან შემშინებია, რომ რამე სავალალო შედეგი არ მოჰყოლოდა. შეჯახებების დროს მიუღიათ თავის ტვინის ტრავმები, მძიმე შერყევები, რის შედეგადაც რამდენიმე კვირა და თვეც კი, ფეხბურთელი მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფილა. არის ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანებები, ჭრილობები და ასე შემდეგ. მძიმე ტრავმის გადატანის შემდეგ ფსიქოლოგიურად იმდენად უმოქმედია ამ ყველაფერს სპორტსმენზე, რომ წარმატებით ვეღარ გაუგრძელებია კარიერა.

скачать dle 11.3