კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 არ მინდა დედაჩემის საყვარლის გვერდით ცხოვრება, რომელიც მამაჩემის მეგობარი იყო


  მამა რომ გარდაიცვალა, რვა წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს, ის სტრესი, რაც მაშინ განვიცადე. ბებია მის დარდს გადაყვა და მე და დედა მარტო დავრჩით. მამას მეგობრები ხშირად მოდიოდნენ და მატერიალურადაც გვეხმარებოდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას რეზი გვაქცევდა, ხშირად მოდიოდა და ათასგვარი საჩუქრით მანებივრებდა. ხან სად დავყავდით მე და დედა მანქანით სასეირნოდ და ხან – სად. ერთხელ, დასასვენებლად რომ ვიყავით, სოფელშიც კი ჩამოგვაკითხა. ბავშვი ვიყავი და მიხაროდა მისი ასეთი ზრუნვა და ყურადღება, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. თურმე ვაჟბატონი ამით დედაჩემის მოხიბვლას ცდილობდა და მიაღწია კიდეც. რომ გავიგე, საყვარლები იყვნენ, ვერ გეტყვით რა მოხდა ჩემში. თითქოს, მამა თავიდან მოკვდა და იგივე განცდა მქონდა, რაც მისი ამქვეყნიდან წასვლის დროს. რასაკვირველია, დედა უარყოფდა: არ შეიძლება, ადამიანი უანგაროდ ეხმარებოდეს გარდაცვლილი მეგობრის ოჯახს? ამ ხალხს საჭორაო მიეცი და მეტი რა უნდათო. ასე კი ამბობდა, მაგრამ არასდროს უხსენებია, რომ მასაც ზედმეტად აქცევდა ყურადღებას. ამას ხომ ვერ იტყოდა და მამის ხსოვნას ამოფარებულები, თურმე, ერთად იყვნენ. არადა, მართლა მიყვარდა და ვამბობდი, რომ ასეთი მეგობრობა და ძმაკაცის ერთგულება თუ სიკვდილის შემდეგაც შეიძლებოდა, არ მეგონა-მეთქი. ეს ხშირად დედისთვისაც მითქვამს. ის კი კმაყოფილი ჩაიღიმებდა ხოლმე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხომ იცით, რომ ჭირი ბოლომდე არ დაიმალება და მათი საყვარლობის ამბავიც გახმაურდა. არც მეტი არც ნაკლები, მამას მეგობარმა, მიატოვა ცოლ-შვილი და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ვერ ვიტანდი, მისი ყოველი სიტყვა თუ ქმედება მაღიზიანებდა. როცა დედას ჩემი თანდასწრებით მოფერებას უწყებდა, მინდოდა, ყელში ვწვდომოდი და მომეკლა. რას წარმოვიდგენდი, თუ გარდაცვლილ მეგობარს, ასე მოექცეოდა და დედაჩემიც ასე გამოშტერდებოდა. კაცები დაილია, რომ მასთან არ გაება რომანი? არც საყვარლის ყოლას დაუშლიდა ვინმე და არც გათხოვებას. არ დამავიწყდება, ერთხელ მამიდა მოვიდა და უთხრა: ჩემს სამსახურში, ძალიან კარგი ბიჭია, მეუღლე გარდაეცვალა, ცოლის მოყვანა უნდა, ოღონდ ისეთის, მის შვილს რომ საკუთარივით გაზრდის, მართალია, ჩემი ძმის მერე, არავისთვის მემეტები, მაგრამ იქნებ დაფიქრდე. დავმშვიდდები, თუ შენ და ჩემს ძმისშვილს მშვიდ, ოჯახურ გარემოში დაგიგულებთო. გადაირია დედაჩემი: ეს როგორ მაკადრე, აქამდე დასავით გიყურებდი და ნამდვილი მულის თვისება გამოავლინე, გინდა დაგთანხმდე, გავთხოვდე და მერე სანათესაოში თავი მომჭრა – ჩემი ძმის სიკვდილის მერე, სხვა კაცს ჩაუწვაო. მოკლედ, მამიდაჩემსაც დაემდურა და მოიძულა. მას მერე, აღარც მოსულა ჩვენთან. მე კი მირეკავს და მკითხულობს. გათხოვება არ მოინდომა და მამაჩემის ძმაკაცს კი ჩაუწვა ლოგინში და საბოლოოდ, მის ოფიციალურ საყვარლადაც გამოაცხადა თავი. უბრალოდ, წასასვლელი არსად მაქვს, თორემ დღესვე დავტოვებდი მათ. ხშირად ჩემს მეგობრებთან ვრჩები, მაგრამ მათიც მერიდება. მართალია, დედაა და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ვეღარც მას ვიტან და ვერც მის საყვარელს. კარგი იყო, მამა მყოლოდა ცოცხალი, მაგრამ თუ დედაც ასე გამიმეტებდა და იმ კაცთან ერთად მაიძულებდა ცხოვრებას, ვისაც ვერ ვიტან, რას წარმოვიდგენდი.
ნია, 21 წლის.
скачать dle 11.3