კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ვის და რატომ დარჩა ბესო ბერულაშვილი სტადიონზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ასეთ ისტორიას ყვება: „მამაჩემი თბილისის „დინამოს“ ფანი იყო და თბილისში ჩატარებულ ყველა თამაშს სტადიონზე ესწრებოდა. 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც მორიგი თბილისური მატჩის წინ საშინელი ღრიალი ავტეხე, მეც წამიყვანე-მეთქი. დედამაც მხარი დამიჭირა და მამა იძულებული გახდა, წავეყვანე. ჩვენებმა რომ გოლი შეაგდეს და მთელმა სტადიონმა იხუვლა, გახარებულმა მამამ ჰაერში ამაგდო და მეორე იარუსზე ვიღაცამ დამიჭირა და მანაც, არანაკლებ გახარებულმა, გვერდით მომისვა. შემდგომ ორი გოლი გავუშვით. ჩემი თავი არავის ჰქონდა, მამასაც დავავიწყდი და ისე მოხდა, რომ კომენტატორის ჯიხურში მიმიყვანეს. თემურ ჯაფარიძემ მიკროფონით გამოაცხადა: ბავშვი დაიკარგა და მოაკითხეთო, თუმცა, მამაჩემი არ მოსულა. ის თამაში მაინც ჩვენ მოვიგეთ. მე კი საბოლოოდ სტადიონის დარაჯს ჩამაბარეს... მამა რომ სახლში მოვიდა, დედას გახარებულმა უთხრა: მოვიგეთო და როდესაც დედამ ჰკითხა, ბესო სადააო, მხოლოდ მაშინ გავახსენდი. კინაღამ გაგიჟდა. სტადიონზე მოვარდა და როგორც იქნა, დარაჯთან მომაგნო. უნდა გენახათ, როგორ ჩამიკრა გულში. თუმცა სახლში მაინც პანღურებით წამომიყვანა, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე.“

скачать dle 11.3