კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რომელი პროდუქტების მიღებისგან უნდა შევიკავოთ თავი თვითიზოლაციის პირობებში და როგორ დავიკლოთ წონაში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას იზოლაციის პირობებში და როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრა: 24 საათის განმავლობაში მაცივართან ერთად „თანაცხოვრება“ ნამდვილად რთულია, თუმცა უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია ყველანაირ პირობებში, რადგან ის არა მხოლოდ წონის შენარჩუნებისათვის, არამედ იმუნური სისტემისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმუნური სისტემა კი, ვირუსების პერიოდში ყველაზე მთავარია. ჯანსაღი ცხოვრების წესში მოისაზრება სამი ძირითადი კომპონენტი: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სრულფასოვანი ძილი
სიმსუქნე ქრონიკული დაავადება. ჭარბი წონის ადამიანები კი კორონავირუსის რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან. შესაბამისად, აუცილებელია ჯანსაღი კვება. რას გულისხმობს ჯანსაღი კვება?
– დიახ, სიმსუქნე ქრონიკული, კომპლექსური, მორეციდივე დაავადებაა, რაც არ გამოიხატება მხოლოდ ჭარბი ცხიმის დაგროვებით ჩვენს ორგანიზმში. მისი პათოლოგიური ფაქტორი მოიცავს თითქმის ყველა სისტემას, მათ შორის იმუნურსაც. შესაბამისად, იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს აქტიური ჩვენს ორგანიზმში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას. ჯანსაღი, რაციონალური, ბალანსირებული კვება, ანუ დიეტა, გულისხმობს, რომ ორგანიზმში უნდა შევიდეს ყველა ის ნივთიერება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეტაბოლიზმისა და ნივთიერებათა ცვლისათვის. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები, ვიტამინები და რა თქმა უნდა, წყალი, ეს ყოველივე დღის განმავლობაში ჯერადად უნდა იყოს გადანაწილებული – უნდა მივირთვათ მცირე ულეფები და ხშირად. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წონა და ჯანსაღი ორგანიზმი, მთელი ჩვენი საკვების დღიური ნორმა უნდა გადავანაწილოთ შემდეგნაირად: საუზმე – 25%, სადილი – 40 %, ვახშამი – 15% და 10-10 % – ძირითად კვებებს შორის.
– უნდა გამოვყოთ თუ არა ხილი ცალკე კვებად და რატომ?
– ხილი აუცილებლად უნდა იყოს ცალკე კვება, რათა ორგანიზმმა აითვისოს ყველა ის მინერალი და ვიტამინი, რომელიც მასშია და არ მოხდეს მასის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დიდი ხნით დაყოვნება (ლპობა), რაც საბოლოო ჯამში, მუცლის ღრუში დისკომფორტს ქმნის. ხილი არ უნდა მივიღოთ, როგორც დესერტი, მისთვის დღის განმავლობაში კვების საათი უნდა გამოვყოთ.
– რა საკვებია აუცილებელი როგორც კორონავირუსის, ასევე, სხვა ვირუსების გავრცელების პერიოდში ჩვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად?
– იმუნური სისტემის აქტივაციისათვის აუცილებელია ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ასევე, რძის პროდუქტები და ხორცი ან თევზი. როგორც ვთქვით, მათი გადანაწილება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში და შევეცადოთ, რომ საგემოვნო თვისებებისთვის არ გამოვიყენოთ რაფინირებული შაქარი და მარილი. მსოფლიოში ცნობილი ნუტრიციოლოგების რეკომენდაციებით, აღნიშნული ვირუსისგან და ზოგადად, ვირუსებისგან თავდაცვის მიზნით სასურველია მივიღოთ: ახალი ხილი და ბოსტნეული, ლობიო, მთელი მარცვლეულისგან დამზადებული პური, თევზი, ხორცი, ნიგოზი, ნუში, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ავოკადო და ციტრუსი.
– თვითიზოლაციის დროს რთულია კვების რეჟიმის დაცვა. რა შუალედებში უნდა ვიკვებოთ, რომ ავირიდოთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები?
– იმისთვის, რომ იზოლაციის პირობებში ზიანი არ მივაყენოთ ორგანოთა სისტემებს და განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, აუცილებელია კვებათა შორის ინტერვალი იყოს მინიმუმ 2,5 საათი, მაქსიმუმ – 4-საათიანი შუალედი. გასათვალისწინებელია, რომ კვების შემდეგ არ უნდა წამოვწვეთ, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისათვის მნიშვნელოვანია წყლის სწორი მიღება, ანუ წყლის დალევა დიდი ულუფებით შეგვიძლია (200 მილილიტრი და მეტი) კვებამდე 30 წუთით ადრე და საკვების მიღების შემდეგ – 1-1,5 საათში.
– რომელი პროდუქტის მიღებისგან უნდა შევიკავოთ თავი ამ პერიოდში?
– ისეთი მაღალკალორიული პროდუქტებისგან, როგორებიცაა: სახამებელი, ცხოველური ცხიმები, შაქარი, პურ-ფუნთუშეული. ზედმეტი რაოდენობით პურ-ფუნთუშეულის მიღება, გარდა სიმსუქნისა, პათოლოგიურ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და შესაბამისად, შემდგომ მთელ ორგანიზმზე
– როგორ ვკვებოთ ბავშვები სწორად თვითიზოლაციის პირობებში? არის თუ არა რაიმე სახის ვიტამინის დამატება აუცილებელი?
– ბავშვებთანაც, ისევე, როგორც მოზარდებთან, უნდა დავიცვათ წესები და აუცილებელია კვება იყოს რაციონალური, ბალანსირებული. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების დამატებას, ეს აუცილებლად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან თითოეულ ვიტამინს და მინერალს თავის ჩვენება აქვს.

скачать dle 11.3