კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ნინო ბარათაშვილი: გარდაცვლილი მშობლების სურათებიც კი არ დამიტოვეს მთელი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შაინინათი იცნობს, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ნინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ფიქრობს და ამერიკაში არა ერთ იდეაზე მუშაობს.
  ნინო ბარათაშვილი: ოთხ წელზე მეტხანს მქონდა ამერიკის 10-წლიანი ვიზა. თავიდან მინდოდა, ტურისტულად წავსულიყავი, მეგობრების სანახავად, ქვეყნის დასათვალიერებლად და კარგი პერიოდისთვის ვინახავდი. თუმცა დეკემბრის ბოლოს ჩემი პირადი ცხოვრება ცუდად განვითარდა – სახლი დამირბიეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემს ბიზნესსაც უკავშირდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ეჭვია – პოლიციამ ვერაფერი დაადგინა. მივხვდი, რომ ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა და ამიტომ წამოვედი ამერიკაში. თან, მეგონა, რომ აქ მეტად მარტივად შევძლებდი, გამეკეთებინა ის, რასაც ვგეგმავდი საქართველოში. ახლა, ამ ვირუსმა რეალურად ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რამე გადააფასა. ის, რაც ჩემთვის რეალურად ღირებული იყო, საქართველოში ფიზიკურად განადგურდა და რაც დავტოვე, შეიძლება, მომავალში ისიც აღარ დამხვდეს... თუ ოდესმე უკან დავბრუნდი.
– ანუ, დაბრუნებას აღარ ფიქრობ?
– ვფიქრობ, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სჯობს, რომ აქ ვიყო. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. როცა მიზანმიმართულად მიდიხარ ადამიანის სახლში და ყველაფერს ანადგურებ – ეს არის ბოროტება. ფოტოებიც კი ნაკუწებად იყო ქცეული, ზოგს თვალები ჰქონდა დათხრილი და ვერ აღგიწერთ, იქ რა ხდებოდა. 2019 წლის დეკემბრის ბოლო დღეები მძიმედ გასახსენებელია ჩემთვის. აქ რომ ჩამოვედი, ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი. ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან და მათი სურათიც კი არ დამიტოვეს მთელი. მალე გახდება ოთხი თვე, რაც ამერიკაში ვარ და აქედან ერთი თვე, კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში ვიმყოფები.
– როგორია შენი ამერიკული ცხოვრების დასაწყისი?
– ალბათ, ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ მათ შორის, ვისაც პირადად ვიცნობ, რადგან როცა ყველაზე ძალიან მიჭირს, უცებ აღმოჩნდება უცხო ქვეყანა, რომელიც გვერდში მიდგება. ზუსტად ეს პერიოდია ახლა ჩემს ცხოვრებაში. 44 წლის ვარ. საქართველოში 45 წლის ასაკში უკვე საკუთარ თავს უნდა ჩააბარო ანგარიშები: რა გააკეთე, რა შედეგი გაქვს და რისი გაკეთება გინდა იმისთვის, რომ ტკბილი სიბერე გქონდეს. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ეს ასაკთან დაკავშირებული მითია – მე ახლა ვიწყებ ცხოვრებას. ნულიდან დამოუკიდებლად დავიწყე ზრდა ახალ ქვეყანაში. ჩემი ამერიკული გამოცდილება, პირველ რიგში, ინგლისურთან უფრო მეტად დაახლოებითა და საფუძვლიანად შესწავლით დაიწყო. ვეუფლები ინგლისურს როგორც პრაქტიკულად, ასევე, თეორიულად. ასევე, გადავწყვიტე, გავაკეთო ტელეხიდები საქართველოსთან. ამჟამად ვცხოვრობ ჩემს მეგობართან და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალებით შევქმნათ სტუდია, საიდანაც მექნება კონტაქტი ჩემს მაყურებელთან, იქნება კულინარია და კიდევ სხვადასხვა მიმართულება. ჟურნალისტიკას ბოლომდე ვერ შევეშვები, 30 წელია, ამ საქმეში ვარ. ბოლო პერიოდში თვითიზოლაციაში მოვხვდი, რადგან, სადაც ვცხოვრობდი, იმ ოჯახის წევრი გარდაიცვალა, მართალია, ამ ვირუსით არა, მაგრამ ხშირად გვიწევდა საავადმყოფოში ყოფნა და ამიტომ იყო საშიშროება, რომ დავინფიცირებულიყავით. იზოლაციაში ჩემი მეგობრები მორალურად მამხნევებდნენ და გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ონლაინტელევიზია. თან, აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგიის მიმართულებითაც მაქვს ინტერესები და ამ მხრივაც ვფიქრობ სასარგებლო საქმის გაკეთებას.
– ნიუ-იორკი, რომელსაც არასოდეს ეძინა და მუდამ ხმაურიანი იყო, სიწყნარემ მოიცვა... რა ხდება მანდ?
– სასწაული ხდება. ნიუ-იორკი მძინარე მზეთუნახავად გადაიქცა. ცარიელია ქუჩები. ყველა აქ მცხოვრები ადეკვატურად აღიქვამს სიტუაციას. მეზობლებმა ძაღლებიც გადაპარსეს, რადგან ერთ-ერთი ვერსიით, ვირუსი მიწიდანაც გადადის და ცხოველებს უფრო ახლოს უწევთ მიწასთან ყოფნა. მათ დასაცავად საკუთარი ოთხფეხა მეგობრები გაპარსულები, შეფუთულები, ფეხებზე ბაჩუჩებით დაჰყავთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავებს კი არ უფრთხილდებიან, ცხოველების მიმართაც კი მიიღეს ზომები. დიდ მაღაზიებში ორი საათიც კი შეიძლება დაგჭირდეს რიგში დგომა, რადგან დისტანციის დაცვასთან ერთად ხალხის რაოდენობასაც აკონტროლებენ – 2 გამოვა, 2 შევა. არ არის პანიკა, შეგნებულად უყურებენ ამ ყველაფერს. მთელი ამერიკა გადასულია იმაზე, თუ როგორ გაერთოს ამ მდგომარეობაში. ისეთი რთული სამუშაო რეჟიმის ქვეყნისთვის, როგორიც ამერიკაა, ოჯახში ყოფნა ერთგვარი შვებაცაა.
– თვითიზოლაციამდე ახერხებდი მუშაობას?
– არ მაქვს არანაირი დისკომფორტი შრომასთან დაკავშირებით. ორ თვეზე მეტი ვიმუშავე და ვიყავი ძალიან კარგად. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო კომპანიონობა იყო, ვიდრე მუშაობა. საოცარ ოჯახში ვიყავი, თან მყვებოდნენ, ისე მექცეოდნენ, როგორც ოჯახის წევრს. ვცხოვრობდი 95 წლის ქალბატონთან, რომელსაც გამოვლილი ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკი. საღად მოაზროვნე, თბილი, საყვარელი რუმინული წარმოშობის ებრაელი გახლდათ. ალბათ, ასეთი ბედნიერი ბოლოს მაშინ ვიყავი, როცა ბებია ცოცხალი მყავდა. ეს ადამიანი საოცრად ჰგავდა ბებიას თავისი სიყვარულის გადმოცემით, მოფერებით, სურვილებით. რაც ბებიაჩებმა ვერ მოასწრო, დაველოცე, მან მლოცა. ეს ქალი ჩემთვის ნამდვილად იღბალი იყო. საქართველოდან ისე ჩამოვედი მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ ვიცნობდი. „ფეისბუქზე“ სამჯერ მქონდა მიწერილი მათთვის, მაგრამ იმდენად ექსტრემალურ პირობებში მომიწია გამომგზავრება, ფოტოებიც კი არ გადამითვალიერებია. ახლა სადაც ვცხოვრობ, ამ ქალბატონის მეგობრის ოჯახია, მიშვილეს და მიშვილიშვილეს ამ ადამიანებმა. რაც მანდ ვერ მივიღე და არ მქონდა, ის მომცა ამ ქვეყანამ.

скачать dle 11.3