კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორი ტიპის ადამიანი ხართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  საინტერესო და ორიგინალური ტესტია. ნუ დაიზარებთ და დაუთმეთ ცოტა დრო. სწრაფად დახედეთ სურათს და გულახდილად თქვით, რა დაინახეთ პირველად.
ნახეთ თქვენი შედეგი:
1. თუ პირველად ხის ფესვები დაინახეთ – თქვენი ცხოვრება დისციპლინებული და ორგანიზებულია. მშვიდად მიჰყვებით ყოველდღიურ რეჟიმსა და გეგმებს. კრიტიკას ყოველთვის უემოციოდ ხვდებით. თუ ვინმე ეცდება, ზიანი მოგაყენოთ და რამეში უსამართლოდ დაგადანაშაულოთ, არ ინერვიულოთ, მას ეს არ გამოუვა. გარეგნულად ძალიან თავმდაბალ ადამიანად გამოიყურებით, თუმცა საწადელს აუცილებლად აღწევთ, თანაც, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ყოველთვის შეგიძლიათ სიტუაცია საღად შეაფასოთ.
2. თუ ხეები დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან გულწრფელი ხართ გარშემო მყოფებთან და ურთიერთობაში კი ერთგული. ამავეს ელოდებით სხვებისგანაც. საკმაოდ თავაზიანი ბრძანდებით, მაგრამ არავის მისცემთ თქვენი დაჩაგვრის უფლებას. თუ ადამიანისგან ბევრს ელოდებით, მომთხოვნი ხდებით. თქვენი ნდობის მოსაპოვებლად დიდი მონდომებაა საჭირო.
3. თუ ტუჩები დაინახეთ – თავისუფლად ახერხებთ ცხოვრებისეული სირთულეები გადალახოთ. ზოგჯერ ცდილობთ, პრობლემას გვერდიდან შემოუაროთ. ეს საკმაოდ უმტკივნეულო და სწორი მეთოდია. ხშირად ზედმეტად და ბრმად ენდობით ადამიანებს. ცდილობთ, მათში მხოლოდ კარგი დაინახოთ. უბრალოდ, თქვენ ძალიან კეთილი ხართ, რაც ყოველთვის სიკეთეს არ მოგიტანთ. თქვენ ყოველთვის მზად ხართ ადამიანების დასახმარებლად. ფრთხილად იყავით, ადამიანებმა ამით ბოროტად არ ისარგებლონ.

скачать dle 11.3