კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ ავირიდოთ მავნე ენერგია

  ენერგეტიკულ დონეზე ნეგატიური ემოციების წარმოშობის რამდენიმე წყარო არსებობს. ეს შეიძლება, იყოს თქვენი ემოციები, სხვებისგან გადმოდებული ემოციები ან ორივე ერთად. ხოლო, ის, თუ რამდენად დაცული ხართ სხვების ნეგატივისგან, დამოკიდებულია თქვენი მგრძნობელობის ხარისხზე და იმაზე, რამდენად მოერიეთ ნეგატივს საკუთარ თავში. სტრესი, შიში, მოუსვენრობა ან დეპრესია თუ გაწუხებთ, სხვების უარყოფითი შეგრძნებებიც მარტივად დაგეპატრონებათ.
  მგრძნობიარე ინდივიდები ღრუბელივით იწოვენ მათ ირგვლივ არსებულ ნეგატივს, იტანჯებიან გარშემო მყოფების ტკივილით და ეს ზედმეტი თანაგრძნობაა. თანაგრძნობაც, სწორედ, მაშინ ღვივდება განსაკუთრებული ძალით, როდესაც ადამიანი სხვის ცხოვრებაში ისეთ პრობლემას ხედავს, რომელიც თავად არ აქვს მოგვარებული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს მავნე ენერგია, რომ არ გავხდეთ ენერგეტიკული ვამპირიზმის მსხვერპლი და ამ ნეგატივში უსაფრთხოდ ცხოვრება ვისწავლოთ.
  პირველ რიგში, შეწყვიტეთ სხვების ემოციების შთანთქმა და მოახდინეთ საკუთარი ემოციურობის ხარისხის იდენტიფიცირება. ყველაზე მარტივად ვამპირიზმის მსხვერპლი მძაფრი მგრძნობელობით გამორჩეული ადამიანები ხდებიან. მათ განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარი აქვთ და ადვილად იღებენ ნეგატივს. თვისებები, რომლებიც ახასიათებს ემპათიურ ნატურას, ასეთია: თქვენ მუდმივად გეუბნებიან, რომ ჰიპერმგრძნობიარე ხართ და ეს სულაც არაა კომპლიმენტი – სენსორულად გრძნობთ სხვების შინაგან შფოთვასა და სტრესს და მას საკუთარ სხეულში ილექავთ. სხვა სიტყვებით, აძლევთ საშუალებას, გავლენა მოახდინონ თქვენს განწყობაზე; ხდებით გარშემო მყოფთა ტკივილის თანაზიარი — ეს ეხება უცხო ადამიანებსაც, მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც. მალე იღლებით, გამოფიტული ხართ. ხმაური, სუნი და ზედმეტი საუბარი მოქმედებს თქვენს ნერვებზე და ხალხმრავლობა არ გსიამოვნებთ. ენერგიის აღსადგენად განმარტოება გჭირდებათ. ხშირად ვერც კი აცნობიერებთ, ზუსტად რას გრძნობთ, უბრალოდ, ეს შეგრძნებები გაყენებთ ტკივილს. როგორც წესი, ხართ გამცემი, გულუხვი და კარგი მსმენელი. გიჩნდებათ სურვილი, რომ გქონდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან გაქცევის გეგმა, რათა სწრაფად გაეცალოთ დამთრგუნველ გარემოს. ზედმეტად ახლო და ინტიმური ურთიერთობა თქვენთვის სულის შეგუბებასავით არის და საკუთარი თავის დაკარგვის შეგრძნება გეუფლებათ.
  დაუპირისპირდით უარყოფით შეგრძნებებს და დაეხმარეთ საკუთარ თავს მათ დაძლევაში. თუ თქვენს მახლობლად, ნეგატიური ემოციების წყაროს გრძნობთ, ყოყმანის გარეშე შეიცვალეთ ადგილი. ნუ შეგეშინდებათ, რომ ამის გამო, უცხო ადამიანი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. მოახდინეთ საკუთარ თავზე კონცენტრირება, სუნთქვის დახმარებით – ამოისუნთქეთ ნეგატივი, ჩაისუნთქეთ სიმშვიდე. ეს მოგცემთ საშუალებას, გაიწმინდოთ შიშისაგან და თავი გაცილებით მყარად იგრძნოთ. წარმოიდგინეთ, ნეგატივი, როგორც ნაცრისფერი ნისლი, რომელიც თქვენი სხეულიდან გადის და მის ადგილს ოქროსფერი სხივები იკავებს.
  პირველ რიგში, ისწავლეთ ისეთი ხალხის ცნობა, რომლებიც რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ. მანიპულატორი, ნარცისი, კრიტიკოსი, კონტროლის მოყვარული, მუდმივი მსხვერპლი — ემპათიური ინდივიდებისათვის ხალხის ეს კატეგორია ძალიან საშიშია. ეს ენერგეტიკული ვამპირიზმის სახეებია. მათი იდენტიფიცირება კი აუცილებელია თავდაცვისათვის.
  ხალხმრავლობაში მოძებნეთ შედარებით განაპირა და მყუდრო ადგილი. ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. როდესაც გარემო „გწამლავთ“, სწრაფად გაერიდეთ მას. ენერგოვამპირებთან აუცილებლად დაიკავეთ დისტანცია. ნუ მოუსმენთ მათ საუბარს, უბრალოდ, გაერიდეთ. გქონდეთ საკუთარი ადგილი სახლშიც, სადაც ვერავინ შეგაწუხებთ, როდესაც საკუთარი ძალების აღდგენა მოგინდებათ. იმეგობრეთ ადამიანებთან, რომლებსაც სხვებში კარგის შემჩნევა შეუძლიათ. შემოიკრიბეთ გარშემო იმედიანი ხალხი, ისინი გაგიღვივებენ საკუთარი თავის რწმენას, დაგანახვებენ ცხოვრების საუკეთესო მხარეს, აგიმაღლებენ განწყობას.
  გადაამუშავეთ დადებითი ემოციები, რომლებიც შინაგან სიძლიერეს უზრუნველყოფს. სულიერ ძალებს თქვენს გარშემო არსებული სიმშვიდე და სიყვარულიც შეგძენთ. როდესაც სითბოს გჩუქნიან და დადებითად გმუხტავენ, ძლიერდებით შინაგანად, ნეგატივისგან კი იცლებით.
ისწავლეთ უთანაგრძნოთ სხვებს ისე, რომ ამ პროცესში თავად არ დაზარალდეთ, პატივისცემით მოეპყარით თქვენს საციცოხლო ენერგიას.
  როცა სტრესული სიტუაცია გელოდებათ, მიიღეთ პროტეინით გამდიდრებული პროდუქტი. სასიცოცხლო ენერგიისა და ძალის აღსაღდგენად კი, ხშირად ეკონტაქტეთ ბუნებას. ის დაგმუხტავთ ახალი, დადებითი ენერგიით და მოგანიჭებთ სულიერ სიმშვიდეს. სტრესულ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს სურნელი და ხმა – წყლის ხმაური, ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, ბალახის სურნელი. კარგი იქნება, თუ ბუნებაში ხშირად დაკავდებით სუნთქვითი ვარჯიშებით და ამით თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიებით მოამარაგებთ.
скачать dle 11.3